ხვალ, 13 ოქტომბერს, სტარტს აიღებს კონტინენტის ფარი, რომელშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი – თბილისის “ლოკომოტივი” იღებს მონაწილეობას. შაბათს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კონტინენტის ფარის პირველ მატჩში, იტალიის ვიცე-ჩემპიონ “კალვიზანოს” ავჭალის სარაგბო სტადიონზე დაუპირისპირდება. გთავაზობთ თბილისელთა შემადგენლობას: