1998 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ვითარება მკვეთრად დაიძაბა, რის შემდეგაც კოსოვო ცეცხლის ალში გაეხვა. იუგოსლავიის ფედერალურ რესპუბლიკასა (სერბეთი, მონტენეგრო) და კოსოვოელ ალბანელებს (კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია) შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი 1999 წლის 11 ივნისამდე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ორივე მხრიდან 13,548 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა და ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი მიეტოვებინა. ნატოსა და გაეროს ჩარევის შემდეგ, […]