ჩრდილოეთ მაკედონიის სპორტის მინისტრის ვენკო ფილიპცის ინფორმაციით, გავრცელებული კორონავირუსის საფრთხის გამო, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებში ჩასატარებელი ყველა სპორტული მოვლენა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ცხადია, საქმე ეხება უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრასაც, რომელიც 26 მარტს უნდა გაიმართოს. მაკედონია-კოსოვოს მატჩი, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება, ხოლო ბილეთის მფლობელებს თანხა უკან დაუბრუნდებათ. არადა, მაკედონიაში COVID19-ით ინფიცირების მხოლოდ 7 შემთხვევა […]