ლეგიონერები | კვესელაძის დებიუტი გლოსთერის ძირითადში
ბორჯღალოსანთა შუამარბმა გიორგი კვესელაძემ “გლოსთერის” სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ინგლისის პრემიერშიფის მე-18 ტურში, ქართველი ლეგიონერის გუნდმა “ნორთჰემპტონი” სტუმრად სენსაციურად, 31:7 დაამარცხა და 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო. 23 წლის მორაგბე ინგლისურ კლუბში წლის დასაწყისში გადავიდა და თებერვალში სამჯერ ითამაშა შეცვლაზე. სანაკრებო მატჩების შემდეგ ის კლუბს დაუბრუნდა და ამჯერად შეუცვლელად გაისარჯა. 80 წუთში მან ბურთით ხელში […]
ბორჯღალოსანთა დიდი დანაკლისი იტალიასთან ბრძოლის წინ (ფოტო)
საფრანგეთის Top 14-ის მესამე ტური, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისათვის, კოტე მიქაუტაძისათვის ნეგატიურად დაიწყო.
ლეგიონერები | კოტე მიქაუტაძე ბაიონში 2023 წლამდე!
ბორჯღალოსანმა კოტე მიქაუტაძემ “ბაიონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ გუშინ ფრანგული ტოპ 14-ის “ბაიონთან” ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კოტეს თქმით, “ბაიონს” მასთან 3-წლიანი კონტრაქტის […]
ქართული დებიუტი TOP 14-ში
8 სექტემბერს, TOP 14-ის მესამე ტურში “რასინგ 92”-ის შემადგენლობაში 20 წლის ბორჯღალოსანის – გურამ გოგიჩაშვილის დებიუტი შედგა. გურამი მოედანზე 53-ე წუთზე გამოვიდა და მან სწორედ ქართველი მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი შეცვალა. ეს მატჩი საკმაოდ წარმატებული გამოდგა “რასინგ 92”-ისთვის. მათ “აჟენი” შინ გამანადგურებელი ანგარიშით 59:7 დაამარცხეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ “აჟენის” მხრიდან თამაზ მჭედლიძემ მატჩი სრულად ითამაშა,ხოლო […]
ლეგიონერები | პრო დე2 მიქაუტაძემ გახსნა
საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის 2021/2022 წლების გათამაშება “ბაიონისა” და “აჟენის” შეხვედრით გაიხსნა. მომავალ სეზონში ლიგის 16 გუნდიდან 15-ში, სულ 48 ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. მათგან 26-ს კლუბთან პროფესიული, ხოლი 22-ს ესპუარების კონტრაქტი აკავშირებს. სეზონის გახსნით მატჩში “ბაიონმა” “აჟენს” ბონუსით, 37:16 სძლია. მასპინძელთა შორის 50-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა კოტე მიქაუტაძემ, რომელმაც ივლისში ბასკებთან 2-წლიანი კონტრაქტი […]
ფრანგმა კვაჭმა მონპელიესთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საფრანგეთის ნაკრების კვაჭმა გიონ გირადომ “მონპელიესთან” 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფრანგი კვაჭი “მონპელიეს” შერკინებას მიხეილ ნარიაშვილთან, ლევან ჩილაჩავასთან და კოტე მიქაუტაძესთან ერთად გააძლიერებს. გირადო კლუბს სეზონის ბოლოს შეუერთდება, ახლა კი იგი “ტულონის” ღირსებას იცავს. მას “წითლების” მაისური 86-ჯერ აქვს მორგებული და 7 ლელო გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში კი, მან […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” დაპირისპირება 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებს” “დათვებთან” ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების […]
მამუკა გორგოძე მოედანს დაუბრუნდა და პირველივე მატჩში ფენომენალური სტატისტიკა აჩვენა
8 დეკემბერს სტარტი აიღო “ჩემპიონთა თასის” მესამე ტურის მატჩებმა, სადაც მამუკა გორგოძის “ტულონმა” უჩა ჭეიშვილის, ლევან ჩილაჩავას, მიხეილ ნარიაშვილის, კოტე მიქაუტაძის და გელა აფრასიძის “მონპელიეს” უმასპინძლა და 38:28 დაამარცხა. მასპინეძლთა მხრიდან მოედანს დაუბრუნდა მამუკა გორგოძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და იგი 54-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა უჩა ჭეიშვილმა, რომელიც 49-ე წუთზე შეცვალეს. […]
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა. ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის […]
მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა – მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასისთვის 38 კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში ვერ მოხვდა ინგლისური “ვოსპსის” მარცხენა ბურჯი – ზურაბ ჟვანია . გთავაზობთ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, ხოლო საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში 23 სექტემბერს ჩაერთვება. შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, […]
გურამ პაპიძის ლელო ბაიონასთან | VIDEO
საფრანგეთის TOP 14-ის 21-ე ტურის შეხვედრაში, “ბაიონასა” და “პოს” დაპირისპირება შედგა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა მარცხით 20:30 დასრულდა. “ბაიონას” რიგებში არ უასპარეზია კოტე მიქაუტეს – “პოს” ტრადიციულად ბექა გორგაძემ უკაპიტნა, ხოლო გურამ პაპიძე თამაშში მარქაფიდან ჩაერთო და 72-ე წუთზე უმნიშვნელოვანესი ლელო დადო. “ბაიონას” წინააღმდეგ მოპოვებული პრინციპული გამარჯვების შემდეგ, “პომ” გასავარდნ ზონას თავი დააღწია და […]
TOP 14-ში 18 წლის ქართველ მორაგბეს დებიუტი ექნება
რამდენიმე წუთის წინ, “მონპელიეს” ოფიციალურმა ვებ გვერდმა, TOP 14-ის მე-14 ტურისთვის შემადგენლობა დაასახელა, სადაც ისინი სტუმრად “ლა როშელს” დაუპირისპირდებიან. “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში 3 ქართველია: მიხეილ ნარიაშვილი (N1); ლევან ჩილაჩავა (N3) და კოტე მიქაუტაძე (N5), ხოლო მარქაფაში კი უჩა შეიჭვილი და ალექსი ჭიჭიაშვილი არიან. ალექსი ჭიჭიაშვილი 18 წლის არის, იგი “მონპელიეში” 2018 წელს ჩაირიცხა. პოზიციით კი […]