თბილისის “ლოკომოტივმა” 2020/21 წლების სეზონში ქართველი გულშემატკივარი ევროსარბიელზე ისტორიული გამარჯვებებით გაახარა. “რკინიგზელებმა” რუმინული “კრაიოვას” და პრინციპული მეტოქის – მოსკოვის “დინამოს” გამოთიშვა მოახერხეს და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. გუნდის ამჟამინდელი ამოცანა შემდეგ წელს ევროპაში დაბრუნებაა და ამ მიზნის მისაღწევად, ეროვნულ ლიგაში სამეულში შესვლას ლამობს, რისკენაც “საბურთალოსთან” (2:1) გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა. საერთაშორისო მატჩებში ერთ-ერთი […]