UEFA: დაისჯება თუ არა რონალდუ?
კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა, UEFA-მ, დისკვალიფიკაციით დასაჯოს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას პორტუგალიელმა “ატლეტიკოს” ჰეთ-თრიქი შეუსრულა და “იუვენტუსის” შემდეგ ეტაპზე გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა. აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, გახარებულმა კრიშტიანუმ მადრიდელთა მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ჟესტი გაიმეორა. ცნობისთვის, არგენტინელი სპეციალისტი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, თუმცა ჯარიმას, ვერა. UEFA-მ კი დღეს რონალდუს საქმეზე განცხადება გაავრცელა: “UEFA-ს დისციპლინალური საბჭო 12 მარტს, “იუვესა” […]
აბუბაქარი: “რონალდუმ მთხოვა, რომ კლუბში დავრჩენილიყავი…”
კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და “ბეშიქთაშის” 31 წლის ფორვარდმა – ვინსენტ აბუბაქარიმ, “ალ ნასრის” დატოვების დეტალები გაიხსენა. კამერუნელმა ფეხბურთელმა კლუბი მას შემდეგ დატოვა, როდესაც არაბულმა კლუბმა გუნდში კრიშტიანუ რონალდუ მოიყვანა. “კრიშტიანუ რონალდუს ჩემი კლუბში დარჩენა სურდა, მან მთხოვა, რომ “ალ ნასრი” არ დამეტოვებინა. მე ვუთხარი, რომ ამას მხოლოდ ოჯახური პრობლემების გამო ვაკეთებდი და ოჯახთან უფრო ახლოს […]
აგბონლაჰორი: ,,რონალდუ პრემიერლიგის მცველების 75%-ზე სწრაფია და ბომბარდირთა შორის აუცილებლად იქნება”
,,ასტონ ვილას” ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ აგბონლაჰორმა, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,რამდენიმე ექსპერტის აზრით, რონალდუ ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო, მაგრამ მას ეს არ სჭირდება, რადგან ახლა სხვა პოზიციაზე თამაშობს – ცენტრალურ თავდამსხმელად და არა – ვინგერად. მოდით, ნუ მოვიტყუებით, კრიშტიანუ პრემიერლიგის მცველების 75%-ზე სწრაფი იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ჭკვიანურად მოძრაობს ის, მეტოქეს […]
ადამიანი მოტივაცია: მესის გამარჯვების შემდეგ რონალდუ საუკეთესოა
კრიშტიანუ რონალდუს მოტივაცია არასდროს აკლია, განსაკუთრებით კი მაშინ თუ საქმე ოქროს ბურთის მოგებას ეხება. მას მერე, რაც ლიონელ მესი ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, პორტუგალიელ ვარსკვლავზე მეტი გოლი მსოფლიოში არავის გაუტანია. ბოლოს ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა “ვერონას” კარი აიღო, თუმცა “იუვენტუსისთვის” ეს სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო ორ თვეში, […]
ადრიენ რაბიო: “იუვენტუსში გადასვლაში ბუფონმა დამარწმუნა”
ადრიენ რაბიოს მტკიცებით, ჯიჯი ბუფონმა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაშის შესაძლებლობამ “იუვენტუსში” გადასვლაში დაარწმუნა. ადრიენ რაბიო “ბიანკონერის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. განხორციელებულ ტრანსფერთან დაკავშირებით, რაბიომ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “ტურინულ გრანდთან გასულ წლებშიც მქონდა კონტაქტი, თუმცა მაშინ სულ სხვა დრო იყო. “იუვენტუსში” გადასასვლელად შესაფერისი დრო შევარჩიე – ამიტომაც დავთანხმდი ახლა წინადადებას. გასულ სეზონში ჯიჯის აქტიურად ვესაუბრებოდი […]
ათწლეულის მონაცემები: მესი VS რონალდუ – ვინ იყო უკეთესი?
იმ საფეხბურთო ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ, მთავარი საკამთო საკითხი ალბათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის უკეთესის დასახელებაა. თემა, რომელზეც ასობით პროფესიონალს არაერთხელ უსაუბრია, არაერთი სტატია თუ გადაცემა შექმნილა, ალბათ ამოუწურავია და ისევე როგორც ზოგადად სპორტზე, კონკრეტულად ამ საკითხზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, ამ სტატიაში კერძოდ ბოლო ათწლეულის მონაცემებს შემოგთავაზებთ […]
ალ ნასრთან არსებული კონტრაქტით, რონალდუ ვალდებულია, საუდის არაბეთის გრან პრის დაესწროს
,,ალ ნასრის” პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ვალდებულია, რომ ფორმულა 1-ში საუდის არაბეთის გრან პრის დაესწროს. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ ვალდებულების შესახებ კრიშტიანუს კონტრაქტში სპეციალური პუნქტი არსებობს. საუდის არაბეთის გრან პრი წელს 17-19 მარტს გაიმართება. რონალდუ ფორმულა 1-ის გრან პრის 2019 წელს, მონაკოშიც დაესწრო, სადაც ლუის ჰამილტონთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. საუდის არაბეთის პრო […]
ალ ნასრის მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ზიდანი დაინიშნოს
ზინედინ ზიდანი, შესაძლოა, ,,ალ ნასრის” მთავარი მწვრთნელი გახდეს. ინფორმაციას CBS-ის ჟურნალისტი, ჯეიმს ბენგე ავრცელებს. წყაროს ცნობით, გუნდიდან რუდი გარსიას გათავისუფლების შემდეგ, არაბული კლუბი ფრანგ სპეციალისტს დაუკავშირდა და მოლაპარაკებებში კრიშტიანუ რონალდუცაა ჩართული. ასევე, შესაძლებელია, რომ გუნდი ,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს. ,,ალ ნასრმა” რუდი გარსია დღეს დაითხოვა. უცხოურ მედიაში დაიწერა, რომ კლუბის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი […]
ალ ნასრის მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა
საუდის არაბეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, “ალ იტიჰადთან” განცდილი მარცხის (3:1) შემდეგ, “ალ ნასრის” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კრიშტიანუ რონალდუ წაგებაში დაადანაშაულა. “ერთ-ერთი რამ, რამაც შეცვალა მატჩის მიმდინარეობა, იყო კრიშტიანუ რონალდუს ხელიდან გაშვებული შანსი პირველ ტაიმში. ვულოცავ “ალ-იტიჰადს”. მათ ჩვენზე ბევრად უკეთესი პირველი ტაიმი ჩაატარეს, მეორე ნახევარში კი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ შედეგის მიღება ვერ მოვახერხეთ”, – […]
ალ ნასრის სპორტული დირექტორი: ,,რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა”
,,ალ ნასრის” სპორტულმა დირექტორმა, მარსელო სალაზარმა, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა: ,,უფლებამოსილი არ ვარ, ან ,,კი” ვთქვა ან ,,არა”’. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები წლის ბოლომდე. შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ყოველთვის მაგალითი იყო. და როგორც პორტუგალიის მოქალაქე, მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი,” – სალაზარის სიტყვებს Record-ი ციტირებს. […]
ალ ნასრმა კრიშტიანუ რონალდუს სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა
კრიშტიანუ რონალდუ ,,ალ ნასრში” გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით არაბულმა კლუბმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნა. Marca-ს ინფორმაციით, რონალდუმ ,,ალ ნასრთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა. პორტუგალიელი ახალ გუნდთან 2.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, 2030 წლამდე კი კლუბის ელჩი იქნება. როგორც CBS Sports-ი წერს, კრიშტიანუს ანაზღაურება ,,ალ ნასრში” კვირაში 1 მილიონ დოლარს აღემატება.