ალ ნასრში გატარებულ პირველ სეზონში რონალდუმ ტიტულის მოგება ვერ შეძლო
საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 29-ე ტურში, ,,ალ ნასრმა”, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, ,,ალ-იტიფაქთან” სტუმრად ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. ,,ალ ნასრის” უშუალო კონკურენტმა, ,,ალ-იტიჰადმა” კი ,,ალ-ფეიჰა” 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა (ბოლო ტურის წინ ,,ალ-იტიჰადს” 69 ქულა დაუგროვდა, ,,ალ ნასრს” კი 64 ქულა აქვს). შედეგად, არაბული გუნდის პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დარჩა, […]
ალ ნასრში კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი გადაიდო
ხუთშაბათს “ალ ნასრი” “ალ ტაეს” დაუპირისპირდება, სადაც კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი უნდა შემდგარიყო. პორტუგალიელი ვარსკვლავის სანახავად 28,000 ბილეთი უკვე შეიძინა გულშემატკივარმა, თუმცა, 37 წლის ფორვარდი ხვალინდელ შეხვედრაში არ ითამაშებს. გასულ სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ პატარა ბიჭუნას ხელით შეეხო, რამაც მისი ტელეფონი დააზიანა. ამის გამო პორტუგალიელმა, ჯარიმის სახით 50,000 ფუნტი და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია […]
ალეგრი: “კრიშტიანუ სხვა დონეზეა”
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “იუვენტუსი” სტუმრად “აიაქსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმიანო ალეგრიმ ამსტერდამელებთან დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. “კრიშტიანუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სხვა დონეზეა. მისი მოძრაობები ყველასგან განსხვავებულია. საოცარია, თუ როგორ იჭერს რონალდუ განსაკუთრებულ მომენტებს,” – თქვა ალეგრიმ.
ალეგრიმ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა
დიდია იმის ალბათობა, რომ UEFA-მ კრიშტიანუ რონალდუ “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ გაკეთებული ჟესტის გამო, დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ცნობილია, რომ UEFA-ს დისციპლინალური საბჭო აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 21 მარტს მიიღებს. მანამდე კი “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან რონალდუს შესახებ ისაუბრა. “გამარჯვებას მოედანზე და მის გარეთ ყველა ისე აღნიშნავდა, როგორც უნდოდა. რონალდუს საქციელში ცუდი და უჩვეული ვერაფერი დავინახე. […]
ალესანდრო ბასტონი: “როგორ გავაჩეროთ კრიშტიანუ? ნეტავ ეს ვიცოდე”
მილანის “ინტერის” მცველმა ალესანდრო ბასტონიმ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს შეჩერების გზებზე ისაუბრა. “იუვენტუსი” მრავალი წლის განმავლობაში იმარჯვებდა იტალიის ჩემპიონატში. ჩვენი გზა “სკუდეტოს” დაპყრობისკენ დაიწყო შარშან, კონტეს მოსვლის შემდეგ. გვინდა გავიზარდოთ. შევეცდებით “იუვენტუსი” რთულ მდგომარეობაში ჩავაგდოთ. ბევრს ვთამაშობთ და ცხრილს არ ვუყურებთ. “იუვენტუსი” არის სკუდეტოს ფავორიტი? რა თქმა უნდა. დიახ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გუნდი […]
ალექს მორგანის პასუხი – მესი თუ რონალდუ?
ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქალმა ფეხბურთელმა ალექს მორგანმა ერთმანეთს მესის და რონალდუ შეადარა. “ტოტენჰემის” ახალწვეულს ESPN-თან ინტერვიუში შეკითხვა დაუსვეს, თუ რომელ მათგანი მიაჩნდა მას საუკეთესო მოთამაშედ. “უნდა ვთქვა მესი. ლეო გაცილებით უკეთესია. არგენტინელი უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ნებისმიერი ფეხბურთელი, ვინც მინახავს. ის საყურებლად ძალიან საინტერესო მოთამაშეა.
ალვარო მორატა: “ამის შესახებ ჩემს შვილებს მოვუყვები”
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ თავისი თანაგუნდელის და სუპერვარსკვლავი კოლეგის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საკუთარი მოსაზრება გაამჟღავნა. “კრიშტიანუსთან თამაში ადვილია. მას დიდი ხანია ვიცნობ. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც რიგითი ადამიანი გოლის გატანას ვერ ახერხებს, ის სიტუაციას მშვენივრად აანალიზებს. პარმასთან მატჩში მას საგოლე პასი მივაწოდე, რომლის დანახვა და გაგება მხოლოდ კრიშტიანუს შეეძლო. მე მესმის მისი მოძრაობები და ის, […]
ამად დიალო – მომავალი კრიშტიანუ რონალდუ?!
ლა ლიგის ჩემპიონის 2 ტიტული და ტრიუმფით დასრულებული 4 ჩემპიონთა ლიგა 35-წლის რონალდუ “იუვენტუსის” რიგებში განაგრძობს ტიტულების მოპოვებასა და რეკორდების დამხობას კარიერის განმავლობაში დიალომ რონალდუს მიერ მოპოვებული ტიტულების ნახევარიც რომ მოიპოვოს ის “მანჩესტერ იუნაიტედის” დიდებულ ტრანსფერად ჩაითვლება “ატალანტას” აღზრდილი ამად დიალო “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია – დიალომ “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ამად დიალოს ტრანსფერთან […]
ამხანაგურ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა
საუდის არაბეთში რონალდუს დებიუტი შედგა. “მეფე ფაჰდის სტადიონზე” “ალ-ჰილალისა” და “ალ-ნასრის” საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი “პსჟ-ს” დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, ჯამში მაყურებელმა 9 გოლი იხილა. საბოლოო ანგარიში 4:5 დაფიქსირდა და გამარჯვებულები პარიზელები გამოვიდნენ. შეხვედრა ლიონელ მესის გოლით გაიხსნა, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუმ მალევე უპასუხა. შემდეგი მარკინიოსის გოლი იყო, რომლითაც “პსჟ” წინ გავიდა, თუმცა, კრიშტიანუმ პირველივე […]
ანდრეა ანიელი: “რონალდუ ჩვენთან რჩება”
ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტის ანდრეა ანიელის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ შემდეგ სეზონშიც მის კლუბში ითამაშებს. “ის ჩვენთან რჩება. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კრიშტიანუ შემდეგ სეზონშიც “იუვენტუსში” ითამაშებს. ის ამ გუნდის დასაყრდენია”, – თქვა იტალიური კლუბის მმართველმა. პორტუგალიელს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დასრულებულ სეზონში, 35 წლის თავდამსხმელმა 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 7 საგოლე […]
ანდრეა პირლო: “საჩქაროდ თავდამსხმელი მჭირდება”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო ამბობს, რომ მის გუნდს რაც შეიძლება მალე თავდამსხმელის დამატება სჭირდება. “ვცდილობ სხვადასხვა ვარიანტის დანერგვას, პირველ ნახევარს 4 მცველით ვთამაშობთ, შემდეგ სამზე გადავდივართ. გუნდში უნდა იყოს ენთუზიაზმი, ბიჭები ეჩვევიან ახალი ტიპის საქმეს და თავს კარგად გრძნობენ. ახლა ყველაზე მეტად თავდამსხმელი მჭირდება, თანაც რაც შეიძლება მალე, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ხანგრძლივია და […]
ანელკა: ,,ლოგიკურია, რომ მესიმ და რონალდუმ მოუკლეს, ასე ემართება ყველას, ვისაც თამაშის გაგრძელება დიდ ხანს სურს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკოლა ანელკამ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესიზე ისაუბრა: ,,ვფიქრობ, ორივენი კმაყოფილნი არიან იმით, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მიაღწიეს. მესისგან უფრო მიკვირს, ვიდრე რონალდუსგან. მეგონა, რომ ლეო საფრანგეთის ჩემპიონატში გაიბრწყინებდა, კრიშტიანუს კი პრობლემები ექნებოდა, რადგან პრემიერლიგას უფრო რთულ ჩემპიონატად მივიჩნევ. არამგონია, მსოფლიო ფეხბურთში ასეთი დომინანტი მოთამაშეები ისევ იყვნენ. ისინი 15 […]