მას მერე, რაც ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა, კრიშტიანუ რონალდუმ ოჯახთან ერთად მშობლიურ მადეირაზე, თვითიზოლაციაში დარჩენა გადაწყვიტა. ინფორმაციას “ბებერი ქალბატონის” პრესსამსახურშიც ადასტურებენ. “კრიშტიანუ რონალდუს დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, ის პორტუგალიაში რჩება და მოვლენების განვითარებას ელოდება”,-წერია იტალიის მოქმედი ჩემპიონის განცხადებაში. 5 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი სამშობლოში ბოლო დღეებში უკვე მეორედ, 9 მარტს […]