,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, განაცხადა, რომ პარიზულ გუნდში თამაშს კრიშტიანუ რონალდუც ისურვებდა: ,,კრიშტიანუს, ალბათ, თავის მოკვლა უნდა იმისთვის, რომ აქ არ არის. ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობის დონე უნიკალურია. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, დიდ მოთამაშეებს კი საუკეთესოებთან ერთად ყოფნა სურთ. რა თქმა უნდა, რონალდუ ,,პსჟ-ში” თამაშს ისურვებდა, მაგრამ გუნდმა მესი გაიფორმა, საბედნიეროდ, ასე […]