დღე, როდესაც რონალდუმ ბენზემას პენალტის დარტყმის უფლება მისცა
23 აპრილს ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში “ბარსელონამ” “ხეტაფეს” უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 3-გოლიანი სხვაობით, ანგარიშით – 5:2 იმარჯვეს. შეხვედრის მიწურულს, კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე სტუმართა კარში 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ტრადიციულად ლეო მესის უნდა შეესრულებინა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ანტუან გრიზმანს არასახარბიელო პერიოდი აქვს, არგენტინელმა ლეგენდამ დიდსულოვნება გამოიჩინა და პენალტის რეალიზების […]
დღის ფოტო: რონალდუ აიაქსთან მარცხის შემდეგ
ამსტერდამის “აიაქსთან” ანგარიშით 1:2 მარცხი კრიშტიანუ რონალდუსთვის განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა – მის კარიერაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. პორტუგალიელმა ანგარიში ეფექტური თავური დარტყმით გახსნა და ჩემპიონთა ლიგაზე 126-ე გოლი შეაგდო, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ევრა რონალდუსთან მიმოწერას ასაჯაროვებს
რამდენიმე წუთის წინ, ევრამ სოციალურ ქსელ “instagram”-ზე საინტერესო და სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსი” – “ატლეტიკოს” მატჩამდე 5 დღით ადრე ევრას ეუბნება, რომ “იუვენტუსი” აუცილებლად გავიდოდა. View this post on Instagram Behind the scenes… these are messages between me and @cristiano 5 days before the massive comeback!!! This just […]
ევრამ ყოფილი თანაგუნდელებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა
ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ ყოფილი თანაგუნდელებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 38 წლის მარცხენა მცველი სხვადასხვა დროს “იუვენტუსის”, “მარსელის”, “ვესტ ჰემისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურს ირგებდა. “წითელი ეშმაკების” რიგებში მან 379 მატჩი ჩაატარა. ყოფილი ფრანგი ფეხბურთელის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ვან დერ საარი, დანი ალვეში, ჯორჯო კიელინი, რიო ფერდიდანდი, პატრის ევრა, პოლ სქოულზი, ანდრეა […]
ევრო 2020: ყველაფერი, რაც პორტუგალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1914 წლის 31 მარტს ფიფას წევრი: 1923 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან ფიფას რეიტინგი: 5 უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 3 (2010 წლის მაისიდან ივნისამდე, 2012 წლის ოქტომბერი, 2014 წლის აპრილიდან ივნისამდე, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 42 (1998 წლის აგვისტო) საშინაო არენა: ესტადიო ნასიონალი (ლისაბონი, პორტუგალია) […]
ევროპის საუკეთესო ბომბარდირები, შიდა ჩემპიონატებში, 2002/2003 წლების სეზონების შემდეგ
ბუნებრივია, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ამ სიაში წლებია დომინირებენ. მესიმ მის ყველაზე შედეგიან სეზონში 68 თამაშში 81 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კი მისი საუკეთესო შედეგი 2014/2015 წლებში დააფიქსირა, როდესაც 66-ჯერ აიღო მეტოქის კარი. საინტერესოა, ამ ორი გენიოსის გარდა, ვინ იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც 2002/2003 წლების სეზონების შემდეგ, ევროპის მასშტაბით, ბომბარდირები გახდნენ. 2002/03: რუდ […]
ეკვადორელმა გულშემატკივარმა თავზე რონალდუს პორტრეტი გამოისახა (ვიდეო)
Instagram-ის პოპულარული სპორტული გვერდი 433 საინტერესო ვიდეოს ავრცელებს. ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ეკვადორელმა ქომაგმა გადაწყვიტა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის პორტრეტი საკუთარ სხეულზე გამოესახა და ორიგინალურ ხერხს მიმართა. სტილისტის დახმარებით, მან 5 ოქროს ბურთის მფლობელის სახე თავის უკანა მხარეს გამოსახა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს 24 საათში ხუთ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. View this post on […]
ელ კლასიკოს წინ, რონალდუმ რეალს წარმატებები უსურვა
,,ალ ნასრის” თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში ყოფილი გუნდის, მადრიდის ,,რეალის” მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შეხვდა. ,,რეალს კვირას, ფინალურ მატჩში, წარმატებებს ვუსურვებ! ასეთი დიდი ისტორიის მქონე გუნდიდან ყოფილი თანაგუნდელებისა და მეგობრების ნახვა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა,” – თქვა კრიშტიანუმ ვიდეომიმართვაში. ხვალ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს მადრიდის ,,რეალი” და კატალონიის ,,ბარსელონა” შეხვდებიან. მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში იმართება.
ელმა რონალდუ: “შენ მაინც საუკეთესი ხარ”
გუშინ ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. იტალიელებმა ორი მატჩის ჯამში, “ლიონთან” 2:2 ითამაშეს. გუშინდელ შეხვედრაში კი რონალდუმ დუბლი გაიფორმა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ამასთან დაკავშირებით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დამ, ელმა რონალდუმ, საკუთარი ძმა გაამხნევა. -“საყვარელო ძმაო, შენ ყველა სხვა მოთამაშეზე კარგად ითამაშე. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ თამაშობ შენ, მაგრამ რეალობა სამწუხაროა, მარტო შენ ყველაფერს […]
ემანუელ პეტი: „მესის დასასრული ახლოვდება ის რონალდუსავით ძლიერი არ არის“
„არსენალის“, „ბარსელონას“, „ჩელსის“ და საფრანგეთის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი ემანუელ პეტი ამბობს, რომ ლიონელ მესი პრემიერლიგაში ისეთივე წარმატებული ვერ იქნებოდა, როგორიც „ბარსელონაშია“. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი საამისოდ კრიშტიანუ რონალდუ უნდა იყოს. „გულწრფელი რომ ვიყო, მესი პრემიერლიგის ტემპს ალღოს ვერ აუღებდა. მას ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლა და ხისტი თამაში არ გამოსდის. ესპანეთში ის ამისგან […]
ენდრიკი მისი კუმირის ნაკვალევს მიჰყვება
16 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის შესაძენად გაჩაღებულ ბრძოლაში მადრიდის “რეალმა” გაიმარჯვა. “პარი სენ-ჟერმენი”, “ბარსელონა”, “რეალი” და ევროპული ფეხბურთის რამდენიმე ფლაგმანი უნიჭიერესი ბრაზილიელის გადასაბირებლად იბრძოდა, თუმცა გამარჯვება “სამეფო კლუბს” დარჩა. “რეალი” თავდამსხმელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს გადაიხდის. ენდრიკი ,,რეალში” 2024 წლის ივლისიდან ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული. როგორც ჩანს, ენდრიკის გადაწყვეტილებაზე გავლენა კრიშტიანუ რონალდუმ […]