“ოთხ ჩემპიონთა ლიგას მსოფლიო თასშიც არ გავცვლიდი” – ბენზემამ გულშემატკივრებს უპასუხა
მადრიდის “რეალის” ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ YouTube- ის საკუთარ არხზე ვიდეო განათავსა, სადაც გამომწერების საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. გამომწერი: “გსურთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასის გაცვლა ერთ მსოფლიო თასზე?” ბენზემა: “არა!” გამომწერი: “საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც გითამაშია?” ბენზემა: “ეს რთული კითხვაა, რადგან მე ვთამაშობდი ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც კრიშტიანუ, კაკა, რაული, ახლა კი რამოსი არიან და მხოლოდ ერთს ვერ გამოვარჩევ. […]
მესი თუ რონალდუ – ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გამოკითხვაში?
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად არაერთი ცხარე დებატი გაიმართა. გულშემატკივართა და სპორტსმენთა აზრი ორადაა გაყოფილი. საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ლეო მესი იმსახურებს – მეორე ნაწილის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვარსკვლავების მიერ დაფიქსირებული პოზიციები შეაჯამა და საკმაოდ საინტერესო შედეგი მიიღო. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის […]
რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” არ დაბრუნდება
ყველაფერი, რაც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ეხება, მუდმივად საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 35 წლის მოთამაშე “წითელ ეშმაკებს” დაუკავშირეს და მისი ინგლისში დაბრუნება ივარაუდეს. რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 6 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, ხოლო 2009-10 წლის სეზონში კი ესპანეთში “მადრიდის რეალში” გადაბარგდა. პორტუგალიელმა “წითელ ეშმაკებთან” ერთად, გარდა სხვა ბევრი ტიტულისა, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო 2007-08 წლის […]
მესი, რონალდუ და სხვები: ყველაზე ძვირადღირებული 30 წელზე მეტი ასაკის ფეხბურთელები
ლიონელ მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და დიდი ალბათობით, მშობლიურ კლუბს დატოვებს. “ბარსელონას” კაპიტნის დამატების მთავარი პრეტენდენტები “მანჩესტერ სიტი” და “პსჟ” არიან. კონტრაქტის ამოწურვის პირასაა მისი მეგობარი და თანამემამულე სერხიო აგუეროც, რომელიც შესაძლოა, ზაფხულში, “ქალაქელებს” დაემშვიდობოს. იქამდე, ვიდრე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდება, შეგვიძლია გადავხედოთ იმ გამოცდილ ვარსკვლავთა სიას, რომლებიც უკვე 30 წლის ასაკს გადასცდნენ და […]
კრიშტიანუ კვლავ რეალში?! – ამ ფაქტს ზიდანი ეხმაურება
ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში “რეალის” წარმომადგენლებთან, კლუბში დაბრუნების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “ლოს ბლანკოსის” თავკაცს, ზინედინ ზიდანს კითხვები პრესკონფერენციაზე დაუსვეს: ალბათ იცით, თუ რამდენს ნიშნავს კრიშტიანუ “რეალისათვის”. რაც მან ამ კლუბში გააკეთა, წარმოუდგენელ დაფასებას იმსახურებს. თუმცა, ახლა ის “იუვენტუსის” ფეხბურთელია და იქ კარგ სეზონს ატარებს. ჭორების შესახებ […]
კრიშტიანუ რონალდუმ ჯარიმა საშინლად შეასრულა (ვიდეო)
პერესი: “რონალდუ იდიოტია, მოურინიო კი არანორმალური”
ესპანეთში ფლორენტინო პერესის ჩანაწერების გავრცელება გრძელდება: კასილასისა და რაულის “უდიდეს თაღლითებად” მოხსენიების შემდეგ, ამჯერად პერესის სამიზნეში კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მოურინიო მოხვდნენ. აუდიო ფაილებს კვლავ El Confidencial-ი ავრცელებს, რომლის წინააღმდეგაც, ფლორენტინო პერესი სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ჩანაწერი, სადაც “რეალის” პრეზიდენტი პორტუგალიელების შესახებ საუბრობს, 2012 წლის ოქტომბერშია გაკეთებული. “რონალდუ გიჟია, ნამდვილი იდიოტი, ავადმყოფი. ზოგს […]
კრიშტიანუ რონალდუს მზარეული პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დიეტას ასაჯაროვებს
კრიშტიანუ რონალდუს 3-წლიანი იტალიური კარიერის განმავლობაში მთავარ მზარეულად ჯორჯო ბარონე ჰყავდა, რომელიც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მკაცრი დიეტის დეტალებს ასაჯაროვებს. “ძვირადღირებული საკვები არ არსებობს. კრიშტიანუს ყოველდღიურ მენიუში ჯანსაღი საკვებია! ზოგადად მე ორგანულ და ბუნებრივ საკვებს – თევზს, ქათამს, ხბოს ხორცს, კვერცხს, ავოკადოს, ქოქოსის ზეთსა და შავ ბრინჯს ვიყენებ” “საკუთარ სხეულს ისე უნდა გაუფრთხილდეთ, თითქოს ფერარი გყავთ და […]
ლევანდოვსკი | ვამაყობ, რომ რონალდუსა და მესის ეპოქაში ფავორიტთა შორის ვარ
9 ოქტომბერს, სან მარინოს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე პოლონელმა ვარსკვლავმა ოქროს ბურთის შესახებ დასმულს კითხვებს უპასუხა. მიუნხენის “ბაიერნისა” და პოლონეთის საფეხბურტო ნაკრების ვარსკვლავი – რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში საინტერესო კომენტარს აქვეყნებს. ლევანდოვსკი ხმის მიმცემ პირებს მიმართავს, რომ მხარი საუკეთესო კანდიდატს დაუჭირონ. 33 წლის ლევანდოვსკი, 2020 წელს ოქროს ბურთის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ […]
საჯარიმოების შემსრულებლები – ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე
ბრიტანული გამოცემა – SPORTbible თანამედროვე ფეხბურთელებს შორის (ხაზგასმულია, რომ არ იგულისხმება ზიკო, მარადონა, კუმანი და სხვა ძველი თაობის ვარსკვლავები) საჯარიმოების საუკეთესო შემსრულებლად, როგორც წესი, ჟუნინიო პერნამბუკანოს ასახელებს, რომლის ანგარიშზე კარიერაში ჯარიმიდან გატანილი 75 გოლია. ვებგვერდმა ,,მეჯარიმეების” რეიტინგი კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ამჯერად მოთამაშეები ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე გადაანაწილა. ყველა დროის საუკეთესო – ჟუნინიო მსოფლიო […]
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალან შირერმა, ,,ტოტენჰემთან” მატჩში კრიშტიანუ რონალდუს თამაშზე ისაუბრა: ,,ტოტენჰემთან მანჩესტერ იუნაიტედის მოგების ერთადერთი მიზეზი რონალდუს ქმედებებია. მისი ჰეთთრიკი გადამწყვეტი იყო, ეს დაუჯერებელია. მაგრამ, ეს ახალი არაა, ბოლო რამდენიმე წელია ასეა. მის ანგარიშზე უკვე 59 ჰეთთრიკია, რაც გასაოცარია. პირველი გოლი დაიერის სინდისზეა, რადგან ასეთი დონის მოწინააღმდეგეს ამდენი დრო არ უნდა მისცე, […]
რონალდუმ იუნაიტედის ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება სთხოვა
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, ინგლისური გუნდიდან წასვლა სურს. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, კლუბიდან გაშვების თხოვნით უკვე მიმართა. როგორც Times-ი წერს, კრიშტიანუს სურვილი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. რონალდუს “იუნაიტედიდან” შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია ადრეც გავრცელდა, რის მიზეზადაც დასახელდა, რომ პორტუგალიელი სატრანსფერო ბაზარზე “მანჩესტერის” პასიურობით […]