კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალურ მიღწევებსა და მის სამაგალითო შრომისმოყვარეობაზე არაერთი სტატიაა დაწერილი, ამით ვერც გაგაკვირვებთ. ერთ დროს ნიჭიერ, ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ფეხბურთელისგან, საფეხბურთო სამყარომ გოლეადორი და არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტულის მფლობელი მიიღო. რონალდუს დამსახურებით, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი არაერთი ფიასკოს შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონმა მას “ნამდვილი ღამის კოშმარიც” უწოდა. რონალდუს საოცარი შედეგიანობის ფონზე, ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც რონალდუმ […]