კლოპის ორიგინალური პასუხი – მესი თუ რონალდუ?
ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ – ვინ არის საუკეთესო? პლანეტის ორი სუპერვარსკვლავი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ევროპულ ფეხბურთში დომინირებს. არგენტინელ და პორტუგალიელ ვარსკვლავებს შორის საუკეთესოს გამოსავლენად, ცხარე დებატები იმართება. უკანასკნელ ათწლეულში ორივე მათგანმა საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე უამრავ წარმატებას მიაღწია და არაერთ ტიტულს დაეუფლა. მათ შორის საუკეთესოს დასახელება საკმაოდ რთულია, თუმცა “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ჩვეულ სტილს […]
ანდრეა ანიელი: “რონალდუ ჩვენთან რჩება”
ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტის ანდრეა ანიელის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ შემდეგ სეზონშიც მის კლუბში ითამაშებს. “ის ჩვენთან რჩება. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კრიშტიანუ შემდეგ სეზონშიც “იუვენტუსში” ითამაშებს. ის ამ გუნდის დასაყრდენია”, – თქვა იტალიური კლუბის მმართველმა. პორტუგალიელს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დასრულებულ სეზონში, 35 წლის თავდამსხმელმა 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 7 საგოლე […]
ვარსკვლავები, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ
სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან. Instagram-ზე განთავსებული პოსტებით კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი Instagram-ზე განთავრებულ ერთ პოსტში $889.000 გამოიმუშავებს. მეორე და მესამე ადგილს ასევე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იკავებენ. ნეიმარი $704.000 გამოიმუშავებს, ლეო მესი კი Instagram-ზე განთავსებულ ერთ პოსტში $695.000 იღებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენთა ათეულში – 8 ფეხბურთელი, […]
რონალდო Vs. მესი ან იუვენტუსი Vs. ბარსელონა
თანამედროვე ფეხბურთის ორი ტიტანი – ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, მინდორზე ერთმანეთის პირისპირ კვლავ წარსდგებიან. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსს” უმასპინძლებს. ცხადია, აღნიშნული დაპირისპირება ტურინშიც შედგა, თუმცა იმ შემთხვევაში კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით ინფიცირების გამო შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა. “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება ჯგუფში პირველი ადგილის ბედს […]
ალვარო მორატა: “ამის შესახებ ჩემს შვილებს მოვუყვები”
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ თავისი თანაგუნდელის და სუპერვარსკვლავი კოლეგის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საკუთარი მოსაზრება გაამჟღავნა. “კრიშტიანუსთან თამაში ადვილია. მას დიდი ხანია ვიცნობ. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც რიგითი ადამიანი გოლის გატანას ვერ ახერხებს, ის სიტუაციას მშვენივრად აანალიზებს. პარმასთან მატჩში მას საგოლე პასი მივაწოდე, რომლის დანახვა და გაგება მხოლოდ კრიშტიანუს შეეძლო. მე მესმის მისი მოძრაობები და ის, […]
პეპეს ცინიკური რეაქცია მსაჯის გადაწყვეტილებაზე (ვიდეო)
რეკორდები, რომლებიც შესაძლოა რონალდუმ ევრო 2020-ზე დაამყაროს
11 ივნისიდან ფეხბურთის მოყვარულებისთვის ერთთვიანი ზეიმი იწყება – ევრო 2020, სადაც ევროპის 24 უძლიერესი საფეხბურთო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. კრიშტიანუ რონალდუ ევრო 2020-ზე იქნება ფეხბურთელი, რომელსაც არაერთი რეკორდის დამყარება შეეძლება. გთავაზობთ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომელშიც ლეგენდარულ პორტუგალიელს საკუთარი სახელის და გვარის ოქროს ასოებით მიწერის შანსი ექნება. მოთამაშეები, რომელთაც უთამაშიათ ევროპის ჩემპიონატის 4 ტურნირზე პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იმ […]
რონალდუ ევრო 2020-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
ევროპის ჩემპიონატი დასრულდა – ფინალურ მატჩში იტალიამ უემბლიზე ინგლისის დამარცხება პენალტების სერიაში მოახერხა. ახლა უკვე ოფიციალურად – კრიშტიანუ რონალდუ ევრო 2020-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 36 წლის ფეხბურთელმა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია მერვედფინალში ბელგიასთან გამოვარდა, 5 გოლის გატანა მოახერხა. იგივე რაოდენობის გოლები ჰქონდა პატრიკ შიკსაც, თუმცა, რონალდუ გერმანიასთან შესრულებული საგოლე გადაცემის წყალობით, ტურნირის ოქროს ბუცის მფლობელი […]
აგბონლაჰორი: ,,რონალდუ პრემიერლიგის მცველების 75%-ზე სწრაფია და ბომბარდირთა შორის აუცილებლად იქნება”
,,ასტონ ვილას” ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ აგბონლაჰორმა, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,რამდენიმე ექსპერტის აზრით, რონალდუ ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო, მაგრამ მას ეს არ სჭირდება, რადგან ახლა სხვა პოზიციაზე თამაშობს – ცენტრალურ თავდამსხმელად და არა – ვინგერად. მოდით, ნუ მოვიტყუებით, კრიშტიანუ პრემიერლიგის მცველების 75%-ზე სწრაფი იქნება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ჭკვიანურად მოძრაობს ის, მეტოქეს […]
ნურმაგომედოვი – თუ დავლევ ყველას დაგანგრევთ
“მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. “წითელი ეშმაკების” გულშემატკივართა ურიცხვ არმიაში უსეინ ბოლტი და ხაბიბ ნურმაგომედოვიც ირიცხებიან. კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შემდეგ კი პრემიერ ლიგის გრანდის ფანების არმია გაორმაგდა. ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრას, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” დაუპირისპირდა, განსაკუთრებული სტუმრები ესწრებოდნენ. “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ პუბლიკასთან ერთად, მატჩს უსეინ ბოლტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, […]