ევრო 2020: ყველაფერი, რაც პორტუგალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1914 წლის 31 მარტს ფიფას წევრი: 1923 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან ფიფას რეიტინგი: 5 უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 3 (2010 წლის მაისიდან ივნისამდე, 2012 წლის ოქტომბერი, 2014 წლის აპრილიდან ივნისამდე, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 42 (1998 წლის აგვისტო) საშინაო არენა: ესტადიო ნასიონალი (ლისაბონი, პორტუგალია) […]
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის ,,იუვენტუსის” ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს, შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა ჰკითხეს – ესაუბრა თუ არა კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთთან მატჩის შემდეგ: ,,ჩვენ მატჩის შემდეგ არ გვისაუბრია, შეხვედრამდე კი მცირე დიალოგი გვქონდა. მან მითხრა, რომ საფრანგეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რადგან ,,იუვენტუსის” გასახდელში ჩვენს ნაკრებზე ხშირად საუბრობენ. თუმცა, ისიც მითხრა, რომ პორტუგალიასთან ფრთხილად უნდა […]
რონალდუმ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს
AS.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული გრანდი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერითაა დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს “იუვენტუსთან” კიდევ 1 წელი აკავშირებს, პარიზელები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულს რონალდუს ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ. იტალიური და ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, ტურინულ გრანდში კვლავ დაბრუნებული მასიმილიანო ალეგრი რონალდუს გაშვების წინააღმდეგი არაა. რონალდუ “ბიანკონერის” რიგებში წელიწადში €31 მილიონს იღებს, […]
“მადლობა ყველას” – რონალდუს ვრცელი განცხადება სეზონის დასრულების შემდეგ
კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსში” ჩატარებული არც თუ ისე წარმატებული სეზონის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა. 36 წლის პორტუგალიელმა თავის იტალიურ კარიერაზე ისაუბრა. გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა კრიშტიანუს ეს სიტყვები გამოსამშვიდობებელ წერილადაც აღიქვა. “ტოპ ფეხბურთელების ცხოვრება და კარიერა შედგება კარგი მომენტებითა და ჩავარდნებით. წლიდან წლამდე, ჩვენ ვეთამაშებით ფანტასტიკურ გუნდებს, დიდებული ფეხბურთელებითა და ამბიციური მიზნებით. შესაბამისად, გვიწევს, […]
ვიერი: ,,იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა და გუნდს რონალდუ დატოვებს”
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კრისტიან ვიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ,,იუვენტუსი” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, კრიშტიანუ რონალდუ ტურინულ გუნდს დატოვებს: ,,ვფიქრობ, ინტერი იუვენტუსს მოუგებს და ტურინელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. ჩემპიონთა ლიგის გარეშე კი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს დატოვებს და მას ბევრი გაჰყვება. იუვენტუსს სერიოზული ფინანსური პრობლემები ელის. ეს დიდი […]
რონალდუს დედა: “ჩემი შვილი მომდევნო წელს სპორტინგში ითამაშებს”
ბრიტანული ESPN სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს: როგორც ირკვევა, კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ზაფხულში მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს. კრიშტიანუს “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ირკვევა, მას ტურინიდან წასვლა სურს. “ბებერი სინიორა” 36 ტურის შემდეგ, სერია ა-ში მე-5 ადგილს იკავებს და დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშოს. მეტიც, რონალდუს დედის, დოლორეს ავეიროს განცხადებით, იგი აუცილებლად […]
Forbes | გასული წლის ტოპ-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
გავლენიანი ჟურნალი Forbes-ი 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეულს აქვეყნებს. Forbes-ის რეიტინგში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წარმომადგენელები და სხვადასხვა სპორტის გამორჩეული სახეები მოხვდნენ. არავისთვის გასაკვირი არაა, რომ Forbes-ის რეიტინგში კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი და ნეიმარი მოხვდნენ – თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა პირველობა კონორ მაკგრეგორს დაუთმეს. UFC-ის ირლანდიელმა ლეგენდამ, გასულ წელს 180 მილიონი […]
მესი რონალდუ მეივეზერი | მაკგრეგორი მილიარდერთა კლუბს უერთდება
ვისკის მწარმოებელ კომპანიაში (Proper No. Twelve) გაყიდული გარკვეული წილის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი მილიარდერ სპორტსმენთა კლუბს მიუახლოვდა. UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, გასულ წელს სპორტული და ბიზნეს აქტივობების შედეგად $48 მილიონის გამომუშავება შეძლო. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კონორ მაკგრეგორმა უდიდესი გარიგება დადო, რომლის შედეგადაც $600 მილიონი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელი ლეგენდა ვისკის მწარმოებელ კომპანიაში […]
დღე, როდესაც რონალდუმ ბენზემას პენალტის დარტყმის უფლება მისცა
23 აპრილს ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში “ბარსელონამ” “ხეტაფეს” უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 3-გოლიანი სხვაობით, ანგარიშით – 5:2 იმარჯვეს. შეხვედრის მიწურულს, კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე სტუმართა კარში 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ტრადიციულად ლეო მესის უნდა შეესრულებინა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ანტუან გრიზმანს არასახარბიელო პერიოდი აქვს, არგენტინელმა ლეგენდამ დიდსულოვნება გამოიჩინა და პენალტის რეალიზების […]
პირლო რონალდუს კრიტიკას გამოეხმაურა
სერია ა-ს 32-ე ტურის შეხვედრაში, “იუვენტუსი” “პარმას” დაუპირისპირდა. ტურინში გამართლი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. შეხვედრის 25-ე წუთზე, გასტონ ბრუგმანმა ბუფონის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო. გულშემატკივრების დიდი ნაწილი გაშვებულ გოლში კრიშტიანუ რონალდუს ადანაშაულებს. ფანები მიიჩნევენ, რომ ცოცხალ კედელში მდგარმა რონალდუმ ბურთს თავი აარიდა. Did Cristiano Ronaldo duck […]
არც მესი, არც რონალდუ – პეპე რეინამ ურთულესი მეტოქე დაასახელა
“ლაციოს” მეკარემ, პეპე რეინამ შეადარა ლიგები, რომელშიც მას უთამაშია და ასევე დაასახელა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომლის წინააღმდეგაც თამაში განსაკუთრებულად უჭირდა. “ინგლისის პრემიერ ლიგაში დაცვას ნაკლები ყურადღება ექცევა და სერია A-ში მატჩის ტემპი დაბალია და მეტი პაუზაა. ინგლისსა და გერმანიაში საკმაოდ განსხვავებულად თამაშობენ, ვიდრე იტალიაში – იქ თამაში გაცილებით სწრაფად მიდის. ჩემთვის ყველაზე საშიში მეტოქე დიდიე […]
ერლინგ ჰოლანდმა 7 მოქმედი თავდამსხმელი დაასახელა, რომელსაც თავისზე უკეთესად მიიჩნევს
მსოფლიო ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა ის 7 მოქმედი თავდამსხმელი დაასახელა, რომელსაც თავისზე უკეთესად მიიჩნევს. 20 წლის ტალანტმა, რომელმაც რეკორდი დაამყარა და ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ 14 მატჩში ყველაზე მეტი – 20 გოლის გატანა მოახერხა, ნორვეგიულ გამოცემა VG-სთან საუბრისას თანამედროვეობის საუკეთესო ფორვარდების შესახებ ისაუბრა. ნორვეგიელი ფეხბურთელის მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელების ნუსხა ასეთია: რობერტ ლევანდოვსკი – მიუნხენის “ბაიერნი”/პოლონეთი […]