კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ,,მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდა, პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პორტუგალიელის ხელფასი კვირაში 480 ათასი ფუნტი იქნება. ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორის მეორე ადგილს ,,ჩელსის” ახალწვეული, რომელუ ლუკაკუ (450 ათასი ფუნტი კვირაში) იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინია (385 ათასი ფუნტი კვირაში). […]