მესის ჩემპიონთა ლიგაზე 36 საგოლე გადაცემა მოუგროვდა
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ტურინის “იუვენტუსმა” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 0:2 დასრულდა. მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა ლიონელ მესიმ, რომელმაც ჯერ დემბელეს გაატანინა, შემდეგ კი, მატჩის მიწურულს, ტურინელთა კარი 11-მეტრიანი დარტყმით აიღო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ საგოლე გადაცემების რაოდენობით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა: მესის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 36 ასისტი მოუგროვდა. პირველ ადგილს კი, 40 საგოლე […]
რომელი ფეხბურთელი უფრო პოპულარულია – ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ?
როდესაც საუბარია ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე საფეხბურთო სამყაროს აზრი ორად იყოფა, რომელი უფროა ჯანსაღი აზრი ამის შესახებ თითოეულ ინდივიდს განსხვავებული აზრი აქვს. არგენტინელი და პორტუგალიელი თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში ორი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. გთავაზობთ სოციალური ქსელების მიხედვით მათი პოპულარულობის მაჩვენებლებს: Facebook ლიონელ მესი – 90 მილიონი მოწონება კრიშტიანუ რონალდუ – 123 მილიონი მოწონება Instagram ლიონელ მესი – 168 […]
6 მატჩი კამპ ნოუზე მარცხის გარეშე – ზიდანმა რეკორდი დაამყარა
ზინედინ ზიდანი პირველი მწვრთნელია მადრიდის “რეალის” ისტორიაში, რომელიც კამპ ნოუზე ჩატარებული 6 მატჩში არცერთხელ არ დამარცხებულა. “რეალი” “ელ კლასიკოს” საკმაოდ ცუდ ფორმაში შეხვდა: მადრიდული გრანდი საკუთარ მოედანზე ჯერ “კადისმა”, შემდეგ კი “შახტარმა” დაამარცხა. შესაბამისად, შექმნილი იყო მოლოდინი, რომ საკუთარ მოედანზე მოთამაშე “ბარსელონას” ეძლეოდა შანსი, ზინედინ ზიდანის მიერ გაწვრთნილი “რეალი” საკუთარ მოედანზე პირველად დაემარცხებინა. თუმცა, ცოტა […]
ლეო მესიმ რონალდუსთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა
“ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში პრინციპულ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუსთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “ჩვენი მეტოქეობა განსაკუთრებული დუელი იყო, არის და ასეც იქნება. ეს დაპირისპირება მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება და გარკვეული დონის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება ადვილი არ არის. ჩვენი გუნდებიც ძალიან მომთხოვნი იყვნენ: “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი”, რომელშიც მან ითამაშა, მსოფლიოს ორი უძლიერესი კლუბია. […]
რეალის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული ჩემპიონთა ლიგაზე
1992 წლის შემდეგ, “ბლანკოსის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე არაერთმა სახელოვანმა ვარსკვლავმა იასპარეზა. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე “სამეფო კლუბის” ღირსება ისეთმა სახელოვანმა ვარსკვლავებმა დაიცვეს, როგორიცაა: ზინედინ ზიდანი, რაული, რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა და სხვა. გთავაზობთ “რეალის” ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ჩემპიონთა ლიგაზე. 1. მეკარე: იკერ კასილასი “რეალის” ყველა დროის საუკეთესო მეკარე. “სამეფო კლუბის” მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე […]
იუვენტუსი Vs. ბარსელონა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე!
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, “იუვენტუსი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გასამართ მატჩს სრულიად საფეხბურთო სამყარო უდიდესი ინტერესით ელის. “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩს დამატებით ინტრიგას პლანეტის ორი სუპერვარსკვლავის – კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დაპირისპირების მოლოდინი სძენდა, თუმცა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “ბლაუგრანას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. Marca-ს […]
ეკვადორელმა გულშემატკივარმა თავზე რონალდუს პორტრეტი გამოისახა (ვიდეო)
Instagram-ის პოპულარული სპორტული გვერდი 433 საინტერესო ვიდეოს ავრცელებს. ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ეკვადორელმა ქომაგმა გადაწყვიტა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის პორტრეტი საკუთარ სხეულზე გამოესახა და ორიგინალურ ხერხს მიმართა. სტილისტის დახმარებით, მან 5 ოქროს ბურთის მფლობელის სახე თავის უკანა მხარეს გამოსახა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს 24 საათში ხუთ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. View this post on […]
რა დაემართა ფეხბურთელს, რომელსაც რონალდუ მასზე უკეთესად თვლიდა
2003 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო კომენტარი გააკეთა. იმ დროისათვის ამომავალი პორტუგალიელი ვარსკვლავი ფაბიო პაიმს მასზე უკეთეს ფეხბურთელად თვლიდა. “თვლით რომ კარგი ფეხბურთელი ვარ? თქვენ უბრალოდ დააკვირდით ფაბიო პაიმს”, – აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ. 16 წლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია – ფაბიო პაიმი კი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. […]
კრიშტიანუსა და იტალიის სპორტის მინისტრის დაპირისპირება
კრიშტიანუ რონალდუ იტალიის სპორტის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა მას შემდეგ, რაც ტურნიში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიისა და საფრანგეთის დაპირისპირების შემდეგ პორტუგალიელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კრიშტიანუს თვითიზოლაცია და ერთა ლიგაზე შვედეთან გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწია, თუმცა სამშობლოში დიდხანს არ გაჩერებულა, მან პორტუგალია დატოვა და კარანტინის გასავლელად იტალიაში ჩავიდა. რონალდუს საქციელით უკმაყოფილო დარჩა იტალიის სპორტის […]
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
პორტუგალიელ სუპერვასკვლავს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში არაერთი რთული მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია. რონალდუმ იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა წინააღდეგაც უთამაშია, ყველაზე რთულ მეტოქედ ინგლისელი მცველი ეშლი კოული დაასახელა. სანამ პორტუგალიელი 2009 წელს “მადრიდის რეალს” შეურთდებოდა, მან “მანჩესტერ იუნაიტედში” ექვსი სეზონი გაატარა და ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულთან ერთად ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ […]
მისაბაძი ადამიანი და კუმირი – საფეხბურთო ვარსკვლავები კრიშტიანუ რონალდუს შესახებ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს არაერთი ცნობილი მოთამაშე აღმერთებს. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კარიერის განმავლობაში 5 ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის ლა ლიგის, იტალიის სერია ა-ს და ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულები მოიპოვა. იგი ასევე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია და ამ ჩემპიონობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მიუძღვის, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ტრავმის გამო პირველ […]
კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავს კორონავირუსი დაუდასტურდა. Bleacher Report-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, რის შემდეგაც კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების შეკრება დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. შეგახსენებთ, UEFA-ს ერთა ლიგის A-დივიზიონის მე-3 ჯგუფის შეხვედრაში, პორტუგალია შვედეთს უმასპინძლებს. 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, პორტუგალია შვედეთს კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დაუპირისპირდება.