ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები და მწვრთნელები
მიმდინარე სეზონში არც ერთ ფეხბურთელსა და მწვრთნელს არ მიუღიათ იმდენი თანხა, რამდენიც ლეო მესიმ და დიეგო სიმეონემ გამოიმუშავეს. France Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში ლეო მესიმ ხელფასის, ბონუსებისა და სარეკლამო შემოსავლების სახით 131 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. არგენტინელი სუპერვარსკვლავი 2013 წლიდან ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელად ითვლება. მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება, რომელმაც მიმდინარე სეზონში 118 […]
პრემიერ ლიგის 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნების მიხედვით
პრემიერ ლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ჩემპიონატია. აქ თავმოყრილია უამრავი ლეგიონერი, რომლებმაც ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს. ცნობილმა გამოცემა “Givemesport-მა” დაასახელა სხვადასხვა ეროვნების 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებსაც პრემიერ ლიგაში უთამაშიათ. არგენტინა 1) სერხიო აგუერო 2) კარლოს ტევესი 3) პაბლო საბალეტა 4) ხავიერ მასკერანო 5) გაბრიელ ჰაინცე ბელგია 1) ედენ აზარი 2) კევინ დე ბრუინი […]
დანი ალვეში: რონალდუ ყველაზე რთული მეტოქე იყო
კატალონიის “ბარსელონას” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე სწორედ კრიშტიანუ იყო. – “რონალდუს ჩემს წინააღმდეგ რაიმე განსაკუთრებული არასდროს გაუკეთებია, რადგან მე ყოველთვის 100 პროცენტით ფოკუსირებული ვიყავი. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე კრიშტიანუ იყო. რონალდუ განეკუთვნება იმ მოთამაშეების კატეგორიას, რომლის წინააღმდეგ სათამაშოდ ყოველთვის 100 პროცენტით […]
“ოთხ ჩემპიონთა ლიგას მსოფლიო თასშიც არ გავცვლიდი” – ბენზემამ გულშემატკივრებს უპასუხა
მადრიდის “რეალის” ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ YouTube- ის საკუთარ არხზე ვიდეო განათავსა, სადაც გამომწერების საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. გამომწერი: “გსურთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასის გაცვლა ერთ მსოფლიო თასზე?” ბენზემა: “არა!” გამომწერი: “საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც გითამაშია?” ბენზემა: “ეს რთული კითხვაა, რადგან მე ვთამაშობდი ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც კრიშტიანუ, კაკა, რაული, ახლა კი რამოსი არიან და მხოლოდ ერთს ვერ გამოვარჩევ. […]
მესი თუ რონალდუ – ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გამოკითხვაში?
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად არაერთი ცხარე დებატი გაიმართა. გულშემატკივართა და სპორტსმენთა აზრი ორადაა გაყოფილი. საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ლეო მესი იმსახურებს – მეორე ნაწილის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვარსკვლავების მიერ დაფიქსირებული პოზიციები შეაჯამა და საკმაოდ საინტერესო შედეგი მიიღო. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის […]
რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” არ დაბრუნდება
ყველაფერი, რაც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ეხება, მუდმივად საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 35 წლის მოთამაშე “წითელ ეშმაკებს” დაუკავშირეს და მისი ინგლისში დაბრუნება ივარაუდეს. რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 6 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, ხოლო 2009-10 წლის სეზონში კი ესპანეთში “მადრიდის რეალში” გადაბარგდა. პორტუგალიელმა “წითელ ეშმაკებთან” ერთად, გარდა სხვა ბევრი ტიტულისა, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო 2007-08 წლის […]
პელეს შემდეგ ბიკანიც – კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორიის რეკორდი გაიმეორა
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლო” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი მე-15 გოლით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოფიციალურ შეხვედრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, იოზეფ ბიკანის რეკორდი გაიმეორა. საქმე […]
კრიშტიანუ რონალდუს გოლი კროტონესთან (ვიდეო)
პირლო რონალდუს კრიტიკას გამოეხმაურა
სერია ა-ს 32-ე ტურის შეხვედრაში, “იუვენტუსი” “პარმას” დაუპირისპირდა. ტურინში გამართლი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. შეხვედრის 25-ე წუთზე, გასტონ ბრუგმანმა ბუფონის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო. გულშემატკივრების დიდი ნაწილი გაშვებულ გოლში კრიშტიანუ რონალდუს ადანაშაულებს. ფანები მიიჩნევენ, რომ ცოცხალ კედელში მდგარმა რონალდუმ ბურთს თავი აარიდა. Did Cristiano Ronaldo duck […]
როგორები იქნებოდნენ ევრო 2020-ის ვარსკვლავები 1970-იან წლებში?
სოციალურ ქსელში პოპულარული საფეხბურთო გვერდი The Football Community-ი სახალისო ფოტო-კოლაჟს აქვეყნებს, რომელშიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ვარსკვლავები 1970-იანი წლების ფეხბურთელების გარეგნობისთვის მახასიათებელი ნიშან-თვისებებით არიან წარმოდგენილნი. აქ კილიან მბაპეს, კრიშტიანუ რონალდუს, ედენ აზარის, ლუკა მოდრიჩისა და სხვათა ფოტოებს შეხვდებით, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: კილიან მბაპე – საფრანგეთი კრიშტიანუ რონალდუ – პორტუგალია ლუკა მოდრიჩი – ხორვატია ფილ ფოდენი – ინგლისი ფრენკი […]
მოურინიო რონალდუს იუნაიტედში დაბრუნებას გამოეხმაურა
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,თუ ,,იუვენტუსიც” ბედნიერია, რონალდუც და ,,მანჩესტერ იუნაიტედიც”, მაშინ ეს იდეალური გარიგებაა. ვფიქრობ, კრიშტიანუზე საუბარი ზედმეტია. ზედმეტია საუბარი იმაზე, ვინც თამაშობს, იგებს, გოლებს იტანს და 20 წელია ისტორიას ქმნის,” – განაცხადა მოურინიომ. ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” რონალდუს ტრანსფერი პარასკევს, 27 აგვისტოს, დაადასტურა. კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” […]
ზლატანი, რონალდუ, სუარესი – ურუგვაელი შემტევის ფენომენალური შედეგი
ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, “ხეტაფე” “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. “ხეტაფეს” კარში გატანილი ორივე გოლის ავტორად ლუის სუარესი მოგვევლინა, რომელმაც ფენომენალური შედეგი დააფიქსირა და რონალდუსა და იბრაჰიმოვიჩს შეუერთდა. ურუგვაელმა შემტევმა “ხეტაფეს” კარში პირველი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა. აღნიშნული გოლის გატანის შედეგად, ლუის სუარესმა კარიერის უმნიშვნელოვანეს ნიშნულს მიაღწია. მსგავსი მიღწევა დღემდე […]