რონალდუ პორტუგალიას დაეხმარება – კრიშტიანუმ დაბრუნება დააანონსა
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დააანონსა, რომ ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე -2 ტურის შეხვედრაში შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. “მზად ხვალინდელი დღისთვის” – დაწერა ტურინის “იუვენტუსის” გოლეადორმა Instagram-ში და თან ნაკრების ვარჯიშზე გადაღებული ფოტოები დაურთო. Preparados para amanhã!🇵🇹💪🏼 pic.twitter.com/9iQQmJbXdc — Cristiano Ronaldo (@Cristiano) September 7, 2020 5 ოქროს ბურთის […]
კრიშტიანუ რონალდუს პირბადის არგაკეთების გამო შენიშვნა მისცეს (ვიდეო)
ინფექცია – კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს
კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, ერთა ლიგის ახალი სეზონის საწყისი შეხვედრები გამოტოვოს. პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა ეროვნული გუნდის დახმარება შესაძლოა იმის გამო ვერ შეძლოს, რომ მარჯვენა ფეხში ინფექცია შეეჭრა. ევროპის მოქმედი ჩემპიონები 5 და 9 სექტემბერს ორ შეხვედრას გამართავენ და შესაბამისად, ხორვატიის და შვედეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. პორტუგალიელთა კაპიტანმა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ეროვნული გუნდის მაისურით 164 […]
არტური: “ოცნება ამიხდა, რონალდუსთან ერთად ვითამაშებ”
“იუვენტუსის” ახალწვეულმა არტურ მელომ ტურინულ ბანაკში გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. “მე მქონია შესანიშნავ ფეხბურთელებთან თამაშის პრივილეგია, რონალდუსთან თამაში კი ოცნების ასრულებაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მენეჯერებს, ფაბიო პარატიჩის და ყველას, ვინც კლუბში მიმიღო. ჯერჯერობით დეტალურად არ მისაუბრია მწვრთნელთან, თუმცა ვიცი, რომ მან უნიკალური ფეხბურთი ითამაშა, რომელიც განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისგან. ჩემთვის დიდი […]
ერთადერთი გუნდი, რომლისთვისაც მესისა და რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუტანიათ
მესისა და რონალდუს ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 242 გოლია. UEFA-ს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე არც ისე ბევრი ისეთი გუნდია, რომელთა კარშიც არგენტინელ და პორტუგალიელ ლეგენდებს არ გაუტანიათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დღესაც რჩება ერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგ ლეომ და კრიშტიანუმ თავი ვერ გამოიჩინეს. ჯამში 6 ჩატარებული შეხვედრის მიუხედავად, პორტუგალიურ “ბენფიკას” არც ერთი მათგანისგან გოლი საკუთარ კარში […]
იუვენტუსმა ახალი სეზონისთვის ნარინჯისფერი ფორმა წარადგინა (ვიდეო)
ტურინის “იუვენტუსმა” 2020/21 წლების სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა. “ბებერი ქალბატონის” სარეზერვო ეკიპირება შემდეგ სეზონში ნარინჯისფერი იქნება და მისი ნაწილი შავ ფერში იქნება გადაწყვეტილი, რაც საღებავის ლაქებს წააგავს. “ზებრების” ტექნიკური სპონსორი კვლავინდებურად გერმანული კომპანია “ადიდასი” იქნება. “ბიანკონერის” Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ახალი მაისურებით პაულო დიბალა, კრიშტიანუ რონალდუ, მატეის დე ლიხტი, დუგლას კოშტა, ლეონარდო ბონუში […]
35 გუნდი – ლეო მესის უნიკალური მიღწევა
ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ამჯერად, არგენტინელი სუპერვარსკვლავის უნიკალური მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ მან უპრეტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 35 გუნდის კარის დალაშქვრა მოახერხა. ეს მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” კაპიტანმა, მერვედფინალის საპასუხუო მატჩში, “კამპ ნოუზე”, “ნაპოლის” გაუტანა. 6 ოქროს ბურთის მფლობელთან ყველაზე ახლოს კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც ბურთი 33 სხვადასხვა გუნდს შეუგდო.
ანდრეა ანიელი: “რონალდუ ჩვენთან რჩება”
ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტის ანდრეა ანიელის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ შემდეგ სეზონშიც მის კლუბში ითამაშებს. “ის ჩვენთან რჩება. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კრიშტიანუ შემდეგ სეზონშიც “იუვენტუსში” ითამაშებს. ის ამ გუნდის დასაყრდენია”, – თქვა იტალიური კლუბის მმართველმა. პორტუგალიელს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დასრულებულ სეზონში, 35 წლის თავდამსხმელმა 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 7 საგოლე […]
Sky Sport: იუვენტუსს ანდრეა პირლო ჩაიბარებს
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე დღეა დაიწყო, შესაძლოა ძალიან მალე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გრანდი ჩაიბაროს. მას მერე, რაც მაურიციო სარი ტურინის “იუვენტუსიდან” დაითხოვეს, იტალიურ მედიაში “ზებრების” ახალი თავკაცის შესახებ უკვე არაერთი ცნობა გავრცელდა. ყველაზე ხშირად, მაურიციო პოჩეტინოს სახელი ჟღერდება, თუმცა ბოლოს, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეა ანიელი და კლუბის სხვა მმართველები გუნდის […]
რონალდუ გოლებით მადრიდის ატლეტიკოს დაეწია
კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა “ლიონის” კარში დუბლის გაფორმება მოახერხა, თუმცა ეს ფრანგული კლუბის გათამაშებიდან გამოსათიშად საკმარისი არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, მადრიდის “ატლეტიკოს” შედეგის გამეორებას ეყო. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში, მსოფლიოს უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 130-ე გოლი გაიტანა და ამით ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი კიდევ უფრო […]
ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია. მერვედფინალის საპასუხო მატჩში, რომელიც “ეტიჰადზე” შედგა, ფრანგმა ფორვარდმა ტურნირზე კარიერაში 65-ე გოლის გატანა შეძლო, რის მერეც რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო. პოლონელი ფორვარდის მონაგარი 64 გოლია, თუმცა მისი გუნდი – ბენზემასგან განსხვავებით – მიმდინარე სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს. მათზე მაღლა მხოლოდ სამი ფეხბურთელია, […]
ელმა რონალდუ: “შენ მაინც საუკეთესი ხარ”
გუშინ ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. იტალიელებმა ორი მატჩის ჯამში, “ლიონთან” 2:2 ითამაშეს. გუშინდელ შეხვედრაში კი რონალდუმ დუბლი გაიფორმა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ამასთან დაკავშირებით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დამ, ელმა რონალდუმ, საკუთარი ძმა გაამხნევა. -“საყვარელო ძმაო, შენ ყველა სხვა მოთამაშეზე კარგად ითამაშე. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ თამაშობ შენ, მაგრამ რეალობა სამწუხაროა, მარტო შენ ყველაფერს […]