რონალდუ: “მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ”
კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის იბრძვიან. არაერთი გულშემატკივრის აზრით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია – თუმცა საკმაოდ ბევრი მიიჩნევს, რომ რონალდუა საუკეთესო. როგორც საკლუბო, ასევე ინდივიდუალურ დონეზე ორივე მათგანმა არაერთი ტიტული მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა. რონალდუმ და მესიმ 5-5-ჯერ შეძლეს ოქროს ბურთის მოპოვება. კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ იგი მესიზე […]
კრიშტიანუ რონალდუმ მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)
ფეხბურთელები რომლებსაც ერთ თამაშში ორი ჯარიმა აქვთ გატანილი (ვიდეო)
როდესაც “ბარსელონას” თამაშის დროს ჯარიმა ინიშნება, ბურთთან მხოლოდ არგენტინელი პატარა ბიჭი რჩება, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი აქვს ჯარიმის ნიშნულიდან გატანილი და ჯერ მხოლოდ ნოემბერია. გულშემატკივრებს შეუძლიათ ჰკითხონ “სელტას” მეკარეს თუ რა გრძნობაა, როდესაც მესი რამდენიმე წუთის ინტერვალში ორ ჯარიმას გიტანს. პირველი ჯარიმა მესიმ “სელტასთან” მატჩში ტაიმის მიწურულს გაიტანა, ხოლო მეორე კი ტაიმის დასაწყისში. […]
კრიშტიანუ რონალდუმ საშობაოდ ვარცხნილობა შეიცვალა (ფოტო)
კრიშტიანუ რონალდუმ საშობაოდ ვარცხნილობა შეიცვალა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა სტილისტს საკუთარი ხელმოწერით გაფორმებული ტურინის “იუვენტუსის” 7-ნომრიანი მაისურიც უსახსოვრა. 2019/10 წლების სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა “ბიანკონერის” მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. სანაკრებო წელიწადი მან 10 მატჩში გატანილი 14 გოლით დაასრულა. Nouvelle coupe pour Cristiano Ronaldo. ✂️ pic.twitter.com/qyMth8CNuq — Actu Foot (@ActuFoot_) December […]
ბაიერნის პრეზიდენტი: “რონალდუ ჩვენთვის ზედმეტად ასაკოვანია”
ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, რომელიც გასულ კვირას 35 წლის გახდა ფენომენალური ასპარეზობით განაგრძობს გულშემატკივრების აღფრთოვანებას. კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინვალე ფორმაშია და მიმდინარე სეზონში, “ბიანკონერის” მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 22 გოლის გატანა შეძლო. რონალდუს გასაოცარი სტატისტიკის მიუხედავად, “ბაიერნის” პრეზიდენტი, ჰერბერტ ჰაინერი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “რეკორდმაისტერს” არ შეესაბამება. “რა თქმა უნდა პრესა უამრავ ვარსკვლავს გვიკავშირებს – ეს […]
შვილმა მამას რონალდუს სტილში თმის შეჭრა სთხოვა
სამწუხაროდ დღესდღეობით ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. ფეხბურთის გულშემატკივრებმა აღარ იციან რითი გაერთონ ან რა გააკეთონ. კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთმა პატარა გულშემატკივარმა, საკუთარ მამას სთხოვა, რომ მისთვის თმები, რონალდუსავით შეეჭრა. ბავშმა ზუსტად არ დააკონკრეტა, რონალდუ თუ რონალდო (ბრაზილიელი), რადგან მამას კრიშტიანუს სურათი აჩვენა. მამამ შვილს კითხვა გაუმეორა – “ზუსტად რონალდოსნაირად?” ამის შემდეგ მამამ შვილს თმები შეჭრა. გთავაზობთ […]
5 ფეხბურთელი, რომელსაც რონალდუ ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდა
2015 წელს კრიშტიანუ რონალდუმ 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც ვარსკვლავობა უწინასწარმეტყველა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის რჩეულთა შორის თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები მოხვდნენ, რომლებმაც საკუთარი გუნდების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ნეიმარი (“პსჟ”) იმ დროისათვის ნეიმარი “ბარსელონას” რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ესპანეთის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ბრაზილიელი ვარსკვლავი “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა. ნეიმარის ტრანსფერი დღემდე რეკორდულად ითვლება – £198 […]
რონალდუ: “რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ შავებისთვის ბრძოლას არ ნიშნავს”
ტურინის “იუვენტუსის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოში არსებული რასიზმის პრობლემის შესახებ ისაუბრა. “რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს მხოლოდ შავებისთვის ბრძოლას, ეს ყველა კანის ფერის მქონე ადამიანისთვის ბრძოლაა. არავინ არ იბადება რასისტად, ასეთებად ყალიბდებიან და ჩვენ ბავშვებს ამის მაგალითს ვაძლევთ. ეს ჩვენი დიდი შეცდომაა და ამის წინააღმდეგ ყოველდღიურად, ხმაამაღლებულად უნდა ვიბრძოლოთ”, – თქვა 5 ოქროს ბურთის მომგებმა პორტუგალიელმა. […]
არტური: “ოცნება ამიხდა, რონალდუსთან ერთად ვითამაშებ”
“იუვენტუსის” ახალწვეულმა არტურ მელომ ტურინულ ბანაკში გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. “მე მქონია შესანიშნავ ფეხბურთელებთან თამაშის პრივილეგია, რონალდუსთან თამაში კი ოცნების ასრულებაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მენეჯერებს, ფაბიო პარატიჩის და ყველას, ვინც კლუბში მიმიღო. ჯერჯერობით დეტალურად არ მისაუბრია მწვრთნელთან, თუმცა ვიცი, რომ მან უნიკალური ფეხბურთი ითამაშა, რომელიც განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისგან. ჩემთვის დიდი […]
ეკვადორელმა გულშემატკივარმა თავზე რონალდუს პორტრეტი გამოისახა (ვიდეო)
Instagram-ის პოპულარული სპორტული გვერდი 433 საინტერესო ვიდეოს ავრცელებს. ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ეკვადორელმა ქომაგმა გადაწყვიტა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის პორტრეტი საკუთარ სხეულზე გამოესახა და ორიგინალურ ხერხს მიმართა. სტილისტის დახმარებით, მან 5 ოქროს ბურთის მფლობელის სახე თავის უკანა მხარეს გამოსახა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს 24 საათში ხუთ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. View this post on […]
FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის 3 ფეხბურთელი იბრძოლებს
FIFA-მ დაასახელა ის სამი ფეხბურთელი, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს. საბოლოო სამეულში, არც თუ ისე მოულოდნელად, კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი და ლეო მესი მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ყველაზე წარმატებული “ბაიერნის” პოლონელი ფორვარდი იყო. მან მიუნხენელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი ისე მოიგო, რომ ყველა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება […]