,,მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პორტუგალიელმა კარიერის უდიდესი ნაწილი 7-ნომრიანი მაისურით ჩაატარა, თუმცა ახლა ახალ გუნდში ამ ნომრით ედინსონ კავანი თამაშობს. პრემიერლიგის წესდების მიხედვით, ფეხბურთელს არჩეული ნომერი მთელი სეზონის განმავლობაში უნარჩუნდება, შესაბამისად, იმისათვის, რომ კრიშტიანუმ ,,შვიდიანი” მიიღოს, ურუგვაელმა გუნდი უნდა დატოვოს, რაც ნაკლებსავარაუდოა. მეორე ვარიანტი პრემიერლიგის მხრიდან გამონაკლისის დაშვებაა, თუმცა ასეთი რამ ჯერჯერობით […]