კრისტიან ძაკარდო: “მალე საქართველოდან კიდევ ერთ სახელს და გვარს გაიგებთ”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლაში მონაწილეობას იღებდა, კიდევ ერთი ქართველის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. tuttomercato-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, კვარას ტრანსფერის შემდეგ ვნახავთ თუ არა სხვა ქართველ ფეხბურთელს იტალიაში, 40 წლის იტალიელმა ასეთი პასუხი გასცა: “დიახ. ჩვენ 2003 წელს დაბადებული ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელი მოგვწონს. ჯერჯერობით […]
მამარდაშვილი ძაკარდოს ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე (ფოტო)
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი UEFA-მ წლის ყველაზე იმედისმომცემ 50 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის შეიყვანა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ფოტო გამოაქვეყნა მსოფლიო ჩემპიონმა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან ძაკარდომ. ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტზე 39 წლის იტალიელმა მამარდაშვილი მონიშნა. გეტყვით, რომ ძაკარდო იტალიურ საფეხბურთო სააგენტოებთან თანამშრომლობს, ეს კი 19 წლის მეკარის მომავალი კარიერისთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოდგეს. შეგახსენებთ, რომ […]
კრისტიან ძაკარდო: “შევცდი, როცა კვარაცხელიაზე 2-წლიანი პროგნოზი გავაკეთე”
“მილანისა” და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა, კრისტიან ძაკარდომ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი სატრანსფერო ფასი სეზონის ბოლოს 50 მილიონ ევროს გაუტოლდება. “შევცდი, როცა ვიწინასწარმეტყველე, რომ კვარაცხელია ორ წელიწადში 50 მილიონი ევრო ეღირებოდა. სამაგიეროდ, ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ ამისთვის ერთი წელი საკმარისი იქნება. ჯუნტოლისა და მიჩელის გუნდს […]