ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, რუსეთთან მოგების შემდეგ, კრისტიან ერიქსენზე საუბრისას, ემოციები ვერ დამალა: ,,თამაშის წინ ბევრი ვიტირე. კონცენტრაცია ძალიან რთული იყო. სხვა ფეხბურთელებიც შოკირებულები იყვნენ. ერიქსენთან დაკავშირებას ვაპირებ, წავიკითხე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმედი მაქვს, რომ მალე ბოლომდე გამოჯანმრთელდება. მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ, მაგრამ ახლა მხოლოდ კრისტიანზე ვფიქრობ,” – განაცხადა ლუკაკუმ. […]