ერიქსენმა იუნაიტედში ტრანსფერზე უარი თქვა
კრისტიან ერიქსენმა “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. ერიქსენს ლონდონიდან გადასვლა არ სურს – დანიელი ნახევარმცველი შემდეგ კლუბს ინგლისის დედაქალაქში ეძებს. შესაძლო ვარიანტებს შორისაა “ბრენტფორდი”, რომელთან კონტრაქტიც კრისტიანს 30 ივნისს ეწურება. გარდა ამისა, ერიქსენის დაბრუნება სურდა “ტოტენჰემსაც”, თუმცა ინტერესი ბოლო დღეებში შემცირებულია. რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, ერიქსენის უარის შემდეგ, “წითელი […]
ექიმების გადაწყვეტილება – ერიქსენს გულზე ოპერაცია ჩაუტარდება
დანიელი ექიმების გადაწყვეტილებით, კრისტიან ერიქსენს გულზე ოპერაცია ჩაუტარდება. აღნიშნულ ინფორმაციას დანიის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, 29 წლის ნახევარმცველს გულმკერდში იმპლანტირებულ კარდიოვერტერულ დეფიბრილატორს (ICD) ჩაუდგამენ. ეს მოწყობილობა გულის მუშაობის რიტმს არეგულირებს. “მას შემდეგ, რაც კრისტიანმა გულის სხვადასხვა გამოკვლევა ჩაიტარა, გადაწყდა, რომ მისთვის იმპლანტირებული კარდიოვერტერული დეფიბრილატორია საჭირო. ეს მოწყობილობა აუცილებელია გულის შეტევის შემდეგ, რიტმის დარღვევის […]
ინტერი ერიქსენს კონტრაქტს უწყვეტს – მისთვის ბრძოლაში აიაქსი ერთვება
ცნობილი იტალიური გამოცემა “La Gazzetta dello Sport”-ის ცნობით, “ინტერი” დანიელ ფეხბურთელ – კრისტიან ერიქსენთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს და ეს დიდი ალბათობით იანვარში მოხდება. როგორც ცნობილი ხდება, “ინტერი” მზად არის გაისაუბროს დანიელ ფეხბურთელთან და მოლაპარაკებები შედგეს კონტრაქტის ორმხრივ გაწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან მილანურმა კლუბმა ერიქსენის შემცვლელად თურქი – ჰაკან ჩალჰანოღლუ მიიყვანეს და დანიელი ფეხბურთელისთვის ზედმეტი ფულის ხდას […]
ინტერის აღმასრულებელი დირექტორი: “გვაქვს ოპტიმიზმი”
“ინტერის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟუზეპე მაროტამ დანიის ნაკრების სამედიცინო პერსონალთან კონტაქტის შემდეგ განაცხადა, რომ კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა დამაიმედებელია. როგორც მოგეხსენებათ, 29 წლის ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ფინეთთან მატჩის 43-ე წუთზე მოედანზე უგონოდ დაეცა. “გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი,” – თქვა მაროტამ Sky Sports-თან საუბარში. უახლესი ინფორმაციით, დანიელი ფეხბურთელი ჰოსპიტალიზირებულია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ინტერმა ტოტენჰემს ერიქსენის თაობაზე ოფიციალურად მიმართა
მილანის “ინტერი” შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიურად ზრუნავს. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას “ნერაძურის” განსაკუთრებით არ უაქტიურია, მაგრამ იანვრის ბოლომდე ორ დიდ შენაძენს გვპირდება. ანტონიო კონტეს სერია A-ში და ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშეებით სურს. ალექსის სანჩესის და რომელუ ლუკაკუს შემდეგ, იტალიელების პრიორიტეტი ოლივიე ჟირუ და კრისტიან ერიქსენია. დანიელი ნახევარმცველის თაობაზე “ინტერმა” “ტოტენჰემს” ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა, რაც […]
იუვენტუსი ერიქსენის უფასოდ გადაბირებას შეეცდება
ტურინის “იუვენტუსი” “ტოტენჰემის” ლიდერის, კრისტიან ერიქსენის დამატებას უფასოდ შეეცდება – უცხოურ მედიაში დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ესპანური AS-ის ჟურნალისტებოს თქმით, იტალიური კლუბი მზადაა, რომ კიდევ ერთი წლით მოიცადოს და დანიელი ნახევარმცველი 2020 წელს თავისუფალი აგენტის სახით გადაიბიროს. ერიქსენს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი სწორედ მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება. სტატიაში ნათქვამია, რომ “იუვენტუსი” ფეხბურთელთან იანვარში წინასწარ შეთანხმებას მიაღწევს. […]
იუნაიტედმა ერიქსენს კონტრაქტი შესთავაზა
“მანჩესტერ იუნაიტედმა” კრისტიან ერიქსენს კონტრაქტი შესთავაზა. დანიელი ნახევარმცველი მალე თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან, როგორც ცნობილია, “ბრენტფორდთან” მან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა. ფრენკი დე იონგი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ პრიორიტეტად რჩება. ერიქსენი მხოლოდ ერთ-ერთი ალტერნატივაა იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონას” ნახევარმცველის გადაბირებას ვერ მოახერხებს. თავად ფეხბურთელის სურვილია, რომ ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოახერხოს. ერიქსენმა გასულ სეზონში “ბრენტფორდის” […]
კასპერ შმეიხელის დედა: “ეს არაადამიანური იყო, თამაში არ უნდა განახლებულიყო”
დანიის ნაკრების მეკარის, კასპერ შმეიხელის დედამ, ბენტე შმეიხელმა კრისტიან ერიქსენის ინციდენტის დროს საკუთარი და ფეხბურთელების სხვა ნათესავების მდგომარეობა გაიხსენა და უეფა დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის თამაშის განახლების გამო გააკრიტიკა. “როდესაც ეს ეპიზოდი მოხდა, მე ლოჟაში ვიჯექი ფეხბურთელების სხვა ნათესავებთან ერთად. ყველანი შოკირებულები ვიყავით, სანამ სასიხარულო ცნობა მოვიდა, რომ ის სუნთქავდა. ვისხედით და ყველანი ერთ […]
კიტეიშვილის საოცარი თამაში ერიქსენის წინააღმდეგ (ვიდეო)
კრისტიან ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს
დანიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი – კრისტიან ერიქსენი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ინფორმაციას “Sky Sport”-ი და ცნობილი ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტები ასაჯაროვებენ. Manchester United are set to sign Christian Eriksen, here we go! Full verbal agreement in place, as first called by @David_Ornstein. 🚨🇩🇰 #MUFC Communication sent to both Man United and Brentford today morning. […]
კრისტიან ერიქსენი პოლიციამ გააფრთხილა
დანიელი ფეხბურთელი “ინტერს” მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და მას საშინლად არ გაუმართლა. იტალიაში კორონავირუსმა ცხოვრების რიტმი მთლიანად შეცვალა და ახლად გადმოსული ფეხბურთელისთვის ამ ყველაფერთან შეგუება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ერიქსენისთვის სიტუაცია კიდევ უფრო იმან დაამძიმა, რომ დანიელმა კორონავირუსამდე სახლის ყიდვა ვერ მოასწრო და საკარანტინო პერიოდი “ნერაძურის” სავარჯიშო კომპლექსში გამოყოფილ ოთახში გაატარა, რაც ნამდვილად არასასიამოვნო გახლდათ. ბუნებრივია, […]
კრისტიან ერიქსენი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, რომლის ინციდენტმაც 2021 წლის ივნისში მთელი მსოფლიო შეძრა, პროფესიონალურ ფეხბურთს ნელ-ნელა უბრუნდება და შესაძლოა იგი კვლავ ინგლისის პრემიერ ლიგაში აღმოჩნდეს. ცოტა ხნის წინ, 29 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ევრო 2020-ის დროს მომხდარი მძიმე ფაქტის შესახებ ღიად ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად გულის გაჩერებისა, ახლა იგი თავს კარგად გრძნობს და მზადაა მოედანზე მალე დაბრუნდეს. […]