ბაიერნი გნაბრის შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს
იმ შემთხვევაში თუ სერჟ გნაბრი ,,ბაიერნს” დატოვებს, მიუნხენური გუნდი ,,ლაიფციგის” ნახევარმცველის, კრისტოფერ ნკუნკუს ან ,,აიაქსის” შემტევის, ანტონის გადაბირებას შეეცდება. Sport1-ის ცნობით, ,,რეკორდმაისტერში” იმედი აქვთ, რომ გნაბრისთან, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს, კონტრაქტს გაახანგრძლივებენ, თუმცა გუნდში უკვე მის შემცვლელზეც მუშაობენ. გერმანელის ტრანსფერით მადრიდის ,,რეალი” და ,,ლივერპული” ინტერესდებიან. მიმდინარე სეზონში ნკუნკუს ანგარიშზე ,,ლაიფციგის” მაისურით ჩატარებულ 49 […]
ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ნკუნკუ დასახელდა
ბუნდესლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ,,ლაიფციგის” შემტევი, კრისტოფერ ნკუნკუ დაასახელეს. ინფორმაციას ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ფრანგმა ფეხბურთელმა ,,ლაიფციგის” მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა (ყველა ტურნირზე 51 მატჩში 34 გოლი და 20 ასისტი). ნკუნკუ გატანილი გოლების რაოდენობით რობერტ ლევანდოვსკის, პატრიკ შიკს, ერლინგ ჰოლანდსა და ანტონი მოდესტეს ჩამორჩა. მისმა […]
გატანილი გოლის ყველაზე უჩვეულო აღნიშვნა | VIDEO
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯფუგური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, “შახტარისა” და “ლაიპციგის” დაპირისპირება შედგა. მატჩი უდიდესი ინტრიგით იყო განმსჭვალული, თუმცა, “ლაიპციგმა” ინტრიგა ნაადრევადვე მოკლა, “შახტარს” 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. უკრაინული კლუბის კარში გატანილი პირველი გოლის ავტორად კრისტოფერ ნკუნკუ მოგვევლინა, რომელმაც “შახტარის” კარი მე-10 წუთზე აიღო. ნკუნკუმ გოლი ყველაზე უჩვეულოდ […]
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?! – TOP 20 კანდიდატი
2021/2022 წლების სეზონიდან მოყოლებული, ოქროს ბურთის ჯილდო, ფეხბურთელებს გადაეცემათ სტანდარტული ევროპული სეზონის მიხედვით და არა კალენდარული წლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ფეხბურთელები ოქროს ბურთს მიიღებენ საკუთარი ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის მიხედვით. ოქროს ბურთის დაჯილდოვება 2022 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. “Goal”-მა, დაასახელა მიმდინარე სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები იქნებიან. […]
კამავინგამ ნკუნკუ დააზიანა | 25 წლის ფორვარდი მუნდიალს გამოტოვებს VIDEO
საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, მუნდიალს გამოტოვებს. ახალგაზრდა ფორვარდს დაზიანება მისმა თანაგუნდელმა ედუარდ კამავინგამ მიაყენა, რომელიც ნკუნკუსთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 25 წლის ფეხბურთელმა “ლაიფციგის” რიგებში კარგი სეზონი ჩაატარა. ფრანგმა ბუნდესლიგის 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა. კრისტოფერის დებიუტი ნაკრებში ამ წლის დასაწყისში შედგა, მას “ლე ბლეში” სულ რვა მატჩი აქვს ჩატარებული. დიდიე დეშამს […]
კრისტოფერ ნკუნკუ ოფიციალურად ჩელსის ფეხბურთელია
25 წლის ფრანგმა შემტევმა კრისტოფერ ნკუნკუმ “ჩელსისთან” 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ჩელსიში” გადასვლით უზომოდ ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები ახალ მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან შეხვედრას. მსურს “ჩელსის” გულშემატკივრებს ვაჩვენო, მოედანზე რისი გაკეთება შემიძლია.” – განაცხადა ნკუნკუმ. ნკუნკუმ პროფესიონალური ასპარეზი “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში დაიწყო, სადაც 78 მატჩი ჩაატარა. ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის სტატუსი კრისტოფერმა გერმანიაში თამაშისას მოიპოვა. 2021/2022 წლების […]
ლაიფციგი ნკუნკუს სანაცვლოდ იუნაიტედისგან 75 მილიონს ითხოვს
“ლაიფციგი” ზაფხულში კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერისთვის მზადაა – გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელის ღირებულებაც დაასახელა. როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სამიზნე შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე ნკუნკუ იქნება – Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ “წითელ ეშმაკებს” ფრანგი შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ნკუნკუს “ლაიფციგთან” ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში ეწურება. 24 წლის ფეხბურთელი საოცარ სეზონს ატარებს […]
ბრიტანულმა გამოცემამ Givemesport-მა სეზონის დასრულების წინ წლის საუკეთესო 11-ეული დაასახელა. მეკარე: ალისონი მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდიმ (ლივერპული) ჟოელ მატიპი, (ლივერპული) კალიდუ კულიბალი, (ნაპოლი) ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი) ნახევარმცველები: მოჰამედ სალაჰი, (ლივერპული), კრისტოფერ ნკუნკუ, (ლაიფციგი) თომას მიულერი, (ბაიერნი) თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, (რეალ მადრიდი) კილიან მბაპე, (პსჟ) რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) მიუხედავად არაერთი ლოგიკური არჩევანისა, ფეხბურთის გულშემატკივარი გამოცემის ზოგიერთმა […]