პრემიერ ლიგის მე-12 ტურში, “უოტფორდთან” განცდილი მარცხის (4:1) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურებმა ოლე გუნარ სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ნორვეგიელი სპეციალისტის შემცვლელის თაობაზე, სპეკულაციები არ ცხრებოდა. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების გვერდებზე ისეთი სახელოვანი მწვრთნელები აღმოჩნდნენ, როგორიცაა: ზინედინ ზიდანი, მაურისიო პოჩეტინო და სხვა. რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკი […]