კარლოს ტევესის და დიეგო მარადონას ბოლო, ემოციური შეხვედრა (ვიდეო)
არგენტინელი მეკარე ევროპული გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა
ევროპული ფეხბურთის გრანდები არგენტინელი მეკარით დაინტერესდნენ. მადრიდის “ატლეტიკოს”, “პსჟ-ს” და ტურინის “იუვენტუსს” “ბოკა ხუნიორსის” 28 წლის გოლკიპერის ესტებან ანდრადას დამატება სურთ. არგენტინის ნაკრების ახალწვეულს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 22 მილიონ ევროს შეადგენს. ანდრადა “ბოკაში” 2018 წლის ზაფხულში, “ლანუსიდან” გადავიდა და გუნდის მთავარი მეკარეც გახდა.
ნაპოლის სტადიონს შესაძლოა მარადონას სახელი მიენიჭოს
შესაძლოა, “ნაპოლის” სტადიონს დიეგო არმანდო მარადონას სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალებიდან მალევე, იტალიური კლუბის პრეზიდენტი აურელიანო დე ლაურენტისი ავრცელებს. “ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სტადიონის “სან პაოლოსთვის” დიეგო არმანდო მარადონას სახელის მინიჭების იდეა განვიხილოთ. ნეაპოლის მერმა, ლუიჯი დე მაგისტრისმა, მხარი დაუჭირა წინადადებას და დასძინა: “დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა, ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი. დიეგომ […]