ლაშა დვალმა უნგრეთის საუკეთესო კლუბი დატოვა
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლაშა დვალმა უნგრეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ფერენცვაროში” დატოვა. Live.ge-სთვის არსებული ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უნგრულმა გამომცემებმაც დაადასტურეს. 27 წლის ფეხბურთელმა “ფერენცვაროშში” სამწელიწადნახევარი გაატარა და 4-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი, ერთხელ კი თასის მოგება მოახერხა. 63 ჩატარებულ შეხვედრაში მან 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, თუმცა ბოლო სეზონში მას საკმარისი სათამაშო დრო […]
ქართული ფინალი პოლონეთის თასზე – ლეგიონერების მორიგი ტიტული
პოლონეთში, სადაც საკმაოდ ბევრი ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს, ქვეყნის თასის გათამაშების ფინალიც ქართული შეგდება და მასში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი დაუპირისპირდება. ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანმა” “გრუდზიაზი” – 3:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ვაკო გვილიასა და 19-წლამდე ნაკრების კაპიტნის, ლუკა გაგნიძის “რაკოვს” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ “ლეგიას” 1:0 აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. […]
ლაშა დვალი ფერენცვაროშის დატოვებას აპირებს
უნგრული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბიდან, “ფერენცვაროშიდან” წასვლას აპირებს. შესაძლოა, 26 წლის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის კაპიტნებს, ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას შეუერთდეს და ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ბრატისლავის “სლოვანში” ითამაშოს. csakfoci.hu წერს, რომ ლაშა დვალმა სათამაშო დროის არ ქონის გამო უკმაყოფილება კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა და იგი მიიჩნევს, რომ […]
რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ქართველების გუნდს ჩაიბარებს
რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სტანისლან ჩერჩესოვი ორი ქართველი ფეხბურთელის, ლაშა დვალის და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროშს” ჩაიბარებს. ვეტერანი რუსი მეკარე, რომელიც ბოლოს სამშობლოში, ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა და გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალშიც გაიყვანა, უნგრეთის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის თავკაცი ოფიციალურად გახდა და ამის შესახებ ინფორმაცია თავად უნგრულმა კლუბმა გამოაქვეყნა. 📣 Announcement: Stanislav Cherchesov is the new […]
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა კოსოვოს წინააღმდეგ ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა, მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა, “ჯვაროსნების” სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (კ), ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია – გიორგი წიტაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, […]
FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება. FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია. მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს. FIFA 22-ში ერთი ახალი […]
ევროპა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის ჯგუფები ცნობილია
დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ფინალურ ეტაპზე ევროპის 32 საუკეთესო გუნდი 8 ჯგუფში დაკომპლექტდა. შეგახსენებთ, რომ 2021/2022 წლების ევროპა ლიგის სეზონში, 3 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. B ჯგუფში, სადაც ავსტრიული “შტურმი” მოხვდა, გუნდის კაპიტანი – ოთარ კიტეიშვილია, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე 2 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება “ფერენცაროშს”, უნგრული კლუბი […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
კიდევ ერთი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – “ჯვაროსნები” რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის კიდევ ერთი დებიუტანტი და ეროვნული ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი – წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი, სერგო კუხიანიძე. ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა ნუსხაში არ არის “ანორთოსისის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია. საქართველოს […]
ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. ქართველმა ლეგიონერებმა ტიტული “ფერენცვაროშის” რიგებში მოიპოვეს, რომელმაც 30-ე ტურის შეხვედრაში გიორგი ბერიძის “უიპეშტს” სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ მოგებით “ფერეცვაროშმა” 69 ქულა დააგროვა და გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, უახლოეს მდევარ “პუშკაშის აკადემიას” 14 ქულით გაასწრო, შესაბამისად მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა და ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ, […]
“საქართველომ რეალობაში დაგვაბრუნა, ესპანეთთან აღებული ქულა ნაგავში გადავაგდეთ” – როგორ ეხმაურება ბერძნული მედია ჯვაროსნებთან შეხვედრას
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას, რომელიც სალონიკში გაიმართა და ტუმბა არენაზე, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების ფრით დასრულდა, ბერძნული პრესა მწვავე კრიტიკით ეხმაურება. ბერძნული გამოცემა sport-fm.gr-ი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრაში 3 ქულის ვერ მოპოვებით, მათი ქვეყნის ნაკრებმა ყატარში გასამართი მუნდიალის საგზურის მოპოვების შანის თითქმის დაკარგა, საქართველოს ნაკრების მისამართით კი საქებარ სიტყვებს არ […]