ლაშა დვალმა ხელი მოიტეხა (ფოტო)
უნგრეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” შინ “უიპეტში” 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში ხელი მოიტეხა. როგორც გაირკვა, ლაშას ტრავმიდან 2 დღეში ოპერაციის გაკეთება მოუწია. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ “ფერენცვაროში” “უიპეშტის” დამარცხებით ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. სამწუხაროდ, ლაშა დვალისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.
ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. ქართველმა ლეგიონერებმა ტიტული “ფერენცვაროშის” რიგებში მოიპოვეს, რომელმაც 30-ე ტურის შეხვედრაში გიორგი ბერიძის “უიპეშტს” სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ მოგებით “ფერეცვაროშმა” 69 ქულა დააგროვა და გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, უახლოეს მდევარ “პუშკაშის აკადემიას” 14 ქულით გაასწრო, შესაბამისად მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა და ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ, […]
ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის სეზონი ზუსტი პენალტით დაიწყო (ვიდეო)
დიბალას დარტყმა და დვალის ავტოგოლი (ვიდეო)
ლაშა დვალმა “ვალეტას” გაუტანა (ვიდეო)
კიდევ ერთი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – “ჯვაროსნები” რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის კიდევ ერთი დებიუტანტი და ეროვნული ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი – წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი, სერგო კუხიანიძე. ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა ნუსხაში არ არის “ანორთოსისის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია. საქართველოს […]
დე იონგის ბრწყინვალე პასი და ანსუ ფატი უპირატესობას ორამდე ზრდის (ვიდეო)
მირჩა ლუჩესკუს ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება
კიევის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს, მირჩა ლუჩესკუს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს, რა მის განცხადებას უკავშირება, რომელიც რუმინელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში “ბარსელონასთან” (1: 2) წაგების შემდეგ გააკეთა. უკრაინელთა გამოცდილმა თავკაცმა მისი გუნდის კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა და თქვა, რომ ის რადიკალურად წინააღმდეგია VAR სისტემის, რომლის გარეშეც, მისი აზრით, ფეხბურთი ბევრად უფრო სანახაობრივი იყო. […]
ლაშა დვალი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. გამოვლინდა ყველა ის გუნდი, რომელიც 2019/20 წლების სეზონში ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნოა, რომ ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” შინ “სუდუვა” 4:2 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. ლიეტუვაში გამართული პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა, დღეს კი უნგრული კლუბი 2-ჯერ მარცხდებოდა. ქართველმა მცველმა “ფერენცვაროშის” შემადგენლობაში კვლავ უცვლელად ითამაშა.
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
ბარსელონას ულამაზესი კომბინაცია კოუტინიომ დააგვირგვინა (ვიდეო)
ლაშა დვალი: “გაუგებარია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური აქციები იმართება, სტადიონთან მისვლა კი იკრძალება”
ტელეკომპანია POS TV-ის გადაცემა “სპორტის” ეთერში საქართველოს ნაკრების და უნგრული “ფერენცვაროშის” ცენტრალურმა მცველმა ლაშა დვალმა ჩემპიონთა ლიგაში დებიუტის და ისტორიული სანაკრებო შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოსვლა იყო. ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა, მჯერა, […]