U20 რაგბის მსოფლიო თასის მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის გამართულ მატჩში, უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. პრინციპული და სანახაობრივი მატჩი, საქართველოს მარცხით 26:50 დასრულდა, თუმცა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ძლევამოსილ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რიგ ეპიზოდებში დაჩაგრეს. მარცხის მიუხედავად, საქართველომ ისტორიული საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მე-8 პოზიციაზე დაასრულა. კეიპტაუნში გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების […]