ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” ცენტრალურმა თავდამსხმელმა და თავისი გუნდის მეორე გოლის ავტორმა, ჩირო იმობილემ მატჩი შეაფასა. “პირველ ტაიმში უფრო ფრთხილად ვთამაშობდით. თურქეთი ძლიერი გუნდია და ბევრ გრანდს პრობლემები შეუქმნა. ჩვენ ვეცადეთ, რომ ბურთის ერთი ფლანგიდან მეორეზე გადატანით ისინი დაგვეღალა. სამწუხაროდ, ჩვენ რეგულარულად […]