“ევროპული ფეხბურთის ელიტაში თამაში შეუძლია” – უცხოური მედია საბა საზონოვს ვრცელ სტატიას უძღვნის
საქართველოს 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის შესახებ ინდონეზიურმა ვებ-გვერდმა idntimes.com-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და მისი კარიერის ევროპულ პერსპექტივას გაუსვა ხაზი. “საბა საზონოვი, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კედელი, რომელსაც შეუძლია ევროპის ელიტარულ ლიგაში გადასვლა” – ასე სათაურდება სტატია, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: “ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში მის უფროს თანაგუნდელებს, საბა საზონოვსაც სჭირდება ფართო საზოგადოების ყურადღება. მისი […]
“ვიცი ჩემი ძალები და მშვიდად ვარ” – ლეონარდო სპინაცოლა საუკეთესოდ დაასახელეს
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლეონარდო სპინაცოლა დასახელდა. “ემოციები ავტობუსში, სტადიონისკენ მომავალ გზაზე, ქუჩაში მყოფი ხალხის დანახვისას დაიწყო. ეს იყო შესანიშნავი თამაში. ჩვენ მოთმინებით ვითამაშეთ, ბურთი კარგად გავაკონტროლეთ და გადავიტანეთ ფლანგიდან ფლანგზე. შემდეგ, ტრიბუნაზე ჩემი შვილი დავინახე და ეს ძალიან ემოციური […]
“რუბინში დარჩენის შემთხვევაში, მოხარული ვიქნები” – ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ქართული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, საკუთარი კარიერული მომავლის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა შემდეგ სეზონშიც ყაზანის “რუბინის” მაისური მოირგოს. “ოთხშაბათს “სპარტაკის” წინააღმდეგ სათამაშოდ მივდივარ. მე კვლავ “რუბინის” ფეხბურთელი ვარ. არ ვიცი რა იქნება მომავალში. მე ასევე მიყვარს ყაზანი. თუ “რუბინში” დავრჩები, მოხარული ვიქნები”, – თქვა 20 წლის ქართველმა შემტევმა. ცოტა ხნით ადრე, […]
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული გამოცემა, L’ÉQUIPE-ი წერს. წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც “მეცის” წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა და იტალიური და ინგლისური კლუბების ინტერესის ობიექტია, ამჯერად ერთ-ერთი გერმანული კლუბის სასურველ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით, გერმანული კლუბის სახელი ცნობილი არ არის, თუმცა ბუნდესლიგიდან 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მართალია. ქართველი […]
“სილვა კაცი არ არის!” ლაციოს სპორტული დირექტორი განრისხებულია
დავიდ სილვა, რომელსაც მანჩესტერში უკვე ლეგენდარულ ფეხბურთელად მოიხსენიებენ, “ლაციოში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო: კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული იყო და ესპანელს უკვე რომში ელოდებოდნენ, თუმცა მოვლენები მოულოდნელად სხვანაირად განვითარდა და სილვა “რეალ სოსიედადის” ფეხბურთელი გახდა. Sky Sports Italia-ს ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ტვიტერზე ვკითხულობთ, რომ დავიდ სილვამ ესპანურ გუნდთან მოლაპარაკება ფარულად აწარმოა და უკეთესი შეთავაზების მიღებისას, რომაულ […]
17 წლის ფეხბურთელი, რომელიც 42-ის ეგონათ: სად არის ახლა მინალა?
პოპულარობის მოსახვეჭად ჯოზეფ მინალას მხოლოდ და მხოლოდ 1 ფოტო დასჭირდა. “ლაციოს” ფეხბურთელმა მოედანზე თავის გამოჩენა ვერ შეძლო თუმცა უკანასკნელი წლების ყველაზე გახმაურებული სკანდალის ავტორად იქცა. მათთვის ვინც არ იცის – 2014 წელს, 17 წლის ჯოზეფ მინალა “ლაციოს” ძირითადი გუნდის წევრი ხდებოდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ გადაღებულ ფოტოში იგი 42 წლის ვეტერანს უფრო ჰგავდა, ვიდრე […]
7 ბრაზილიელი ფეხბურთელი ევროპაში, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ
ცნობილმა გამოცემა “ბლიჩერმა” გამოაქვეყნა იმ 7 ბრაზილიელის სია, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ. 7. გაბრიელ მაგალაჰესი – 22 წლის, ცენტრალური მცველი – “ლილი” გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური მცველი გახლავთ. მისი ძლიერი ფეხი მარცხენაა, რაც თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ იშვიათია. ბევრ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაცვის ცენტრში მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი ჰყავდეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი […]
Sky Sport – პეპე რეინა ლაციოს ფეხბურთელია
Sky Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეპე რეინა “ლაციოს” ფეხბურთელი გახდა. ესპანელი მეკარე, კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მომდევნო სეზონში, რეინა “ლაციოს” ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა გადაიხადა რომაულმა კლუბმა, მაგრამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ადასტურებს. Pepe Reina has agreed a two-years contract with Lazio. He’s joining from […]
რომადან ლაციოში – პედრო პრინციპული მეტოქის ბანაკს შეუერთდა
ესპანელი შემტევი ნახევარმცველი, პედრო როდრიგესი კარიერას “რომადან” თანაქალაქურ “ლაციოში” გააგრძელებს. ესპანელმა ვინგერმა “ჯალოროსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “არწივებთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 34 წლის ფეხბურთელის მიერ “მგლების” დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიო იყო, რომელთანაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს დალაგებული ურთიერთობა არც ლონდონის “ჩელსიში” ჰქონია, პორტუგალიელის გუნდში მისვლის შემდეგ კი მხარეებმა ერთად თანამშრომლობის გაგრძელება არ განიზრახეს. […]
აინტრახტი 4:1 ლაციო (ვიდეო)
ევროპა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში, “აინტრახტმა” 9 ფეხბურთელის ამარა დარჩენილი “ლაციო” სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “კომერცბანკ არენაზე” გამართული მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა.
ამ შაბათ-კვირას ნამდვილად ვერ მოიწყენთ!
ჩვენი საიტი გთავაზობთ ამ უიქენდის გამორჩეულ შეხვედრებს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა არ უნდა გამოტოვონ. ტოტენჰემი : არსენალი (16:30 საათი, 2 მარტი) პრემიერლიგის 29-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ლონდონური დერბი იქნება, რომელიც “უემბლის” სტადიონზე შედგება. პრემიერლიგის მესამე ადგილოსანი “ტოტენჰემი” მეოთხეადგილოსან “არსენალს” დაუპირისპირდება. “ტოტენჰემს” 60 ქულა აქვს, ხოლო “არსენალს” 56. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია “არსენალისთვის”, რადგან თუ ხვალ […]
არც მესი, არც რონალდუ – პეპე რეინამ ურთულესი მეტოქე დაასახელა
“ლაციოს” მეკარემ, პეპე რეინამ შეადარა ლიგები, რომელშიც მას უთამაშია და ასევე დაასახელა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომლის წინააღმდეგაც თამაში განსაკუთრებულად უჭირდა. “ინგლისის პრემიერ ლიგაში დაცვას ნაკლები ყურადღება ექცევა და სერია A-ში მატჩის ტემპი დაბალია და მეტი პაუზაა. ინგლისსა და გერმანიაში საკმაოდ განსხვავებულად თამაშობენ, ვიდრე იტალიაში – იქ თამაში გაცილებით სწრაფად მიდის. ჩემთვის ყველაზე საშიში მეტოქე დიდიე […]