დი მარია: ,,მესიმ მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო”
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელი ბრაზილიასთან ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ,,ეს დაუვიწყარია. მესიმ მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო. მატჩ-რევანში იმ ფინალისთვის, რომელშიც არ მითამაშია. მადლობელი ვარ ოჯახისა და თითოეული ადამიანის, რომელიც მხარს გვიჭერდა და ასევე, ყველა იმ გიჟის, რომელიც ფინალზე დასასწრებად მოვიდა. […]
მას კარგი გემოვნება აქვს | სტეფ კარი მესის ტრანსფერს ეხმაურება
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა (NBA) და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” სუპერვარსკვლავი – სტეფ კარი, ლეო მესის ტრანსფერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას კარგი გემოვნება აქვს. “პარი სენ ჟერმენთან” გაფორმებული კონტრაქტის გაოფიციალურების შემდეგ, ლეო მესიმ 30-ნომრიანი მაისური მოირგო. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, სტეფ კარიმ ლეო მესის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა მიულოცა და წარმატება უსურვა. Messi has some good taste […]
მბაპე მესიზე: “ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ აქ წამოვიდოდა”
კილიან მბაპე ლეგენდარული ფეხბურთელის, ლეო მესის “პსჟ”-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა. 22 წლის ფრანგმა ახალ თანაგუნდელზე საუბრისას ემოციები ვერ დამალა. “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ლეო აქ მოვიდოდა. ის იმ ცოტა ფეხბურთელს შორისაა, რომელთან ერთადაც თამაში შეუძლებელი მეგონა. მასთან ერთად თითოეული მომენტით სიამოვნებას ვიღებ. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კვლავაც პრივილეგიაა. ბედნიერი ვარ სირბილით მაშინ, როდესაც მესი […]
ბარსელონაში მესის სასტუმროს ანგრევენ
“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი სუპერვარსკვლავისათვის გასული კვირა ფანტასტიკურად დაიწყო – ლეო მესი სარეკორდო, მეშვიდე ოქროს ბურთის მფლობელი გახდა, თუმცა უსიამოვნო სიახლეც მალე გავრცელდა. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონაში ლეო მესის კუთვნილ სასტუმროს ანგრევენ. აღსანიშნავია, რომ 77 ოთახიანი სასტუმროს შეძენა მესის 30 მილიონი ევრო დაუჯდა. El Confidencial-ის მტკიცებით, “კამპ ნოუს” სიახლოვეს მდებარე სასტუმრო სტანდარტებს ვერ […]
მესიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი მიიჩნევს, რომ წელს ,,ოქროს ბურთი” კარიმ ბენზემას უნდა გადაეცეს: ,,ბენზემამ გამორჩეული სეზონი ჩაატარა და რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, მან ამ წარმატებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა. ვფიქრობ, საეჭვოც კი არაა თუ ვის უნდა გადაეცეს წელს ოქროს ბურთი,” – მესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს. ბენზემამ გასულ სეზონში […]
გატანილი ჯარიმების რაოდენობით მესიმ როჟერიო სენის გადაუსწრო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,ნიცას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმით გახსნა. არგენტინელს კარიერაში 60 გატანილი ჯარიმა (50 – ,,ბარსელონაში”, 1 – ,,პსჟ-ში”, 9 – არგენტინის ნაკრებში) დაუგროვდა, რითაც როჟერიო სენისა (,,სან პაულუს” ყოფილი მეკარე) და მარსელინიო კარიოკას გადაუსწრო და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რონალდ კუმანს […]
მესი: ,,ეს ჩემი დიდი ოცნების ახდენის უკანასკნელი შანსია”
არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ ეს მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება: ,,ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ნაკრებს შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში დავუბრუნდი. ბოლო დღეებში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერია. ეს ჩემპიონატი განსხვავებულია, გუნდები თითქმის მოუმზადებლად ჩამოვიდნენ. როგორ შევინარჩუნე ფორმა? მუნდიალის დაწყებამდე რაც უფრო მეტს ვთამაშობდი, მით უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. […]
დემბელე: ,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესი ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს”
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, უსმან დემბელემ, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,მესი გამორჩეული ფეხბურთელია, მან ინიესტასთან ერთად ,,ბარსელონა” შემაყვარა. ლეოსთან ერთად 4 შესანიშნავი წელი გავატარე. ის გასახდელში ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება. მესიმ ბევრი რამ მასწავლა. მისი გაკონტროლება ძალიან რთულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს,” […]
მესის ალ ჰილალისგან შეთავაზება არ მიუღია
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, ლეო მესის, ,,ალ ჰილალისგან” სატრანსფერო შეთავაზება არ მიუღია. ინფორმაციას ესპანელ ჟურნალისტზე, გილემ ბალაგეზე, დაყრდნობით, BBC Sport-ი ავრცელებს. ,,ალ ჰილალისგან შეთავაზება არ ყოფილა. ახლა მესის მოტივაცია ევროპაში დარჩენაა. ის ,,ოქროს ბურთის” მოგების ფავორიტია. ლეო კვლავ ჩემპიონთა ლიგაზეა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დიდი მიზნები აქვს,” – ამბობს ბალაგე. რამდენიმე დღის წინ, არაერთმა […]
უკვე დიდი ხანია მესის გარშემო ჭორები არ წყდება. სპორტული საიტები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ლიონელს პარიზის დატოვება სურს. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ლეომ ერთ-ერთი ვარჯიში დროზე ადრე დატოვა, რადგან გალტიეს სამწვრთნელო უნარებით უკმაყოფილო დარჩა. ამ სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ არგენტინელს “პსჟ-სთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტის […]
მესი პსჟ-ს დაემშვიდობა
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ დაადასტურა, რომ პარიზული გუნდის დატოვებას აპირებს: ,,ბედნიერი ვარ, რომ ,,პსჟ-ში” თამაშის საშუალება მომეცა. ასეთ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ჩემთვის სასიამოვნო იყო. მინდა, კლუბს საოცარი გამოცდილებისთვის მადლობა გადავუხადო,” – მესის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს. მესი ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას დღეს, ,,კლერმონის” წინააღმდეგ გამართავს. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,პარი […]
ბექჰემი მესიზე: ,,ვოცნებობდი, რომ მაიამიში უდიდესი ფეხბურთელები მომეყვანა, დღეს ოცნება ახდა”
,,ინტერ მაიამის” თანამფლობელმა, დევიდ ბექჰემმა, ლეო მესის ამერიკულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა: ,,ინტერ მაიამის ისტორიის ახალი ფურცელი აქ იწყება. 10 წლის წინ, როცა ეს მოგზაურობა დავიწყე, ვოცნებობდი, რომ მაიამიში მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელები მომეყვანა. ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს ამბიციას (აშშ-ში ფეხბურთის განვითარებას) გაიზიარებდნენ. დღეს ოცნება ახდა. ვამაყობ, რომ ისეთი დონის ფეხბურთელი, როგორიც ლეოა, ჩვენს გუნდში ითამაშებს. მეგობარს, არაჩვეულებრივ […]