გულიტი: ,,მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რუდ გულიტმა, უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ლეო მესის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად: ,,არა, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის. მიმაჩნია, რომ ის ამ მომენტში საუკეთესოა. ვფიქრობ, ბევრი რამის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. თუ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას სამჯერ მოახერხებ, ეს შთამბეჭდავი მიღწევა იქნება. 1960-იანი და 1970-იანი წლების ნაწილი პელეს ეპოქა […]
გულშემატკივართა რეაქცია ლეო მესის საოცარ გოლებზე
უამრავი გულშემატკივრის აზრით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ლეო მესი ატარებს. “ბარსელონას” არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ფანები არაერთი საოცარი გოლით აღაფრთოვანა.
გუტიმ რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა
მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გუტიმ Marca-სთან საუბარში ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა. “მართალია, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე დავპოსტე, რომ ლეოს ვირჩევ, მაგრამ რონალდუს მიღწევებს უზომოდ ვაფასებ. ჩემი აზრით, მესის უფრო მეტი ტალანტი აქვს, კრიშტიანუ კი ბომბარდირი და ამბიციური ფეხბურთელია. პორტუგალიელმა თავისი თავი შექმნა. მესის ერაში 5 ოქროს ბურთის მოგება ნამდვილი სიგიჟეა. კრიშტიანუმ “რეალში” დაამტკიცა, რომ […]
დანი ალვეში მესისთან ვარჯიშზე: “გამასწრო და საკუთარ თავს შევეკითხე – ეს ხუმრობაა?”
დანი ალვეშმა “ბარსელონაში” ლეო მესისთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა. 38 წლის ბრაზილიელი, რომელიც კატალონიურ კლუბში ახლახანს დაბრუნდა, არგენტინელის წინააღმდეგ ვარჯიშებს განსაკუთრებულად იხსენებს. “მახსოვს ერთი ვარჯიში, როდესაც მესი ბურთით ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. ცხადია, ეს ხშირად ხდებოდა, მაგრამ კონკრეტულად ეს დღე განსაკუთრებული იყო. გამასწრო. ბუცებზე დავიხედე და საკუთარ თავს ვკითხე – “ეს ხუმრობაა?” […]
დანი ალვეშმა მესი გააკრიტიკა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა ლეო მესის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი კოპა ამერიკას აკრიტიკებდა და ბრაზილიელები კორუფციაში დაადანაშაულა. “მეგობარი ყოველთვის მართალი არ არის უბრალოდ იმის გამო, რომ ის შენი მეგობარია. ლეომ ძალიან ბევრი პროფესიონალის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. ვფიქრობ, რომ მესიმ ლაპარაკში უამრავი შეცდომა დაუშვა,” – თქვა დანი ალვეშმა.
დაუსრულებელი რიგი პსჟ-ს საკლუბო მაღაზიასთან | VIDEO
დე იონგი: “არ ვიცი როგორ უნდა შევაჩეროთ მესი…”
2022 წლის მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკვე ცნობილია სამი 1/4-ფინალური წყვილი. 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი 9 დეკემბერს შედგება, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, “ბარსელონასა” და ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა – ფრენკი დე იონგმა მის ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარზე, არგენტინელ – ლეო მესიზე ისაუბრა. “ლეო ჩემი მეგობარია, მას ბარსელონაში დავუახლოვდი და საკმაოდ […]
დე იონგი: “მესი კვლავ ბარსელონას ჩატშია”
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი შესაძლოა, თვლის რომ მისი და კატალონიური გრანდის გზები გაიყო თუმცა ლეო მესის WhatsApp-ში “ბარსელონას” ჯგუფური ჩატი არ დაუტოვებია. არგენტინელი სუპერვარსკვლავი უკმაყოფილოა კლუბში შექმნილი ვითარებით და ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ღიად უპირისპირდება – აღნიშნულიდან გამომდინარე მესის “ბლაუგრანას” დატოვება სურს. ევროპული მედია სასუალებების მტკიცებით, მესი კვლავ პეპ გვარდიოლას შეუერთდება და “მანჩესტერ სიტის” მაისურს მოირგებს. […]
დე იონგის მშვენიერი გადაცემა და ლეო მესიმ წონასწორობა აღადგინა (ვიდეო)
დეკო: “ბარსელონას ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა აქვს”
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი გაირკვა. კატალონიის “ბარსელონა” აღნიშნულ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. “ბლაუგრანას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დეკომ კენჭისყრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. “როდესაც გუნდში მესი გყავს, გიჩნდება ისეთი უპირატესობა, რომელიც სხვას არ აქვს. ამ გარემოებით “ბარსელონა” ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია,” – თქვა დეკომ.
დემბელე: ,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესი ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს”
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, უსმან დემბელემ, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,მესი გამორჩეული ფეხბურთელია, მან ინიესტასთან ერთად ,,ბარსელონა” შემაყვარა. ლეოსთან ერთად 4 შესანიშნავი წელი გავატარე. ის გასახდელში ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება. მესიმ ბევრი რამ მასწავლა. მისი გაკონტროლება ძალიან რთულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს,” […]
დი მარია: ,,მესიმ მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო”
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელი ბრაზილიასთან ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ,,ეს დაუვიწყარია. მესიმ მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო. მატჩ-რევანში იმ ფინალისთვის, რომელშიც არ მითამაშია. მადლობელი ვარ ოჯახისა და თითოეული ადამიანის, რომელიც მხარს გვიჭერდა და ასევე, ყველა იმ გიჟის, რომელიც ფინალზე დასასწრებად მოვიდა. […]