ლეო მესი – რას ფიქრობენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები მის შესახებ?!
2022 წლის 24 ივნისს, ლეო მესი 35-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ყოველი მომდევნო დაბადების დღე, აახლოვებს თარიღს, რომლისაც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ეშინია – თანამედროვე ფეხბურთი მესის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ლეგენდარულ ფეხბურთელებსაც კი ასაკის მატებასთან ერთად, ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნება და ვარსკვლავურ დონეზე ასპარეზობა უჭირთ. დადგება დრო, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, ბუცებს კედელზე […]
ნასერ ალ-ხელაიფი: ,,მომავალ სეზონში ყველა დროის საუკეთესო მესის ვნახავთ”
,,პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, პარიზული გუნდის თავდამსხმელზე, ლეო მესიზე ისაუბრა: – მესი ცალკე განხილვას იმსახურებს. ეს ჩაგდებული სეზონი იყო თუ ადაპტაციის წელი? – ფეხბურთელზე, რომელსაც 7 ოქროს ბურთი აქვს, ასეთი საუბარი არ შეიძლება. მესიმ ისტორია დაწერა. ეს არ იყო მისი საუკეთესო სეზონი, მაგრამ ბარსელონაში გატარებული 20 წლის შემდეგ, ლეო ახალ ქვეყანაში, ახალ ქალაქში, ახალ […]
,,ლეოს ჩემი მოკვლა უნდოდა” – პარედესი მესისთან კონფლიქტზე
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, 2021 წელს, ,,ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მესისთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა: ,,მესი გაბრაზდა, რადგან ჩემს თანაგუნდელს რაღაც ვუთხარი, მან კი მოისმინა. ძალიან გაბრაზდა და შემომიტია, საშინელება იყო. ჩემი მოკვლა უნდოდა, მე კი უბრალოდ სახლში წასვლა. ამ შემთხვევის შემდეგ ნაკრებში შევხვდით და ისე იქცეოდა, თითქოს, არაფერი მომხდარა. ამით მან აჩვენა, როგორი […]
პარედესი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მესის გამო უფრო გამიხარდება, ვიდრე ჩემ გამო”
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმე, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, მესის გამო უფრო გამიხარდება, ვიდრე ჩემ გამო. იმედია, ეს მისი ბოლო მუნდიალი არ იქნება, თუმცა ადვილი არ არის ტურნირს კიდევ 4 წელი ელოდო. დაე, მან ნახევარმცველად ითამაშოს, მე კი უკან დავიხევ (იცინის). მსოფლიო ჩემპიონობის შანსი ყველას აქვს, ცდას […]
არგენტინა ესტონეთთან მესის გოლით დაწინაურდა | VIDEO
ბენზემა მესის სიტყვებზე: ,,ეს მოტივაციას მმატებს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, ლეო მესის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წელს ,,ოქროს ბურთს” სწორედ ბენზემა იმსახურებს: ,,მესის სიტყვები მოვისმინე და ძალიან გამიხარდა. სასიამოვნოა, რომ ჩემზე ამას ასეთი ფეხბურთელი ამბობს. ეს მოტივაციას მმატებს,” – ბენზემას სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს. ბენზემამ გასულ სეზონში ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში […]
რონალდუსა და მესის ანაზღაურება – რა თანხას გამოიმუშავებენ მანჩესტერისა და პსჟ-ს ვარსკვლავები?!
ფსიქოლოგიის საწყისების, სარაკერო მეცნიერების ან კვანტური ფიზიკის ცოდნა არ გჭირდება იმისათვის, რომ გაიაზრო, რამდენად კოლოსალურ თანხას გამოიმუშავებენ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი. არავის აქვს იმის ილუზია, რომ პლანეტის ორი უდიდესი სუპერვარსკვლავი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს ალამაზებს, მინიმალურ ხელფასს თანხმდება და უიმედოდ ითვლის დღეებს ხელფასის დარიცხვამდე. თანამედროვე ფეხბურთში არსებული ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გასაგებია, რომ კრიშტიანუ რონალდუ და […]
მესის მასტერკლასი იტალიის წინააღმდეგ | VIDEO
1 ივნისს, ლეგენდარულმა “უემბლიმ” იტალიისა და არგენტინის მატჩს უმასპინძლა. “ფინალისიმა” იტალიის მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა, რის შემდეგაც ლეო მესიმ მეორე სანაკრებო ტიტული მოიპოვა. “ფინალისიმა” (დიდი ფინალი) კონმებოლისა და უეფას ჩემპიონთა თასია, რომლის ფინალშიც კოპა ამერიკისა და ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორები ხვდებიან. EURO 2020-ის გამარჯვებული, რომელიც კორონავირუსის გამო, 2021 წელს ჩატარდა, იტალია გახდა – 2021 წლის კოპა […]
მესი: ,,რეალი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდი არ ყოფილა”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ,,რეალთან” მარცხი გაიხსენა: ,,რეალმა გაგვანადგურა, მეც, მთელი გასახდელი, მთელი პარიზი, რადგან ჩვენ ამ ტურნირის მოგება ძალიან გვინდოდა. ამ მატჩის შედეგი დიდი დარტყმა იყო. ვიცი, რეალი რას წარმოადგენს, ამ გუნდთან ახლოს მთელი ცხოვრება გავატარე და ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, რადგან მათ შეუძლიათ, გოლი არაფრიდან შექმნან […]
მესიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი მიიჩნევს, რომ წელს ,,ოქროს ბურთი” კარიმ ბენზემას უნდა გადაეცეს: ,,ბენზემამ გამორჩეული სეზონი ჩაატარა და რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, მან ამ წარმატებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა. ვფიქრობ, საეჭვოც კი არაა თუ ვის უნდა გადაეცეს წელს ოქროს ბურთი,” – მესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს. ბენზემამ გასულ სეზონში […]
ბენზემა, რამოსი, ბექჰემი – ვარსკვლავები, რომელთაც ოქროს ბურთი ეკუთვნოდათ და ვერ მიიღეს
უკანასკნელი ათწლეული ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქად შეგვიძლია მივიჩნიოთ. პლანეტის ორმა სუპერვარსკვლავმა გუნდურ ტიტულებთან ერთად, უამრავი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვება შეძლო. ლეო მესი უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს (ოქროს ბურთი) მფლობელი შვიდჯერ გახდა – კრიშტიანუ რონალდუ კი 17-ჯერ იყო ნომინირებული, თუმცა ხუთჯერ შეძლო გამარჯვება. რონალდუსა და მესის ეპოქაში, არაერთი გენიალური ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიო სარბიელზე გაიბრწყინა. ვარსკვლავების […]
პარედესი: ,,როცა მესის სტვენა დაუწყეს, ამის დაჯერება არ შემეძლო”
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი, ლეანდრო პარედესი, პარიზული გუნდის ქომაგების მხრიდან ლეო მესის მიმართ სტვენას გამოეხმაურა: ,,როცა სტვენა დაიწყეს, ამის დაჯერება არ შემეძლო. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ამას მასზე ემოქმედა, მაგრამ ეს სიგიჟე იყო. უსიამოვნოა, რადგან ლეოს ვიცნობ და ვიცი, რამდენს აკეთებს ის გუნდისთვის. ცდილობს, რომ პსჟ-სთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯოს. სიმართლე […]