ლა ლიგის პრეზიდენტი: “მესისა და რონალდუს წასვლით ეკონომიკური პრობლემები არ შეგვქმნია”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონატიდან წასვლას ესპანეთის ლიგისთვის ეკონომიკური პრობლემები არ შეუქმნია. “შეეხო ეკონომიკურად ლა ლიგას მესის “პსჟ”-ში წასვლა? არა, აბსოლუტურად არანაირი გავლენა. არ აქვს მნიშვნელობა, მესი დაგვტოვებს თუ რონალდუ. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ვარსკვლავის წასვლას გავუმკლავდეთ. აი, მაგალითი – სერია A-ს რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ პროგრესი არ […]
მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში “პსჟ”-მ “რეალი” კილიან მბაპეს მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლით დამაარცხა (1:0). ფრანგებს პირველი გოლის გატანის დიდი შანსი 62-ე წუთზეც ჰქონდათ. მბაპემ პენალტი მოიპოვა, თუმცა ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მას ტიბო კურტუამ აჯობა.. არგენტინელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი სულ 23-ჯერ დაარტყა, საიდანაც 5 ვერ გამოიყენა. ლეომ ამით ტიერი ანრის ანტი-რეკორდი […]
მესიმ მდიდრული სასტუმრო შეიძინა და მომსახურე პერსონალი გაათავისუფლა
არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა – ლეო მესიმ, კადისის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ რაიონში სასტუმრო შეიძინა. ეს არ არის პირველი სასტუმრო, რომელიც არგენტინელ სუპერვარსკვლავს ეკუთვნის და გასაკვირიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება – სასტუმროს შეძენისთანავე, მესიმ მომსახურე პერსონალი გაათავისუფლა, რითიც სოციალური ქსელების მომხმარებელთა კრიტიკა დაიმსახურა. MIM Hotels group-ი, რომელიც ლეო მესის ეკუთვნის სხვადასხვა […]
ჰოლანდმა 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“დორტმუნდისა” და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა – ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ბევრისათვის გასაკვირად, ჰოლანდის რჩეულ სამეულში კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა. გავლენიანი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “დორტმუნდში” ჰოლანდის დღეები დათვლილია – ნორვეგიელი ვარსკვლავის შეძენით ისეთი გრანდები ინტერესდებიან, როგორიცაა: “მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონა”, “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი”. ნორვეგიელის ტრანსფერის შემთხვევაში, ნებისმიერ გრანდს სოლიდური თანხის […]
მარკინიოსი მესიზე: ,,ასეთი ფეხბურთელები პსჟ-ში შვებულების გასატარებლად არ გადმოდიან”
,,პარი სენ ჟერმენის” მცველმა, მარკინიოსმა, არგენტინელ თანაგუნდელზე, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,ასეთი ფეხბურთელები პსჟ-ში შვებულების გასატარებლად არ გადმოდიან. მესი პარი სენ ჟერმენში პოტენციალს ხედავს. მან იცის, რომ ამ გუნდთან ახალი ტიტულების მოგების შესაძლებლობა აქვს,” – მარკინიოსის სიტყვებს Telefoot-ი ციტირებს. მესი ,,ბარსელონადან” ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ […]
ბენზემა: ,,მას, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არაფერი ესმის”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,როგორ შეიძლება მესიმ წარმატებას ვერ მიაღწიოს? ახლა მას ადაპტაციის პერიოდი აქვს, ამიტომ ბევრ გოლს ვერ იტანს. მაგრამ შეხედეთ, რას აკეთებს მოედანზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ფეხბურთელის გაკრიტიკება არ შეიძლება. მას, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არაფერი ესმის,” – Marca ციტირებს. მესი ,,ბარსელონადან” ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს […]
კარაგერი: ,,მესიმ ინსტაგრამზე მომწერა და ვირი მიწოდა”
,,ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, Sky Sports-ის ეთერში, ლეო მესის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე ისაუბრა: ,,მესი ჩემით უკმაყოფილოა. სეზონის სტარტზე ვთქვი, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაფორმება მანჩესტერ იუნაიტედისთვის იდეალური ვარიანტი არ ყოფილა. მაშინ მესის მაგალითი მოვიყვანე, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი პსჟ-ში გადასვლა პარიზელებისთვის კარგი გარიგებაა… ეს ყველაფერი Monday Night Football-ის ეთერში ვთქვი, შემდეგ კი ინსტაგრამზე თავად […]
ზინედინ ზიდანმა ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი დაასახელა
მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდა, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავი სამწვრთნელო კარიერით დაიკვეხნის, ლეო მესის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. ზინედინ ზიდანის მტკიცებით, მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე უნახავს. “ლეო მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს. ის საუკეთესო დრიბლერი, დამაგვირგვინებელი და პლეიმეიკერია”, – აღნიშნა ზიდანმა. შეგახსენებთ, ზიდანის მეთაურობით “სამეფო კლუბი” ორჯერ ლა ლიგის […]
2022 წლის ყველაზე მდიდარი სპორტსმენები
2022 წლის ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ვინაობა ცნობილია. სიაში პირველ ადგილს მაიკლ ჯორდანი არ თმობს, რაც შეეხება ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ისინი მე-8 და მე-12 ადგილზე არიან. მდიდარი სპორტსმენების სტატისტიკას Sportbible Wealthy Gorilla-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თავად პორტალმა კი ინფორმაცია Forbes-ის მიხედვით მოიპოვა. 10. მიხაელ შუმახერი (რბოლა): $600მ 9. მეჯიქ ჯონსონი (კალათბურთი): $600მ 8. ლეო მესი […]
ბუნდესლიგის მოთამაშეებმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს
ბუნდესლიგაში მოთამაშეთა უმრავლესობას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი მიაჩნია. ინფორმაციას kicker-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლონელი საუკეთესოდ გამოკითხულ ფეხბურთელთა 43,2%-მა დაასახელა. მეორე ადგილზე ,,ლივერპულის” შემტევი, მოჰამედ სალაჰი გავიდა (20,5%), მესამეზე კი ,,ოქროს ბურთის” 7-გზის მფლობელი, ლეო მესი. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში 30 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ,,ოქროს ბურთის” წლევანდელ გამოკითხვაში […]
L’Equipe – პარი სენ-ჟერმენში წმენდა იწყება
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარიზულ გრანდს რამდენიმე ვარსკვლავი დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს. L’Equipe-ს მტკიცებით, “პარი სენ-ჟერმენის” მესვეურებს, იანვარში ტრანსფერების შედეგად €100 მილიონის მიღება სურთ. მაურო იკარდი გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. საფრანგეთის ლიგა 1-ის გრანდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიური კამპანია აწარმოა. პარიზელთა რიგები ისეთმა ვარსკვლავებმა შეავსეს, როგორიცაა: ლეო მესი, […]
საჯარიმოების შემსრულებლები – ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე
ბრიტანული გამოცემა – SPORTbible თანამედროვე ფეხბურთელებს შორის (ხაზგასმულია, რომ არ იგულისხმება ზიკო, მარადონა, კუმანი და სხვა ძველი თაობის ვარსკვლავები) საჯარიმოების საუკეთესო შემსრულებლად, როგორც წესი, ჟუნინიო პერნამბუკანოს ასახელებს, რომლის ანგარიშზე კარიერაში ჯარიმიდან გატანილი 75 გოლია. ვებგვერდმა ,,მეჯარიმეების” რეიტინგი კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ამჯერად მოთამაშეები ყველა დროის საუკეთესოდან ყველაზე ცუდამდე გადაანაწილა. ყველა დროის საუკეთესო – ჟუნინიო მსოფლიო […]