კასილასი: “მესი ყველა დროის საუკეთესოა”
ლა ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ატლეტიკომ” “ბარსელონას” უმასპინძლა. კატალონიურმა გრანდმა ლეო მესის შესანიშნავი გოლით მადრიდელები მინიმალური სხვაობით დაამარცხა (0:1). “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დასრულებული მატჩის შემდეგ, ლეგენდარულმა ესპანელმა კიპერმა იკერ კასილასმა ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია.
კასილასმა რონალდუ მესიზე მაღლა დააყენა
დებატები იმის თაობაზე, რონალდუ ჯობია თუ მესი, ერთმნიშვნელოვანი პასუხით ვერასდროს დასრულდება. ყოველ სუპერვარსკვლავს თაყვანისმცემლების საკუთარი არმია ჰყავს. ორ მოთამაშეს შორის არსებული უამრავი განსხვავება კი იმას ნიშნავს, რომ უპირობო გამარჯვებულის გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა რონალდუ მესიზე წინ დავაყენოთ საერთაშორისო არენაზე მიღწეული წარმატების გამო? ან იქნებ რეკორდული საგოლე გადაცემების გამო მესი დავაყენოთ რონალდუზე წინ? […]
კასტელანოსი: ,,მესი არგენტინელებისთვის ღმერთია”
,,ჟირონას” თავდამსხმელმა, ვალენტინ კასტელანოსმა, ,,რეალთან” მატჩში გაფორმებული პოკერის შემდეგ, მის თანამემამულეზე, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,მესის გამო ყოველთვის ,,ბარსელონა” უფრო მომწონდა, ვიდრე – ,,რეალი”. ლეო ჩემი კერპია და მისი თამაშის ყურება ყოველთვის მსიამოვნებდა. არ ვიცი, ნახა თუ არა მან გუშინდელი მატჩი. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. არგენტინელებისთვის მესი ღმერთია. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მან ამატირა,” […]
როგორც იცით, კევინ-პრინც ბოატენგი იჯარის წესით კატალონიის “ბარსელონაში” თამაშობს. “სასუოლოს” საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა “ბარსელონას” ოფიციალურ ტელეარხთან საუბარში თავისი კარიერის მანძილზე საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა. “ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? ზლატან იბრაჰიმოვიჩი,” – თქვა კევინ-პრინც ბოატენგმა. შეგახსენებთ, რომ განელი ნახევარმცველი ზლატანთან ერთად “მილანში”, 2010-2012 წლებში თამაშობდა.
კემპესი: ,,პსჟ-ს ფანებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ მესი მათ გუნდში ისე არ თამაშობს, როგორც კატარში ითამაშა”
რამდენიმე კვირის წინ, ,,პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებმა ,,ლიონთან” მატჩის წინ, პარიზული გუნდის თავდამსხმელს, ლეო მესის უსტვინეს, რასაც არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარიო კემპესი გამოეხმაურა: ,,აი, რა ხდება: ის თამაშობს საფრანგეთში, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინას შეხვდა და დამარცხდა, მესი კი მატჩის ვარსკვლავი გახდა. ,,პსჟ-ს” გულშემატკივრებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მათ […]
კვარაცხელია ყველაზე ნახვადი ფეხბურთელების სამეულშია
ესპანეთთან ჩატარებული შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი წამყვანი სტატისტიკური პორტალის Transfermarkt.com-ის ბოლო 24 საათის ყველაზე ნახვად ფეხბურთელებს შორის მესამეა. კვარაცხელია მხოლოდ ერლინგ ჰოლანდსა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, ხვიჩა უფრო მეტმა ადამიანმა მოძებნა, ვიდრე ლეო მესი (4), კილიან მბაპე (6) , […]
კიკე სეტიენი: ,,ჩემთვის მესი ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშეც იქნებოდა”
,,ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, განაცხადა, რომ ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს: ,,რა თქმა უნდა, მესის გამო ბედნიერი ვარ. სამართლიანია, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. არგენტინა ყველაზე შეკრული გუნდი იყო, მათ სხვებზე მეტი გააკეთეს. ეს ტრიუმფი არგენტინისთვისა და მესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, პირადად ჩემთვის, ლეო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშეც, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ამაში […]
კლერმონის გულშემატკივრები ლეო მესის სახელს სკანდირებდნენ | VIDEO
კლოპი: “ლივერპული მესით დაინტერესებულია? და ვინ არ არის?
მიმდინარე სატრანსფერო სეზონის მთავარი ინტრიგა ლეო მესის უკავშირდება. საფეხბურთო სამყარო არგენტინელი ფეხბურთელის “ბარსელონასთან” განშორებასთან ახლოსაა. ინგლისურ მედიაში 33 წლის არგენტინელი “ლივერპულსაც” დაუკავშირეს, რაზეც კომენტარი იურგენ კლოპმა გააკეთა. “ინტერესი? საკუთარ გუნდში მესის ხილვა ვის არ სურს?! თუმცა, შეუძლებელია. “ლივერპულმა” ამაზე ფიქრიც არ უნდა დაიწყოს, რადგან ამის შანსი უბრალოდ არ არსებობს. ცხადია, “სიტისთვის” ეს საჩემპიონო რბოლაში დიდი […]
კლოპი: “როგორ ვაპირებ მესის შეჩერებას?”
როგორც მოგეხსენებათ, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ჟურნალისტებმა ინგლისელთა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს “ლივერპული” მესის შეჩერებას: ”მადლობა ღმერთს, რომ ამაზე ფიქრისთვის საკმარისად დიდი დრო მაქვს. ამის გაკეთება ჩემამდე ბევრმა სცადა, თუმცა გამარჯვებული არ მახსენდება,” – უპასუხა კლოპმა. “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის პირველი თამაში 1 მაისს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.
კლოპის ორიგინალური პასუხი – მესი თუ რონალდუ?
ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ – ვინ არის საუკეთესო? პლანეტის ორი სუპერვარსკვლავი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ევროპულ ფეხბურთში დომინირებს. არგენტინელ და პორტუგალიელ ვარსკვლავებს შორის საუკეთესოს გამოსავლენად, ცხარე დებატები იმართება. უკანასკნელ ათწლეულში ორივე მათგანმა საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე უამრავ წარმატებას მიაღწია და არაერთ ტიტულს დაეუფლა. მათ შორის საუკეთესოს დასახელება საკმაოდ რთულია, თუმცა “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ჩვეულ სტილს […]
კონტრაქტის გაფორმებამდე, მესი ბარსელონასთან ერთად არ ივარჯიშებს
ლეო მესი ,,ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებამდე გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი კატალონიური კლუბის ბაზაზე ხვალ, 2 აგვისტოს, კოპა ამერიკის ორ ფინალისტთან, სერხიო აგუეროსთან და ემერსოთან ერთად უნდა მისულიყო. თუმცა, მანამ, სანამ ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, ლეო ,,სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” არ გამოცხადდება. ახლა 32 წლის ფეხბურთელი ოჯახთან, სესკ ფაბრეგასთან და […]