მესი ემილიანო სალას ძებნის გაგრძელების მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო (ფოტო)
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, Instagram-ზე პოსტი განათავსა, რომელშიც ემილიანო სალას ოჯახს თანადგომა გამოუცხადა და ფეხბურთელის ძებნის გაგრძელების მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო.
მესი ვარჯიშზე თანაგუნდელების წინააღმდეგ (ვიდეო)
მესი თუ მარადონა? – სკალონიმ საუკეთესო დაასახელა
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლეო მესისა და დიეგო მარადონას შორის საუკეთესო დაასახელა: ,,თუ ერთი უნდა ავირჩიო, მაშინ მესის დავასახელებდი, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ის ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა მარადონაც ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო. მესის მწვრთნელობა რთული არ არის. ტექნიკურად მას ვერაფერს შეუსწორებ, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში პრესინგთან ან შეტევის მეთოდთან დაკავშირებით, შეგიძლია რაღაც მითითებები მისცე,” […]
მესი თუ რონალდუ – ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გამოკითხვაში?
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად არაერთი ცხარე დებატი გაიმართა. გულშემატკივართა და სპორტსმენთა აზრი ორადაა გაყოფილი. საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ლეო მესი იმსახურებს – მეორე ნაწილის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვარსკვლავების მიერ დაფიქსირებული პოზიციები შეაჯამა და საკმაოდ საინტერესო შედეგი მიიღო. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის […]
მესი თუ რონალდუ?! ანდერ ერერამ ყველა დროის საუკეთესო დაასახელა
პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად, მედგარი ბრძოლაა გაჩაღებული. გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია – არსებობს უამრავი გულშემატკივარი, რომელიც თვლის, რომ საუკეთესოს წოდებას კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, საკუთარი აზრი უამრავმა ექსპერტმა, მიმომხილველმა, ფეხბურთელმა და გულშემატკივარმა დააფიქსირა. ანდერ ერერა ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც საყოველთაო დებატებს შეუერთდა და ფავორიტი დაასახელა. ანდერ ერერა […]
მესი ინიესტას გაუთანაბრდა
ამ წუთებში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები მიმდინარეობს. “ბარსელონა” სტუმრად “ლიონს” ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა ლიდერს, ლეო მესის ჩემპიონთა ლიგაზე 130 მატჩი დაუგროვდა, რითაც ის ანდრეს ინიესტას გაუთანაბრდა. არგენტინელს კიდევ 22 მატჩის ჩატარება სჭირდება და ის “ბარსელონას” კიდევ ერთ ექს-ფეხბურთელს, ჩავის გაასწრებს.
მესი იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა
როგორც მოგეხსენებათ, ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას “აიაქსთან” 1:2 მარცხის შემდეგ გამოეთიშა. იტალიელთა ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო 9 წელში პირველად ვერ გავიდა. ლეო მესიმ “იუვეს” გამოვარდნასა და “აიაქსის” ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა: “ამ გუნდების მიერ დაფიქსირებული შედეგი ტურნირზე ყველაფერს ამბობს. აქ ყველა გუნდი ძალიან ძლიერია.”
მესი კოპა ამერიკის თასთან ერთად – ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო ინსტაგრამზე
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის, კოპა ამერიკის თასთან ერთად გადაღებული სურათი ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო გახდა. ინფორმაციას Marca ავრცელებს. პოსტს ამ ეტაპზე 20 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. აქამდე ყველაზე პოპულარული ფოტო კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა – პორტუგალიელმა დიეგო არმანდო მარადონას სიკვდილის დღეს ლეგენდარულ არგენტინელთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელიც 19.9 მილიონმა ადამიანმა მოიწონა. […]
მესი კოპა დელ რეის ფინალების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია
კოპა დელ რეის ფინალში ,,ბარსელონამ” ,,ბილბაო” 4:0 დაამარცხა. კატალონიური გუნდის კაპიტანმა, ლეო მესიმ, შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. არგენტინელს ესპანეთის თასის მე-10 ფინალში 9 გოლი დაუგროვდა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ,,ატლეტიკის” ლეგენდას – ტელმო სარას, რომლის ანგარიშზეც საჩემპიონო მატჩში 8 გოლია. ,,ბარსელონა” კოპა დელ რეის გამარჯვებული 31-ედ გახდა. მესიმ კი ეპანეთის თასი კარიერაში […]
მესი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საგოლე გადაცემის გარეშეა
ლეო მესის კარიერაში რთული ეტაპია – ზაფხულში “ბარსელონასთან” დაწყებული შექმნილი დაძაბული ურთიერთობა არგენტინელის სტატისტიკაზეც აისახა. “ბლაუგრანას” კაპიტანს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში ერთი საგოლე გადაცემაც არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მესიმ ესპანეთის ჩემპიონატი 21 ასისტით დაასრულა, რითაც რეკორდი დაამყარა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ლეოს შედეგიანობის შემცირებაზე მეტყველებს. აქვე გეტყვით, რომ 12 თამაშში არგენტინელმა […]
მესი ლევანდოვსკიზე | 2020 წელს ოქროს ბურთი შენ დაიმსახურე
2021 წლის ოქროს ბურთის ჯილდოს მოგების შემდეგ, ლეო მესიმ მთავარი კონკურენტის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა აღნიშნა, რომ მთავარი ინდივიდუალური პრიზი გასულ წელს სწორედ პოლონელმა თავდამსხმელმა დაიმსახურა. “მინდა აღვნიშნო, რომ რობერტთან კონკურენცია ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვფიქრობ, France Football-მა კუთვნილი ოქროს ბურთი 2020 უნდა გადმოგცეს, რადგან შენ ეს დაიმსახურე,” – თქვა ლეომ. გეტყვით, რომ ლეო […]
მესი მიმდინარე სეზონში მატჩის საუკეთესოდ ყველაზე მეტჯერ დაასახელეს
კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი, ლეო მესი მიმდინარე სეზონში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ყველაზე მეტჯერ, დაასახელეს. ინგლისური გამოცემების სტატისტიკის მიხედვით, არგენტინელი თამაშის საუკეთესო წელს 15-ჯერ გახდა. TOP 5 ასე გამოიყურება: 5. დანიელ პარეხო – 8 4. კრიშტიანუ რონალდუ – 9 3. ნიკოლა პეპე – 11 2. ედენ აზარი – 13 1. ლეო მესი – 15 ცნობისთვის, მესიმ მიმდინარე […]