“სულ მცირე 2-3 წელს მესი კვლავ უმაღლეს დონეზე ჩაატარებს”,- რივალდო
“ბარსელონას” ყოფილმა ლეგენდარულმა მოთამაშემ რივალდომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მინიმუმ 2-3 წელი კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშებს. როგორც ცნობილია, ლეო მესის საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოუწია: არგენტინელს გასულ ზაფხულს გუნდის დატოვება სურდა, თუმცა გუნდმა მის სანაცვლოდ €700 მილიონი მოითხოვა, რაც არარეალური თანხა იყო და მეტიც, ეს იმას ნიშნავდა, რომ გუნდი მესის […]
მესის მეორე გოლი ბილბაოსთან (ვიდეო)
ლეო მესის გოლი ბილბაოსთან (ვიდეო)
მესის აცილება უესკასთან (ვიდეო)
ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი თვლის, რომ კლუბი ვერ გასწვდება მესის ახლანდელი ხელფასის გადახდას
“ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ემილი რუსო არ აპირებს, რომ “ბარსას” კაპიტანს ამჟამინდელი ხელფასი გადაუხადოს. კანდიდატი არგენტინელს ახალ პროექტს შესთავაზებს, რომლის გამოც მესი დათანხმდება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსომ, რომელიც ხოსეპ მარია ბართომეუს პერიოდში ვიც-პრეზიდენტი იყო, მესისთან დაკავშირებით თავისი გეგმები გაახმოვანა. “ჩვენ თვალსაჩინო უპირატესობა გვაქვს, სწორედ ჩვენს გუნდშია ხოსეპ მარია მინგელა, მან მოიყვანა მესი […]
მესის ერთსიტყვიანი პასუხი მოსკოვის სპარტაკს
“სპარტაკმა” ტვიტერზე გამოაქვეყნა მიმოწერა ბარსელონას არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლეო მესისთან. შესაძლოა ეს მიმოწერა მხოლოდ საახალწლო ხუმრობაა, მაგრამ ვინ იცის. ნებისმიერ შემთხვევაში 6-გზის “ოქროს ბურთის” მფლობელმა, რომელსაც უკვე შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება სხვა კლუბებთან, ძალიან სწრაფად უპასუხა. როგორც ჩანს, “სპარტაკის” პრეს-სამსახური მხიარულად ატარებს საახალწლო არდადეგებს. 2 იანვარს რუსული კლუბის ტვიტერზე დაიდო ლეო მესისთან მიმოწერის (ფეიკი?) სქრინი. აი, როგორ […]
მესის რეაქცია ეიბართან ფრის შემდეგ (ვიდეო)
მესის MLS-ში თამაში სურს, თუმცა…
კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა. ლეო მესის მტკიცებით, MLS-ში თამაში და ახალი გამოწვევის მიღება სურს, თუმცა ამ ეტაპზე “ბარსელონას” ერთგულია და გუნდის დატოვებას არ გეგმავს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მოქმედი კონტრაქტი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესის იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან შეეძლება მოლაპარაკების გამართვა. მედიაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად, La Sexta-სთან […]
“სანტოსი” უარყოფს, რომ მესიმ პელეს რეკორდი დაამხო
ბრაზილიულმა კლუბმა “სანტოსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას პელეს მიერ ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც. საქმე ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობას ეხება. ლეგენდარულ ბრაზილიელს ოფიციალურად “სანტოსის” მაისურით 643 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლეო მესიმ მისი შედეგი “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში გატანილი გოლით გააუმჯობესა და “ბარსას” მაისურით 644 გოლი მოუგროვდა. “სანტოსის” განცხადებაში ნათქვამია : […]
საჩუქრად ლუდი ყველა იმ მეკარეს, რომელსაც მესიმ ბარსელონაში გოლი გაუტანა
როგორც მოგეხსენებათ, მესიმ რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” მაისურით 644-ე გოლი გაიტანა, რითაც პელეს რეკორდი გააუმჯობესა. “ბუდვაიზერმა” ამ ფაქტის აღსანიშნავად ყველა იმ მეკარეს, რომლის კარი მესიმ კატალონიური კლუბის მაისურით აიღო, ბოთლი ლუდი გაუგზავნა. ლუდის კომპანიამ 160 უნიკალური ბოთლი განსაკუთრებულად შეფუთა, თითოეულ მათგანზე კი შესაბამისი რიცხვი დააწერა. “644 გოლი = მესის მაგიის 644 ეპიზოდს,” – წერს ბუდვაიზერი. […]
პუიოლი მესის რეკორდზე: “ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა”
ლეო მესიმ “ვალიადოლიდთან” მატჩში “ბარსელონას” მაისურით 644-ე გოლი გაიტანა, რითაც პელეს ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა. კატალონიური კლუბის ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ კარლეს პუიოლმა თქვა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ყველა დროის საუკეთესოა. “თუ მკითხავთ ვინ არის მაიკლ ჯორდანი, გეტყვით, რომ ის საუკეთესოა კალათბურთის ისტორიაში. რაც შეეხება მესის, მას იგივე სტატუსი ექნება – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს […]