მესი, მარადონა, ჩელსი – ყველაზე დიდი იმედგაცრუება ფეხბურთის ისტორიაში
შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ან არასამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც საფეხბურთო მატჩის დროს გინახავთ? ნებისმიერი კლუბის ფანი აუცილებლად აღნიშნავს, რომ მისი კლუბი სისტემატურად ხდება უსამართლობის მსხვერპლი. ხშირ შემთხვევაში ფანები იმდენად ემოციურად გულშემატკივრობენ საკუთარ გუნდს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გუნდის წინააღმდეგ მიიღება კონსპირაციის თეორიების სათავე ხდება. Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში, ფანებს ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილებების ჩამოთვლა სთხოვეს. რობინ ვან […]
მესი, მბაპე და კრიშტიანუ რონალდუ 19 წლის ასაკში (სტატისტიკა)
გთავაზობთ ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და კილიან მბაპეს სტატისტიკას 19 წლის ასაკში : კრიშტიანუ რონალდუ: კლუბი – 17 გოლი; ნაკრები – 7 გოლი; ჩემპიონთა ლიგა – 0 გოლი. ლეო მესი: კლუბი – 26 გოლი; ნაკრები – 4 გოლი; ჩემპიონთა ლიგა – 2 გოლი. კილიან მბაპე: კლუბი – 52 გოლი; ნაკრები – 9 გოლი; ჩემპიონთა ლიგა […]
მესი: “თავში ისევ ლივერპულთან თამაში მაქვს”
კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა, ლეო მესის კოპა დელ რეის ფინალამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ბლაუგრანა” დღეს ესპანეთის თასზე “ვალენსიას” დაუპირისპირდება. “ენფილდზე გამართულ მატჩში ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ და ეს ყველამ ვიგრძენით. ასეთი ვითარების შემდეგ, დაბრუნება და თამაში ძალიან რთული იყო, თუმცა ახლა მე-2 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს. ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ, რადგან ჩემს თავში მხოლოდ “ლივერპულთან” თამაშია. პირადი […]
მესი: “კარიერის დასასრული ახლოვდება”
ოქროს ბურთის ტრიუმფატორმა აღნიშნა, რომ კარიერის დასასრული ახლოვდება. ლეო მესის მტკიცებით, მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ იმედი აქვს, რომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს. “მსგავსი მომენტებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, რადგანაც ვიცი, რომ უკვე ასაკში ვარ და კარიერის დასასრული ახლოვდება. დრო სწრაფად გარბის თუმცა იმედი მაქვს, რომ ღმერთი კიდევ მრავალი წლით თამაშის შესაძლებლობას […]
მესი: “ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს”
კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავი აცხადებს, რომ ნეიმარს კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. ლეო მესის მტკიცებით, იგი მიესალმება ყოფილი თანაგუნდელის “კამპ ნოუზე” ხილვას. გასულ წელს, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, “ბლაუგრანას” მესვეურები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ თუმცა პარიზულ გრანდთან სატრანსფერო ღირებულების შეთანხმება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ჩავარდნილი ტრანსფერისა, მესი ამტკიცებს, რომ 28 წლის ნეიმარს კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. “მას “ბარსელონაში” დაბრუნების საოცრად […]
მესი: ,,არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი ,,ალბისელესტეს” მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არ მიიჩნევს: ,,ტურნირის დაწყებამდე უკვე დღეებს ვითვლი. რა თქმა უნდა, მის დაწყებას მოუთმენლად ველი. მინდა, ვნახო თუ ვინ გახდება ჩემპიონი. მატჩები რთული იქნება. მსოფლიო ჩემპიონატები ყოველთვის განსაკუთრებულია, იქ სულ ფავორიტები ვერ იმარჯვებენ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არგენტინის ნაკრები მუნდიალის მთავარ ფავორიტად. ისტორიულად […]
მესი: ,,ახლანდელ გუნდსა და 2014 წლის ნაკრებს შორის ბევრ საერთოს ვხედავ”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა: ,,თუ ლოგიკას გავყვებით მერვედფინალში დანიას ან საფრანგეთს შევხვდებით? პლეი-ოფზე ნაადრევად ფიქრი უკვე შეცდომაა… ახლა მხოლოდ პირველ მატჩსა და ჯგუფურ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ. ტურნირის სწორად დაწყება უმნიშვნელოვანესია. პირველი სამი ქულა თავდაჯერებულობას შეგვმატებს. წინასწარ ხშირად ვსაუბრობთ, შემდეგ კი ყველაფერი სხვაგვარად ხდება. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავედით, მერვედფინალში […]
მესი: ,,ბრაზილიაში ბრაზილიის წინააღმდეგ, უკეთესი მომენტი არ არსებობს”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა: ,,ბევრი წლის განმავლობაში ამ ტიტულის მოგებასთან ახლოს ვიყავით და ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ეს მოხდებოდა. კოპა ამერიკის მოგება ბრაზილიაში ბრაზილიის ნაკრების დამარცხებით შევძელით. ბედნიერებას, რომელსაც ახლა ვგრძნობ წარმოუდგენელი და ყოვლისმომცველია, რადგან აქამდე წაგებისა და იმედგაცრუების მოთმენა მომიწია. უკეთესი მომენტი არ არსებობს. ამ გუნდმა მოგება ნამდვილად […]
მესი: ,,გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი მიიჩნევს, რომ პეპ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც ოდესმე უმუშავია. არგენტინელის აზრით, პეპის უნიკალური სათამაშო სტილის იმიტაცია თანამედროვე ფეხბურთს დიდ ზიანს აყენებს: ,,გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა. პეპის სათამაშო სტილი იმდენად მარტივი ჩანდა, რომ მისი კოპირება ყველას სურდა… ეჭვგარეშეა, რომ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, […]
მესი: ,,დღეს გავიგე, რომ კარიერის მეათასე მატჩი მქონია”
ავსტრალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ლეო მესიმ განაცხადა, რომ მისი მეათასე თამაშის შესახებ, დღეს გაიგო: ,,ძალიან მიხარია, რომ მთავარი მიზნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. დასასვენებლად ბევრი დრო არ გვქონდა და ამან ნერვიულობა გამოიწვია. ანგარიშის გახსნა და მეორე გოლის გატანაც შევძელით. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქემაც გაიტანა და მატჩის ბოლოს სიტუაცია გართულდა, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბუნებრივია. წარმოუდგენელი […]
მესი: ,,ერთი გოლი პელემდე? ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ეკვადორთან მოგებულ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, ვიცოდით, რომ დაპირისპირება ძლიერ მეტოქესთან გვიწევდა, რომელსაც მშრომელი, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მთავარია, რომ მოვიგეთ და წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. დიახ, მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო, რამაც ხელი შეგვიშალა იმის გაკეთებაში, რაც გვინდოდა, თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი საქმე მაინც […]
მესი: ,,ეს ჩემი დიდი ოცნების ახდენის უკანასკნელი შანსია”
არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ ეს მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება: ,,ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ნაკრებს შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში დავუბრუნდი. ბოლო დღეებში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერია. ეს ჩემპიონატი განსხვავებულია, გუნდები თითქმის მოუმზადებლად ჩამოვიდნენ. როგორ შევინარჩუნე ფორმა? მუნდიალის დაწყებამდე რაც უფრო მეტს ვთამაშობდი, მით უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. […]