მესი: ,,გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა”

,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი მიიჩნევს, რომ პეპ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.

არგენტინელის აზრით, პეპის უნიკალური სათამაშო სტილის იმიტაცია თანამედროვე ფეხბურთს დიდ ზიანს აყენებს:

,,გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა. პეპის სათამაშო სტილი იმდენად მარტივი ჩანდა, რომ მისი კოპირება ყველას სურდა…

ეჭვგარეშეა, რომ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, მას რაღაც განსაკუთრებული აქვს,” – მესის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

გვარდიოლა ,,ბარსელონას” 2008-2012 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგა (3-ჯერ), ესპანეთის თასი (2-ჯერ), სუპერთასი (3-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (2-ჯერ) მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2-ჯერ) და უეფას სუპერთასი (2-ჯერ) მოიგო.

მესი: ,,გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა”

სტატიის ავტორი
-