მესი: ,,ვან გაალი ტრაბახობს, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ, უბრალოდ, მაღალ ფეხბურთელებს გრძელ პასებს აწვდიდნენ”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი გააკრიტიკა: ,,ბევრი დეტალია, რასაც მოედანზე ხვდები… კიდევ ერთხელ ვამბობ, ვან გაალი ტრაბახობს, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მათ, უბრალოდ, მაღალი ფეხბურთელები დააყენეს და მათზე გრძელი პასების კეთება დაიწყეს. გაბრაზებული ვიყავი იმის გამო, რომ ისეთი გამოცდილი მწვრთნელი, როგორიც ვან გაალია, არგენტინის ნაკრების მიმართ […]
მესი: ,,ვწუხვარ, რომ მათ მაისურების გაცვლა არ ვთხოვე”
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა მაისურებითაც კოლექციის შევსებას ისურვებდა: ,,ვწუხვარ, რომ რონალდოსა და რობერტო კარლოსს მაისურები არ ვთხოვე, მე ხომ მათ წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს. ვისურვებდი, რომ კოლექციაში მათი მაისურებიც მქონდეს. მაისურების კოლექციაზე ფიქრი ზრდასრულ ასაკში დავიწყე. ადრე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ზოგიერთი მოქმედი ფეხბურთლის ფორმა არ მაქვს, თუმცა […]
მესი: ,,კიდევ არ მჯერა, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ!”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: ,,ერთი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არ მჯერა! რა განვიცადეთ, როდესაც საბოლოდ ავწიეთ თასი, რომელიც ყველას ასე გვინდოდა… ნამდვილი სიგიჟეა! ცხადია, ჩემპიონობა ყველაფერს უფრო მშვენიერს ხდის, მაგრამ რა საოცარი თვე მქონდა და რამდენი შესანიშნავი მოგონება დამიგროვდა. ეს ყველაფერი ძალიან მენატრება. მენატრება ჩემი […]
მესი: ,,კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმით ბედნიერი ვარ”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ავსტრალიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენ გვინდოდა აქ ყოფნა იმ შეგრძნებისა და ემოციის გამო, რასაც ხალხი აქ ერთმანეთს გადასცემს. ერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ძალიან კონტაქტური თამაში გამოვიდა. გამარჯვებითა და კიდევ ერთი ნაბიჯის გადაგმით ბედნიერი ვარ. მატჩს ვაკონტროლებდით და შეგვეძლო, ყველაფერი უფრო ადრე დაგვესრულებინა. ვფიქრობ, მარტინესის ბოლო სეივს თუ არ ჩავთვლით, სხვა […]
მესი: ,,მთელი ცხოვრება აქ გავატარე, ამისთვის მზად არ ვარ”
ლეო მესი ,,კამპ ნოუზე” პრესკონფერენციას მართავს და კატალონიური გუნდს ემშვიდობება: ,,ამდენი წლის შემდეგ ძალიან რთულია… მთელი ცხოვრება აქ გავატარე, ამისთვის მზად არ ვარ. გასულ წელს მე და ჩემი ოჯახი დაგვარწმუნეს, რომ მთელ ცხოვრებას აქ გავატარებდით. თუმცა, დღეს ამ ყველაფერს უნდა დავემშვიდობო. მივდივარ ჩემს ცოლთან და 3 კატალონიელ-არგენტინელ შვილთან ერთად. მივდივარ ჩემი სახლიდან, თუმცა მადლიერი ვარ […]
მესი: ,,მონტიელს, გადამწყვეტი პენალტის წინ, ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი დაესრულებინა”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, განმარტა თუ რას გრძნობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გონსალო მონტიელის გადამწყვეტი პენალტის დარტყმის წინ: ,,სიმართლე გითხრათ, ეს მომენტი კარგად ნამვილად არ მახსოვს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, მინდოდა, მონტიელის გაეტანა და ჩვენი ტანჯვა დასრულებულიყო. მგონი, მსგავსი რაღაც ვთქვი. ღმერთს გამარჯვებას ვთხოვდი, ისე, როგორც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მონტიელს ვუთხარი: ,,გააკეთე, დაასრულე […]
მესი: ,,ნიდერლანდებთან რაც მოხდა, არ მომეწონა”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა: ,,ამაზე არ მიფიქრია, ეს ყველაფერი იმ მომენტში მოხდა. ვიცოდი, რაზე ისაუბრეს ფეხბურთელებმა და ვან გაალმა მატჩის წინ. ჩემმა თანაგუნდელებმაც კი მკითხეს: ,,ნახე, რა თქვა მან?” იმით, რაც მატჩის შემდეგ გავაკეთე, კმაყოფილი არ ვარ – ვეგჰორსტს […]
მესი: ,,ოქროს ბურთი? ახლა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მსოფლიო ჩემპიონატის თასია: ,,ოქროს ბურთი? კარიერის ამ ეტაპზე მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს: თუ მივიღებ კარგი იქნება, თუ არა, არაუშავს… ვნერვიულობ თუ არა ამის შესახებ? ახლა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის მთავარი გუნდური ჯილდოებია და არა – ინდივიდუალური. […]
მესი: ,,პირველ დღეს, როცა ანრი გასახდელში შემოვიდა, მისთვის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე”
,,ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის გასახდელში ტიერი ანრის პირველად დანახვით შოკირებული დარჩა: ,,პირველ დღეს, როცა ანრი გასახდელში შემოვიდა, მისთვის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე. ვიცოდი, რას აკეთებდა ინგლისში და ახლა უცებ ერთ გუნდში აღმოვჩნდით. მისით აღფრთოვანებული ვიყავი, მომწონდა როგორ მოქმედებდა და როგორ ამთავრებდა თამაშს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივი იყო,” […]
მესი: ,,პსჟ ჩემპიონთა ლიგის სხვა ფავორიტებზე ერთი ნაბიჯით უკანაა”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელის, ლეო მესის თქმით, პარიზული გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი მიზანია: ,,აქ ამაზე ყველა ოცნებობს. ,,პსჟ” ამ მიზნისთვის რამდენიმე წელია იბრძვის და ბოლო დროს მოგებასთან ახლოს იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მსურს, ამაზე ,,ბარსელონაში” თამაშის პერიოდშიც ვსაუბრობდი. ეს ძალიან კარგი ტურნირია, სადაც გამარჯვების მოპოვება რთულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ამის […]
მესი: ,,პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, რაც დიდი იმედგაცრუება იყო”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის თქმით, ,,პსჟ-ში” მისი ერთ-ერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო: ,,ჩემი მიზანია, მოვიგო ყველა ტურნირი, რომელშიც ვთამაშობ, შესაბამისად, არც ჩემპიონთა ლიგაა გამონაკლისი. ,,პსჟ-ში” გატარებულ 2 სეზონში ამ ტიტულის მოპოვება ვერ შევძელით, რაც ორივე შემთხვევაში დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, არ ჩამოვწეროთ ის ტურნირები, რომელთა მოგებაც მოვახერხეთ, მაგალითად – საფრანგეთის […]
მესი: ,,რეალი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდი არ ყოფილა”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ,,რეალთან” მარცხი გაიხსენა: ,,რეალმა გაგვანადგურა, მეც, მთელი გასახდელი, მთელი პარიზი, რადგან ჩვენ ამ ტურნირის მოგება ძალიან გვინდოდა. ამ მატჩის შედეგი დიდი დარტყმა იყო. ვიცი, რეალი რას წარმოადგენს, ამ გუნდთან ახლოს მთელი ცხოვრება გავატარე და ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, რადგან მათ შეუძლიათ, გოლი არაფრიდან შექმნან […]