ბოატენგს მესისთან მომენტის შესახებ კითხვა დაუსვეს
2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მესიმ “ბაიერნს” კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მიუნხენელთა მცველი, ჯერომ ბოატენგი შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიტოვა და ნოიერს ბურთი თავზე გადაუგდო. სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბოატენგს ეს მომენტი გაახსენა: ” რა ხდებოდა შენს თავში მაშინ, როცა მესიმ ასეთი რამ გაგიკეთა? შენ იცი რაზეც ვსაუბრობ.” გერმანელის მცველის პასუხი საკმაოდ სახალისო გამოდგა: […]
ახალი კონტრაქტი და კოლოსალური ანაზღაურება – მესი მოლაპარაკებებს მართავს
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდის წარმომადგენლებმა და ლეო მესიმ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას sportbible.com-ი ავრცელებს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული სუპერვარსკვლავი “ბლაუგრანას” ღირსებას 2000 წლიდან იცავს. 13 წლის ასაკში დაწყებული კატალონიური კარიერა მინიმუმ 2 წლით კიდევ გაგრძელდება. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მესი მხოლოდ ხელფასის სახით კვირაში £1.15 მილიონს იღებს, დამატებით £1.6 მილიონი არგენტინელ სუპერვარსკვლავს […]
ალექს მორგანის პასუხი – მესი თუ რონალდუ?
ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქალმა ფეხბურთელმა ალექს მორგანმა ერთმანეთს მესის და რონალდუ შეადარა. “ტოტენჰემის” ახალწვეულს ESPN-თან ინტერვიუში შეკითხვა დაუსვეს, თუ რომელ მათგანი მიაჩნდა მას საუკეთესო მოთამაშედ. “უნდა ვთქვა მესი. ლეო გაცილებით უკეთესია. არგენტინელი უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ნებისმიერი ფეხბურთელი, ვინც მინახავს. ის საყურებლად ძალიან საინტერესო მოთამაშეა.
ჩავი ვილახოანა: “მესიმ თავად უნდა მოინდომოს დარჩენა”
“ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ჩავი ვილახოანა თვლის, რომ კლუბში დარჩენა თავად მესის უნდა სურდეს და მან ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი დაყოლიების გარეშე, თავისი სურვილით უნდა მიიღოს. როგორც იცით, “ლა პულგას” “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2021 წლის ივლისში ეწურება, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება იანვარში შეეძლება. რასაკვირველია, “ბარსელონას” არ სურს საკუთარი ლეგენდის გუნდიდან გაშვება, თუმცა ვილახოანა […]
საბალეტა: “მანჩესტერ სიტი მესის იდეალურ პირობებს სთავაზობს”
“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მოთამაშე არგენტინელი პაბლო საბალეტა ლეო მესის პრემიერ ლიგაში თამაშს ურჩევს. საბალეტა, მესის ყოფილი მეწყვილე არგენტინის ნაკრებიდან, მიიჩნევს,რომ ამ ზაფხულს ლეო მესის “ბარსელონას” დატოვება და “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა მართებს. არგენტინელმა მცველმა კარიერის საუკეთესო წლები “ქალაქელების” რიგებში გატაარა და თვლის, რომ მისი ყოფილი გუნდი ლეო მესის იდეალურ პირობებს სთავაზობს კარიერის ინგლისში გასაგრძელებლად. “ბარსელონას” სუპერვარსკვალვის […]
სუარესი აგუეროს ტრანსფერს ეხმაურება
ინგლისის პრემიერ ლიგაში გატარებული ფენომენალური სეზონების შემდეგ, აგუერომ გამოსამშვიდობებელ მატჩში დუბლი გაიფორმა და “მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარს დაემშვიდობა. სერხიო აგუეროს “ბარსელონაში” გადასვლის თაობაზე, ლუის სუარესმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. კატალონიურ გრანდში გადასვლის თაობაზე, არგენტინელმა ვარსკვლავმა გადაწყვეტილება მარტივად მიიღო. არჩევანის გაკეთებაში აგუეროს ლეოს მესის ფაქტორი დაეხმარა – ასევე პეპ გვარდიოლამ მკაფიო მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ კვლავ “ბარსელონაში” […]
ბარსელონა | ორმხრივი თანხმობის მიუხედავად, მესის დარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ლეო მესიმ “ბარსელონა” დატოვა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ფინანსური და ეკონომიკური ასპექტების გამო (იგულისხმება ლა ლიგის რეგულაციები) კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელია. მომხდართან დაკავშირებით, კატალონიურმა გრანდმა ოფიციალური მოხსენება გაავრცელა: “მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და ორივე მხარემ კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი დააფიქსირა, ფინანსური […]
აგუერომ ბარსელონას 10-ნომრიან მაისურზე უარი მესის პატივისცემის გამო თქვა
,,ბარსელონას” ახალწვეულს, სერხიო აგუეროს, გუნდიდან ლეო მესის წასვლის შემდეგ, კატალონიელებმა 10-ნომრიანი მაისური შესთავაზეს, თუმცა არგენტინელმა ნომერზე უარი მესის პატივისცემის გამო თქვა. ამის შესახებ თავდამსხმელმა თავად განაცხადა: ,,მათ 10 ნომერი შემომთავაზეს, რაზეც უარი მესის პატივისცემის გამო ვთქვი,” აგუერო ,,ბარსელონაში” 19 ნომრით ითამაშებს. ფორვარდის დებიუტი ახალ კლუბში ტრავმის გამო ჯერჯერობით არ შემდგარა. დიდი ალბათობით, 33 წლის ფეხბურთელი […]
არგენტინული კლუბი ლეო მესის უნიკალურ კადრებს ავრცელებს | VIDEO
არგენტინული კლუბი “ნიუელსი” ლეო მესის ვიდეოს აქვეყნებს. კლუბის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს არის არგენტინელი სუპერვარსკვლავის პირველი ინტერვიუ. “ნიუელსის” სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მაისურით ჩატარებულ 176 შეხვედრაში, მესიმ 234 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კატალონიური გრანდის აკადემიაში ჩაირიცხა. “ნიუელსის” ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე, ლეო მესის პირველი ინტერვიუს ამსახველი კადრები გავრცელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, პატარა მესი გატანილი გოლების შესახებ […]
მარკინიოსი მესიზე: ,,ასეთი ფეხბურთელები პსჟ-ში შვებულების გასატარებლად არ გადმოდიან”
,,პარი სენ ჟერმენის” მცველმა, მარკინიოსმა, არგენტინელ თანაგუნდელზე, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,ასეთი ფეხბურთელები პსჟ-ში შვებულების გასატარებლად არ გადმოდიან. მესი პარი სენ ჟერმენში პოტენციალს ხედავს. მან იცის, რომ ამ გუნდთან ახალი ტიტულების მოგების შესაძლებლობა აქვს,” – მარკინიოსის სიტყვებს Telefoot-ი ციტირებს. მესი ,,ბარსელონადან” ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ […]
მესიმ 2022/2023 წლების სეზონში მეორე გოლი გაიტანა | VIDEO
ლეო მესის მასტერკლასი | VIDEO
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მაკაბის” დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:2 დასრულდა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ პარიზელები მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდნენ – მთავარ ინტრიგას შემტევი ტრიოს სტატისტიკა წარმოადგენდა. “პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა სამეულმა მართლაც, რომ ბრწყინვალედ იასპარეზა. ლეო მესისა და კილიან მბაპეს ანგარიშზე 2-2 გატანილი გოლი და ამდენივე […]