რიგი ფოტოს გადასაღებად – მესისთან სურათი ყველას უნდა (ვიდეო)
ავტოგრაფი ყველას – მესიმ გულშემატკივარი გაახარა | VIDEO
რამოსისა და მესის პირველი შეხვედრა პსჟ-ს ვარჯიშზე | VIDEO
ყოფილი მოსისხლე მტრები თანაგუნდელების ამპლუაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. “პარი სენ-ჟერმენის” ვარჯიშზე, სერხიო რამოსისა და ლეო მესის გულთბილი შეხვედრა შედგა. Messi and Ramos’ first linkup 🔥 pic.twitter.com/tSEQZyGQTw — J. (@MessiIizer) August 12, 2021 Messi and Ramos meet as teammates for the first time 🤗 pic.twitter.com/uq12SwVJ7q — ESPN FC (@ESPNFC) August 12, 2021
რომის პაპმა მესის საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა
რომის პაპმა, ფრანცისკემ, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, ლეო მესის, ავტოგრაფიანი მაისურის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა: ,,ძვირფასო ძმაო, მადლობას გიხდი მაისურისთვის, რომელიც გამომიგზავნე. მადლობა, რომ ასეთ ადამიანად რჩები. ღმერთმა დაგლოცოს! შეგიძლია, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს.” რომის პაპს მესის საჩუქარი ვატიკანში ვიზიტზე მყოფმა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა, გადასცა. ფრანცისკე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ის არგენტინულ […]
დუშან ტადიჩმა ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა
ამსტერდამის ,,აიაქსის” შემტევმა, დუშან ტადიჩმა, ერთ კალენდარულ წელს შესრულებული საგოლე გადაცემის რაოდენობით ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა. ერედივიზიონის მე-16 ტურში სერბმა ფეხბურთელმა 2021 წელს 37-ე ასისტი მიითვალა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდის ავტორი არგენტინელი ვარსკვლავი იყო, რომელმაც 2011 წელს თანაგუნდელებს 36-ჯერ გაატანინა. ტადიჩი ,,აიაქსში” 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამსტერდამული […]
ბენზემა მესის სიტყვებზე: ,,ეს მოტივაციას მმატებს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, ლეო მესის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წელს ,,ოქროს ბურთს” სწორედ ბენზემა იმსახურებს: ,,მესის სიტყვები მოვისმინე და ძალიან გამიხარდა. სასიამოვნოა, რომ ჩემზე ამას ასეთი ფეხბურთელი ამბობს. ეს მოტივაციას მმატებს,” – ბენზემას სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს. ბენზემამ გასულ სეზონში ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში […]
მესი: ,,არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი ,,ალბისელესტეს” მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არ მიიჩნევს: ,,ტურნირის დაწყებამდე უკვე დღეებს ვითვლი. რა თქმა უნდა, მის დაწყებას მოუთმენლად ველი. მინდა, ვნახო თუ ვინ გახდება ჩემპიონი. მატჩები რთული იქნება. მსოფლიო ჩემპიონატები ყოველთვის განსაკუთრებულია, იქ სულ ფავორიტები ვერ იმარჯვებენ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არგენტინის ნაკრები მუნდიალის მთავარ ფავორიტად. ისტორიულად […]
როი კინი: ,,მესიმ გააკეთა ის, რასაც ყველა დიდი ფეხბურთელი აკეთებს”
ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა, მექსიკასთან შეხვედრაში ლეო მესის თამაში შეაფასა: ,,მან გააკეთა ის, რასაც ყველა დიდი ფეხბურთელი აკეთებს. ყველაფერს ეპიზოდები წყვეტს: მისი ტექნიკა და შესანიშნავი შესრულება. ორ თამაშში ორი გოლი – ასეთ მოთამაშეებს ვერ ჩამოწერ. არგენტინის ნაკრების მიმართ სამართლიანები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ მათ მატჩის მიმდინარეობა შეცვალეს და მოგების გზა იპოვეს. […]
მორგანი: ,,გეთანხმებით, რომ ეს კამათს საბოლოოდ უსვამს წერტილს – რონალდუ ყველა დროის საუკეთესოა”
ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა, არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, სოციალურ ქსელში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ კრიშტიანუ რონალდუ მოიხსენია: ,,დიახ, გეთანხმებით, რომ ეს კამათს საბოლოოდ უსვამს წერტილს… კრიშტიანუ ყველა დროის საუკეთესოა,” – წერს მორგანი. მორგანს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, კრიშტიანუ რონალდუსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად არაერთხელ ჰყავს დასახელებული. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა […]
ამხანაგურ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა
საუდის არაბეთში რონალდუს დებიუტი შედგა. “მეფე ფაჰდის სტადიონზე” “ალ-ჰილალისა” და “ალ-ნასრის” საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი “პსჟ-ს” დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, ჯამში მაყურებელმა 9 გოლი იხილა. საბოლოო ანგარიში 4:5 დაფიქსირდა და გამარჯვებულები პარიზელები გამოვიდნენ. შეხვედრა ლიონელ მესის გოლით გაიხსნა, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუმ მალევე უპასუხა. შემდეგი მარკინიოსის გოლი იყო, რომლითაც “პსჟ” წინ გავიდა, თუმცა, კრიშტიანუმ პირველივე […]
,,მესი და პსჟ, კავშირის დასასრული?” – Goal.com ლეოს პარიზული გუნდიდან შესაძლო წასვლაზე წერს
Goal.com-მა ,,პარი სენ ჟერმენსა” და ლეო მესის შორის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებას სტატია მიუძღვნა. როგორც ვებგვერდი წერს, არგენტინელის პარიზში კიდევ ერთი წლით დარჩენას აზრი არ აქვს. ,,ეს შოკისმომგვრელია… ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დროის უდიდეს მოთამაშეზე, ,,ოქროს ბურთის’ შვიდგზის გამარჯვებულსა და მსოფლიო ჩემპიონზე, რომელსაც საკუთარი გუნდის მხარდამჭერებმა უსტვინეს და აბუჩად აიგდეს. ,,უხერხულია… არ შეიძლება შენი […]
“ლეოს ბარსელონაში დაბრუნება სურს” – ხორხე მესი
არგენტინელი სუპერვარსკვლავის მომავალთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ფრანგული და ესპანური მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებენ იმის შესახებ, რომ მესი “ბარსელონაში” დაბრუნებასთანაა ახლოს. მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ის გარემოებაც ამყარებს, რომ ხორხე მესი “ბლაუგრანას” პრეზიდენტს შეხვდა და სუპერვარსკვლავის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართა მოლაპარაკებები. ხორხე მესისა და ჟოან ლაპორტას შეხვედრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მოგვიანებით, […]