ბარსელონა | ორმხრივი თანხმობის მიუხედავად, მესის დარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ლეო მესიმ “ბარსელონა” დატოვა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ფინანსური და ეკონომიკური ასპექტების გამო (იგულისხმება ლა ლიგის რეგულაციები) კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელია. მომხდართან დაკავშირებით, კატალონიურმა გრანდმა ოფიციალური მოხსენება გაავრცელა: “მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და ორივე მხარემ კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი დააფიქსირა, ფინანსური […]
10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში
რუსულმა საფეხბურთო გამოცემა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. სტატიაში წერია, რომ რუსეთში 100-ზე მეტ ქართველს უთამაშია და ისინი მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებს და სერბებს ჩამორჩებიან. თუმცა, საუკეთესოთა შორის მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც საქართველოს სახელით გამოდიოდა, სწორედ ამიტომ არ არიან სიაში ომარ თეთრაძე, გიორგი ჯიქია და სხვები. 10. გია გრიგალავა (“როსტოვი”, “მოსკვა”, […]
მესი რონალდუ მეივეზერი | მაკგრეგორი მილიარდერთა კლუბს უერთდება
ვისკის მწარმოებელ კომპანიაში (Proper No. Twelve) გაყიდული გარკვეული წილის შემდეგ, კონორ მაკგრეგორი მილიარდერ სპორტსმენთა კლუბს მიუახლოვდა. UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, გასულ წელს სპორტული და ბიზნეს აქტივობების შედეგად $48 მილიონის გამომუშავება შეძლო. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კონორ მაკგრეგორმა უდიდესი გარიგება დადო, რომლის შედეგადაც $600 მილიონი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელი ლეგენდა ვისკის მწარმოებელ კომპანიაში […]
ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ევროპაში
ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესია. საინტერესო ფაქტია, რომ ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუზე ორჯერ მეტს გამოიმუშავებს. იანვარში ესპანურმა გამოცემამ El Mundo-მ მესისა და “ბარსელონას” შორის 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. საქმე რეალურად გასაოცარ ციფრებთან გვაქვს. L’Equipe-ის ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” კაპიტნის ანაზღაურება კვირაში 2,1 მილიონი ფუნტი სტერლინგია, რაც წელიწადში 108,2 მილიონ ფუნტ […]
გულშემატკივართა რეაქცია ლეო მესის საოცარ გოლებზე
უამრავი გულშემატკივრის აზრით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ლეო მესი ატარებს. “ბარსელონას” არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ფანები არაერთი საოცარი გოლით აღაფრთოვანა.
ლეო მესის მესამე ულამაზესი გოლი სევილიას კარში და მან ბარსელონას მოაგებინა (ვიდეო)
ბენზემა: ,,მას, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არაფერი ესმის”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,როგორ შეიძლება მესიმ წარმატებას ვერ მიაღწიოს? ახლა მას ადაპტაციის პერიოდი აქვს, ამიტომ ბევრ გოლს ვერ იტანს. მაგრამ შეხედეთ, რას აკეთებს მოედანზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ფეხბურთელის გაკრიტიკება არ შეიძლება. მას, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არაფერი ესმის,” – Marca ციტირებს. მესი ,,ბარსელონადან” ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს […]
რა თანხა გამოიმუშავა მაიკლ ჯორდანმა მესის ტრანსფერით?
არგენტინელი სუპერვარსკვლავის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შედეგად, კალათბურთის ლეგენდამ 6 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. მაიკლ ჯორდანის კუთვნილის კომპანიის (Air Jordan) ლოგო პარიზული გრანდის სათამაშო ფორმაზეა გამოსახული. “პარი სენ-ჟერმენის” სათამაშო ფორმა ეკიპირების მწარმოებელი კომპანია Air Jordan-ის მიერაა წარმოებული. პარიზელებსა და ჯორდანის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, “პსჟ”-ს ფორმის თითოეული გაყიდული კომპლექტის 5% Air Jordan-ს ეკუთვნის. El Grafico-ს […]
სმოლინგმა მესისთან შეჯახებაზე კომენტარი გააკეთა
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში, რომელშიც “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 0:1 დაამარცხა, მცირე ინციდენტი მოხდა. ინგლისელთა მცველმა, კრის სმოლინგმა მესის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის შემდეგაც არგენტინელს ცხვირი და თვალი დაუზიანდა. სმოლინგმა უსიამოვნო მომენტზე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა: “ლეომ კარგად იცის, რომ მისი დაზიანება სპეციალურად არ მინდოდა.”
TOP 10 ფეხბურთელი, რომელიც მატჩის საუკეთესოდ ყველაზე მეტჯერ დასახელდა
ბრიტანულ მედიაში დღეს საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა. ახლა უკვე ცნობილია, თუ რომელი ფეხბურთელები დასახელდნენ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ყველაზე მეტჯერ 2010/11 წლების სეზონიდან დღემდე. პირველ ადგილს “ბარსელონას” ლეგენდა, ლეო მესი იკავებს (225), რომელიც კრიშტიანუ რონალდუს არც მეტი, არც ნაკლები, 100 მატჩით უსწრებს – 125. მე-3 პოზიციაზე მადრიდის “რეალის” ახალწვეული, ედენ აზარია – 93. TOP 10 ასე […]