ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. ტიტულისათვის ლეო მესი, ჯეიმს მილნერი, ნაბილ ფეკირი და პოლ პოგბა იბრძოდნენ. UEFA-ს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ლეო მესიმ მოიპოვა.
მესი ინიესტას გაუთანაბრდა
ამ წუთებში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები მიმდინარეობს. “ბარსელონა” სტუმრად “ლიონს” ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა ლიდერს, ლეო მესის ჩემპიონთა ლიგაზე 130 მატჩი დაუგროვდა, რითაც ის ანდრეს ინიესტას გაუთანაბრდა. არგენტინელს კიდევ 22 მატჩის ჩატარება სჭირდება და ის “ბარსელონას” კიდევ ერთ ექს-ფეხბურთელს, ჩავის გაასწრებს.
მესიმ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)
ამ წუთებში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “ბეტისს” ეთამაშება. “ბლაუგრანა” მეტოქეს ლეო მესის საჯარიმო გოლით ამარცხებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-5 ჯარიმა გაიტანა. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ეს საუკეთესო შედეგია.
ბარსელონასა და მანჩესტერის მატჩებში გასული ულამაზესი გოლები (ვიდეო)
მესისთან სურათის გადაღების შემდეგ ატირებული და “დადუმებული” გულშემატკივარი (ვიდეო)
ლეო მესის გოლი სლავიას კარში (ვიდეო)
მესის შესანიშნავი გოლი ატლეტიკოს კარში (ვიდეო)
დიბალა: “რონალდუს ვუთხარი, რომ არგენტინაში ის გვძულს”
“იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაულო დიბალამ აღნიშნა, რომ არგენტინაში კრიშტიანუ რონალდუ სძულთ. “ბიანკონერის” ვარსკვლავის მტკიცებით, აღნიშნულის შესახებ რონალდუს უკვე ესაუბრა. “რონალდუს ვუთხარი: კრიშტიანუ, არგენტინაში გვძულხარ – იმის გამო თუ ვინ ხარ, როგორი ფიგურა გაქვს და როგორ დადიხარ. სიმართლე ისაა, რომ შენ მე გამაოცე – სრულიად განსხვავებული რონალდუ აღმოგაჩინე.” კრიშტიანუ რონალდუს პარალელურად, პაულო დიბალამ კომენტარი მის თანამემუმალეზეც […]
ფეხბურთის ვარსკვლავები კალათბურთელები რომ ყოფილიყვნენ (ვიდეო)
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
პორტუგალიელ სუპერვასკვლავს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში არაერთი რთული მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია. რონალდუმ იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა წინააღდეგაც უთამაშია, ყველაზე რთულ მეტოქედ ინგლისელი მცველი ეშლი კოული დაასახელა. სანამ პორტუგალიელი 2009 წელს “მადრიდის რეალს” შეურთდებოდა, მან “მანჩესტერ იუნაიტედში” ექვსი სეზონი გაატარა და ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულთან ერთად ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ […]
საჩუქრად ლუდი ყველა იმ მეკარეს, რომელსაც მესიმ ბარსელონაში გოლი გაუტანა
როგორც მოგეხსენებათ, მესიმ რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” მაისურით 644-ე გოლი გაიტანა, რითაც პელეს რეკორდი გააუმჯობესა. “ბუდვაიზერმა” ამ ფაქტის აღსანიშნავად ყველა იმ მეკარეს, რომლის კარი მესიმ კატალონიური კლუბის მაისურით აიღო, ბოთლი ლუდი გაუგზავნა. ლუდის კომპანიამ 160 უნიკალური ბოთლი განსაკუთრებულად შეფუთა, თითოეულ მათგანზე კი შესაბამისი რიცხვი დააწერა. “644 გოლი = მესის მაგიის 644 ეპიზოდს,” – წერს ბუდვაიზერი. […]