იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ავსტრიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ,,სკუადრა აძურას” დღევანდელ მეტოქეს გერმანული სტილი აქვს: ,,ავსტრიას დიდ პატივს ვცემთ. მათ აქვთ საკმარისი კლასი იმისთვის, რომ დიდებული მატჩი ჩაატარონ. საკუთარ თავში დარწმუნებულები ჩვენც ვართ, მაგრამ კონცენტრაციის შენარჩუნება აუცილებელია. დეტალებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. ავსტრია […]