რუბინის მწვრთნელმა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. “მატჩს თვალი მოედანთან ახლოს მდგომი კოშკურიდან ვადევნე, რადგან ვფიქრობ, თამაშის გაანალიზება ასე უფრო მოსახერხებელია. რომ შემეძლოს, უფრო მაღლაც ავიდოდი. მგონი ფეხბურთელებს იქიდან მიცემული მითითებების გაგონება არ უჭირთ. ჩვენ კვარაცხელიას შეცვლას ოდნავ მოგვიანებით ვაპირებდით, მაგრამ მან მცირე დაზიანება მიიღო, ასისტენტებმა სწრაფად გაიგეს […]
რუბინმა და კვარაცხელიამ სლუცკის იუბილე ორიგინალურად მიულოცეს (ვიდეო)
სლუცკი კვარაცხელიას ტრავმაში მსაჯებს ადანაშაულებს
ყაზანის “რუბინის” მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის მთავარი მიზეზი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო. როგორც იცით, 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც ის მოედანს 2-3 კვირის განმავლობაში გამოაკლდა. “მარტივი მომენტია: ყველა ლიგაში ხალხი ვარსკვლავებით ინტერესდება. ფეხბურთი გულშემატკივრისთვისაა, ისინი კი კვარაცხელიას გამო სტადიონზე დადიან და […]
სლუცკი ხვიჩას მდგომარეობაზე: “მომდევნო ტურში თამაშის შანსი აქვს”
რუსეთის თასზე “რუბინმა” სტუმრად “ჩერნომორეცი” 2:4 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გასულ ტურში ცხვირის ტრავმა მიიღო. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. “იქნება თუ არა კვარაცხელია მზად “სპარტაკთან” თამაშისთვის, მოგვიანებით გვეცოდინება. თუმცა, მას გარკვეული შანსები აქვს,” – თქვა რუსმა სპეციალისტმა. “მნიშვნელობა არ აქვს, […]
სლუცკი: “კვარაცხელია კვლავ საქართველოშია”
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ “ცსკა”-სთან მოგებული შეხვედრის (1:0) შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველ ფეხბურთელს 11 ნოემბერს სანაკრებო პაუზაზე კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც მას ჯერ არ უთამაშია. “ეროვნულ ნაკრებში მისი დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ხვიჩა კვლავ საქართველოშია და ველოდებით შესაძლებლობას, რომ ის დავიბრუნოთ. სტარფელტი და ინ-ბომი დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, […]
სლუცკი: “კვარაცხელიამ როსტოვთან ლიდერივით ითამაშა”
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ “როსტოვთან” წაგების მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მაინც გამოარჩია. “ხვიჩა გრძნობს პასუხისმგებლობას. სრული მატჩი დიდი ხანია არ ჰქონდა ჩატარებული. მაშინ, როდესაც ფეხბურთელებმა დაგვტოვეს და არჩევანი პატარაა, მნიშვნელოვანია ასეთი თვისებები. ხვიჩა ნამდვილად არის ლიდერი, მან “როსტოვთან” კარგად ითამაშა,” – ამბოს ლეონიდ სლუცკი. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა რუსული გუნდების მსგავსად, “რუბინი” არაერთმა ლეგიონერმა […]
სლუცკი: “ნაპოლიმ ლატარეაში გაიმარჯვა – ერთი წლით ადრე ამის შანსი ტოტენჰემს ჰქონდა”
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ 22 წლის ქართველი ტალანტის შესახებ ისაუბრა. გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა, რომელიც ხვიჩასთან ერთად ყაზანის “რუბინში” მუშაობდა, “ნაპოლის” სატრანსფერო ბრძოლაში გამარჯვება მიულოცა და გაიხსენა, რომ ქართველი ტალანტის დამატების შანსი ლონდონის “ტოტენჰემსაც” ჰქონდა. “ვულოცავ “ნაპოლის”, რადგან მათ ლატარეა მოიგეს. მათ თითქმის არაფრის სანაცვლოდ მიიღეს 100 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელი. […]
სლუცკი: “ქართველების თამაშებს ვუყურე, ხვიჩა უკვე ნაკრების ლიდერია”
ყაზანის “რუბინის” ოფიციალურ საიტთან საუბარში ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველების გამართულ სამივე მატჩს უყურა. გამოცდილმა სპეციალისტმა, რა თქმა უნდა, “ჯვაროსნების” 20 წლის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. “მაკაროვმა, სტარფელტმა და კვარაცხელიამ ბოლოს მოედანზე 90 წუთი გაატარეს. მაკაროვი უკვე გუნდთან ერთადაა, ხვიჩა კი ცოტა ხანში შემოგვიერთდება. ამიტომ, ჩვენი პირველი ამოცანაა, […]
სლუცკი: “ხვიჩა შემდეგი ეტაპისთვის მზადაა, რატომ გავაჩეროთ მატარებელი?!”
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, ქართველი ფეხბურთელი მზადაა უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ. გარდა ამისა, სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილის ყაზანურ პერსპექტივებზეც გააკეთა კომენტარი. – რა იქნება საუკეთესო გამოსავალი კვარაცხელიასთვის ზაფხულში? – მოლაპარაკებებში ჩართული არ ვარ, ამას კლუბი ხელმძღვანელობს. ჩემი აზრია, რომ ის შემდეგი ეტაპისთვის მზადაა. ვფიქრობ, ხვიჩა […]
სლუცკი: ,,ხვიჩას ნიჭი უსაზღვროა, მას ფეხბურთი ბავშვივით უყვარს”
ყაზანის ,,რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ფაბრიციო რომანოს პოდკასტში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,როცა ,,რუბინში” მივედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს სერიოზულ გამოწვევად იქცა, რადგან ჩავიბარე გუნდი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა. როცა პირველივე ვარჯიშზე ხვიჩას რამდენიმე მომენტი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს შესანიშნავი არჩევანი იყო. არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა გუნდის […]
სლუცკიმ განმარტა, რატომ არ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ კრილიასთან ძირითად შემადგენლობაში
ყაზანის ,,რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ,,კრილიასთან” გამართული მატჩის შემდეგ, გუნდის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ისაუბრა: ,,რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ ძირითად შემადგენლობაში? იმიტომ, რომ დღეს არცთუ ისე დასვენებული გამოვიდა და აშკარად ჩანდა, რომ გადაღლილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია და ასეთ რეჟიმში თამაშობს: ორის შემდეგ მესამე, ასეთ რთულ მინდორზე, როდესაც მას […]