პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეული იყო. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, დარჩენისთვის ერთდროულად სამი გუნდი (,,ევერტონი”, ,,ლიდს იუნაიტედი” და ,,ლესტერი” ) იბრძოდა. ,,ევერტონმა”, რომელიც საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, შინ ,,ბორნმუთის” დამარცხება შეძლო და 36 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა. მოიგო ,,ლესტერმაც”, თუმცა დინ სმიტის გუნდმა პრემიერლიგა 34 ქულით მე-18 ადგილზე დაასრულა […]