საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, “დინამო ბათუმმა” თურქული შეკრების მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. შავიზღვისპირელები ანტალიაში მიმდინარე სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, თანაც საკმაოდ სახელოვან მეტოქეებთან. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი სერბეთის ტიტულოვანი კლუბის, ბელგრადის “პარტიზანის” საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინის”, უკრაინული “ლვოვის” და ესტონეთის მოქმედი ჩემპიონის, ტალინის “ლევადიას” წინააღმდეგ ითამაშებენ, ამ უკანასკნელის ლიდერი […]