12-წლიანი პაუზის შემდეგ: ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა
12-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ელიტარულ საფეხბურთო დივიზიონში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” აღზრდილმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც “ლევანტეს” სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, მთავარ შემადგენლობასთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, დღეს კი უკვე ის ლა ლიგაში მოედანზეც ვიხილეთ. 20 წლის ნახევარმცველი “ატლეტიკთან” გამართულ მატჩში თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო, მაშინ, როდესაც “ლევანტე” 1:2-ს აგებდა. გიორგიმ მოედანზე 4 წუთი […]
ლევან მჭედლიძე დინამოს დაემშვიდობა
ლევან მჭედლიძემ “დინამო თბილისი” დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “დინამო თბილისის” ვებ-გვერდი ავრცელებს. “ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა დინამო დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში”, – აღნიშნულია “დინამო თბილისის” განცხადებაში.
კახა ჩხეტიანი: “დინამოს თითოეული ფეხბურთელი ძირითადი ბირთვის ნაწილია”
ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, “დინამო თბილისის” გენერალური დირექტორი, ზაზა დოლიძე და გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ჟურნალისტებს შეხვდნენ და ახალწვეულებიც წარადგინეს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალმა თავკაცმა დასრულებული შეკრება შეაფასა და გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. “მაშინ, როცა სეზონი არ მიმდინარეობს, ცხადია გუნდი ყოველ მატჩში 100%-ით მზად ვერ იქნება. შეკრებაზე გუნდი ყოველი შეხვედრიდან შემდეგ […]
სუპერთასის პრომო ვიდეო: მჭედლიძე VS ყენია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წლის სუპერთასის წინ საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დინამო “თბილისის” და “საბურთალოს” ფეხბურთელები მინი ფეხბურთით ერთობიან. ქვეყნის ჩემპიონი “დინამო თბილისი” და თასის გამარჯვებული “საბურთალო” ერთმანეთს 23 თებერვალს, “მიხეილ მესხი 2-ზე” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ლევან მჭედლიძის ტრავმის სირთულე ცნობილია
დინამო არენაზე გამართულ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის პრინციპულ შეხვედრაში, სადაც “დინამო თბილისმა” ქუთაისის “ტორპედოს” 2:1 მოუგო და ლიდერობა გაიმყარა, მასპინძელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო. სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების ფორვარდი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა 10 წუთში მოედანი იძულებით დატოვა. LIVE.GE-ს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ გუნდს უახლოესი პერიოდის […]
ლევან მჭედლიძის გოლი ბათუმის დინამოს კარში (ვიდეო)
მჭედლიძის დებიუტი, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და დაბრუნებული ლიდერობა
საქართველოს ეროვნული ლიგის გადადებული, 23-ე ტურის შეხვედრაში “დინამო თბილისმა” “საბურთალოს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველი ნახევარი გიორგი კოხრეიძის გოლით წააგო, თუმცა მეორე ნახევარში ნიკა ნინუას დუბლით გამარჯვება მოახერხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო. ნინუამ მოქმედ ჩემპიონს ჯერ საჯარიმო დარტყმიდან (სეზონში მე-7 ჯარიმა), 5 წუთში კი პენალტის ნიშნულიდან გაუტანა და გუნდის გამარჯვება […]
ლევან მჭედლიძემ დინამოსთან ერთად ვარჯიში დაიწყო (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ თბილისის “დინამოსთან” ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. დიდი ალბათობით, 29 წლის თავდამსხმელი 2 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ეგიდით “საბურთალოსთან” გასამართ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, გამოცდილი ფეხბურთელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს რამდენიმე დღის წინ, “ემპოლიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსვლის შემდეგ შეუერთდა და დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია.
ცივი, წვიმიანი დღე საჩხერეში და დინამო თბილისის საჩემპიონო სამი ქულა
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ჯერ მხოლოდ 28 ტური მიილია და წინ კიდევ 8 სათამაშო დღეა, ამიტომ საჩემპიონო ქულებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ისეთ მატჩებს, როგორიც გუშინ დინამო თბილისმა მოიგო სწორედაც რომ საჩემპიონო გამარჯვებებს უწოდებენ. რატომ? – ამ კითხვაზე პასუხს ბლოგში გაგცემთ. დავიწყოთ ანალოგიებით: საფეხბურთო სამყაროში ხშირია შემთხვევები, როდესაც ორი გუნდი საჩემპიონო ბრძოლაში აიწონა-დაიწონას თამაშობენ, ხან ერთია პირველზე, […]
მილანის ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძეს დინამო თბილისში წარმატება უსურვა
“მილანის” ბოსნიელმა ფეხბურთელმა, რადე კრუნიჩმა ლევან მჭედლიძეს “დინამო თბილისში” წარმატება უსურვა. როგორც იცით, 29 წლის ფორვარდმა გასული სეზონის შემდეგ “ემპოლი” დატოვა და ახლა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. რადე კრუნიჩი, რომელიც ლევანის თანაგუნდელი იყო “ემპოლიში”, მჭედლიძეს მხარს სოციალური ქსელის მეშვეობით უჭერს. “წარმატებები ახალ თავგადასავალში, ჩემო ძმაო,” – დაწერა ბოსნიელმა.
ლევან მჭედლიძე: “ყველაფერს გავაკეთებ დინამო თბილისისთვის”
20 სექტემბერს 15:00 საათზე დინამო არენაზე შედგა დინამო თბილისის ახალწვეულის ლევან მჭედლიძის პრეზენტაცია. იტალიური “ემპოლისა” და “პალერმოს” ყოფილი ფეხბურთელი დინამოელთა პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარადგინეს. ზაზა დოლიძე: “ძალიან მოხარულები ვართ ლევან მჭედლიძის ტრანსფერით. როგორც ერთგან აღინიშნა, ლევანსაც ჭირდებოდა დინამო თბილისი და ჩვენც გვჭირდებოდა ის. კონტრაქტი გაფორმებულია 1+1 სისტემით და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული. […]